ბავშვთა სექსუალობა

childhood_picture

ადამიანის სექსუალობის განვითარება – ჩამოყალიბება ბავშვობიდანვე იწყება, თუმცა ამ პერიოდში ბავშვის სექსუალობა არ არის რათქმაუნდა ზრდასრული ადამიანის სექსუალობის ექვივალენტი. ბავშვებში სექსუალური განვითარების შესწავლა საკმაოდ პრობლემატური საკითხია.  სხვადასხვა კულტურული, ეთიკური და  ლეგალური და სხვა  მოვლენებიდან გამომდინარე.

ერთ-ერთი პირველი ვინც ბავშვთა სექსუალობით დაინტერესდა და ამის შესახებ თეორია ჩამოაყალიბა იყო ზიგმუნდ ფროიდი. მან შექმნა ფსიქოსექსუალური განვითარების თეორია.  ფროიდი გამოყოფდა განვითარების 5 ეტაპს: ორალურს, ანალურს, ფალოსურს, ლატენტურს და გენიტალურს.  ყოველ ეტაპზე დასახელების შესაბამისი ორგანო წარმოადგენს ბავშვის სიამოვნების წყაროს და  ბავშვის ფსიქიკა ცენტრირებულია მის მიმართ.  გამონაკლისს წარმოადგენს ლატენტური პერიოდი, რომლის დროსაც სიამოვნების განსაკუთრებული ორგანო ადამიანს არ გააჩნია.  ადამიანის განვითარების ფიქსაცია შეიძლება მოხდეს რომელიმე ეტაპზე და ამან შემდგომში ფსიქოლოგიური პრობლემები გამოიწვიოს.

ფროიდის თეორიას ჰყავს მრავალი მოწინააღმდეგე ვინაიდან არ ეფუძნება ემპირიულ საფუძვლებს (ცდებით და დაკვირვებებით მისი  შესწავლა ვერ ხერხდება).     თანამედროვე მეცნიერულ მეთოდებს და სტანდარტებს არ შეესაბამება, ეფუძნება რეტროსპექტიულ დაკვირვებას,  მრავალი საზოგადოებისთვის კულტურულად მიუღებელია.

დღევანდელი მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბავშვის სექსუალური განვითარება არის  გარემოფაქტორების და ბავშვის ინდივიდუალიზმის ნაზავი.  ბავშვზე გავლენას ახდენენ უშუალოდ შეხებაში მყობი  საზოგადოება:   თანატოლები, მშობლები, მზრუნველები, ასევე გავლენა აქვს სხვა სოციო-კულტურულ ფაქტორებს.  მაგ. ბავშვი თუ იზრდება იმ გარემოში სადაც სიშიშვლე მიღებულია, მისთვის მსუბუქი ჩაცმა პრობლემას არ წარმოადგენს და პირიქით. ასევე გავლენის მოხდენა შეუძლიათ გარემო ფაქტორებს სექსუალობის სხვა გამოვლინებებზე.

ეკოლოგიური თეორიის მიხედვით არსებობს ბავშვის სექსუალობაზე მოქმედი პროქსიმალური და დისტალური ფაქტორები.

ბავშვების სექსუალურ განვითარებაზე მოქმედებს ოჯახის ფაქტორი: რამდენად ხშირად  და გახსნილად საუბრობენ სექსზე სახლში, ეძლევათ თუ არა ბავშვებს საშუალება ტელევიზიით, კომპიუტერით უყურონ სექსუალურ სცენებს ან ეპიზოდებს, უწევთ თუ არა ბავშვებს მშობელების, დიდების სქესობრივი ცხოვრების ნახვა და ა.შ.  ეს ფაქტები შემდგომში ბავშვების სექსუალურ ქცევაზე მოქმედებენ.  მშობლები, რომლებიც გახსნილები არიან ბავშვებთან სექსუალურ საკითხებში მეტად, ბავშვებიც შედგომში უფრო გახსნილები არიან საკუთარი სექსუალური ცხოვრების მოყოლით მშობლების მიმართ.

ბავშვების თანატოლები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს  ბავშვების სექსუალობის გამოხატვაში.  თანატოლები ახდენენ ძლიერ გავლენას ბავშვებზე ქცევების ნორმების ჩამოყალიბებაში.  თანატოლების გავლენა უფრო ძლიერია, ვიდრე მშობლების.  დიდების რეტროსპექტიული შესწავლის საფუძველზე დადგინდა რომ  ბავშვობაში ვისაც მეტი მეგობარი ჰყავდა, მათ ჰყავდათ ისეთი მეგობარიც, რომელთანაც შეეძლოთ ე.წ. ბავშვური სექსუალური ექსპერიმენტების ჩატარება – ერთმანეთისთვის სასქესო ორგანოების ჩვენება, ერთმანეთის ორგანოებზე შეხება, დატოლება და ა.შ.

ekologiuri Teoria

ბავშვის სექსუალური განვითარების პერიოდში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სქესობრივი განათლება სკოლებში.  დასავლეთის ქვეყნებში და ამერიკაში ეს ფენომენი დადებითად და აღიარებულ პროაქტიკად არის მიჩნეული.  სექსუალურ განათლებას მნიშვნელოვანი წილი აქვს არასასურველი ორსულობების და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილების მიზნით.

სექსუალურ განვითარებაში მცირე წილი აქვს  რელიგიასაც. რეტროსპექტიული შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ  ძლიერ რელიგიურ ოჯახებში შედარებით ნაკლები იყო ბავშვებში სექსუალური ქცევა, ვიდრე პირიქით.  თუმცა ეს ფაქტორი არ წარმოადგენს ბავშვის სექსუალური ქცევის განმსაზღვრელს. მას მეორე ხარისხოვანი როლი აქვს ამ საკითხში.

ბავშვების სექსუალურ ქცევას დიდ წილად განსაზღვრავენ მედია საშუალებები, კულტურული გავლენა და ნორმები.  ქალიშვილობის ინსტიტუტი, ინცესტის ტაბუ.   მაგ. საქართველოში ინცესტი თითქმის არ გვხვდება, ქვეყნების ნაწილში კი ჩვეულებრივ  მოვლენას წარმოადგენს. იგივე შეიძლება ითქვას ქალიშვილობის ინსტიტუტზეც.