როგორ ვიპოვოთ G წერტილი

G წერტილმა მიიღო სახელი თავის აღმომჩენის გერმანელი გინეკოლოგის ერნსტ გრაფენბერგის სახელი. მან კვლევების შედეგად დაადგინა, რომ ურეთრის უკანა კედელზე, რომელიც ესაზღვრება საშოს წინა კედელს, ყველა ქალს აქვს  მცირე უბანი (G წერტილი), რომლის სტიმულაციც იწვევს ქალში ძლიერ ორგაზმს. ამასთან ორგაზმი შესაძლოა რამდენიმეჯერ განმეორდეს და მეტად ძლიერიცაა. თუმცა G წერტილის სტიმულაცია იწვევს ძლიერი მოშარდვის სურვილს (ეს ხმოლოდ შეგრძნებაა).

თუმცა ამ წერტილის პოვნა ყველა ქალს როდი შეუძლია, ამიტომაც ქალების დიდ ნაწილს აინტერესებს, როგორ იპოვოს თავისი G წერტილი. მეცნიერების ნაწილი ამტიცებს, რომ საშოს წინა კედელზე შესასვლელიდან 2-4 სმ სიღრმეზეა G წერტილი, ნაწილი კი – 5-6 სმ. მისი დანახვა შეუძლებელია. მხოლოდ პალპაციით შეიძლება საშოს წინა კედელზე ოდნავ შესაგრძნობი გასქელება. მისი პოვნა ადვილია, როცა ქალი აგზნებულია, ან უშუალოდ ორგაზმის შემდეგ, როცა G წერტილი 2-ჯერ იმატებს ზომაში.

ამ ზონის აგზნება სექსის დროს ადვილი არ არის, მაგრამ არსებობს სპეციალური პოზები, რომლებიც ხელს უწყობენ ამას.

 

 

გარდა ამისა არსებობს სპეციალური სექს-სათამაშოები, რომლებიც აგრეთვე ხელშემწყობია G წერტილის სტიმულაციისთვის.

კლიტორის და G წერტილის სტიმულატორი

კლიტორის და G წერტილის სტიმულატორი

G წერტილი იმდენად აქტუალური თემა გახდა, რომ ბრიტანელმა გინეკოლოგმა მეტლოკმა ქალებს შესთავაზა მისი გადიდება კოლაგენის ინექციით, თუმცა ამ პროცედურის უსაფრთხოების საკითხი ეჭვის ქვეშ დგას.

საშოს სიღრმეში უამრავი ნერვული ბოჭკოა. ისინი ქმნიან ნერვულ კვანძებს, რომლებიც შემდეგ ქმნიან შარდის ბუშტის ნერვებს. G წერტილის არსებობა, სავარაუდოდ, სწორედ ზემოთ ხსენებულ ნერვულ კვანძებს უკავშირდება. კლიტორიდან შეგრძნება გადაეცემა სასირცხვო ნერვს (კლიტორული ორგაზმი), საშოდან – მენჯის ნერვებს (ვაგინალური ორგაზმი). G წერტილის ორგაზმი თავის შერეული ხასიათის გამო უფრო მკვეთრი და ძლიერია.

ათასობით ქალი, რომელსაც არასდროს განუცია G წერტილის სტიმულაციით არაფერი განსაკუთრებული, ნახსენებ „სასწაულებრივ“ G წერტილის ორგაზმს უპირისპირებს საკუთარ შეგრძნებებს – მას არ განუცდია მსგავის ორგაზმი და არც იცის, სად არის მისი G წერტილი.

სინამდვილეში არსებობს G წერტილი თუ არა, საკამათო საკითხია. მისი არსებობის მოხმრეები ამტკიცებენ, რომ G წერტილი არის მამაკაცის პროსტატის ანალოგიური, რომელიც ქალის ჩანასახში ვერ განვითარდა და ამიტომაც არის მისი პოვნა ასეთი სიძნელე.

ამასთანავე ცოტა ხნის წინ იტალიელმა გინეკოლოგმა ჯანინიმ განაცხადა რომ ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს საშვილონოს წინა კედელზე შეინიშნება განსხვავებული შენების ქსოვილი, რომელიც მისი ვარაუდით სწორედ G წერტილია.

და ბოლოს, G წერტილის პოვნისთვის რამდენიმე რჩევა.

  1. G წერტილი მდებარეობს საშოს წინა კედელზე საშუალოდ 5-6 სმ სიღრმეზე. ამიტომაც მის აღმოსაჩენად თითების სიგრძე ნაკლები არ უნდა იყოს;
  2. ძებნის დაწყების წინ ხელების დაბანა აუცილებელია;
  3. ქალი უნდა იწვეს ჰორიზონტალ მდგომარეობაში, ზურგზე და ფეხებგაშლილი;
  4. აუცილებელია ქალი იყოს აგზნებული და პარტნიორმა შეიტანოს საშოში საჩვენებელი და შუა თითი ერთდროულად;
  5. საჭიროა კედლის გასქელებული უბნის ძებნა და ქალის რეაქციაზე დაკვირვება.