სექსუალური განათლება

sex-education-now

დიდი ხნის განმავლობაში ადამიანის სექსუალობის გამოხატვის მორალურად გამართლებულ საშუალებას წარმოადგენდა მხოლოდ ქორწინება. ქორწინებამდე და მის გარეშე ნებისმიერი ურთიერთბა იყო ძლიერ უარყოფითად შეფასებული საზოგადოების მიერ. სექსუალურმა რევოლუციამ (70 იან წლებში დაიწყო)  ეს ფასეულობები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და ადამიანის უფლებები წარმოწია წინა პლანზე, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ადამიანს აქვს თანხმობით სექსის უფლება, მათ შორის არასრულწლოვან ასაკშიც(კონონმდებლობის შესაბამისად).  თავისუფალი სექსის გავრცელებას მოყვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების  და არასასურველი ორსულობების გაზრდა, მათ შორის მოზარდთა შორის. ინფექციებს შორის არის ისეთ მძიმე დაავადებები, როგორიცაა შიდსი, რომლის განკურნება დღეისთვის შეუძლებელია. შესაბამისად განვითარებულ ქვეყნებში დღის წესრიგში დადგა სექსუალური განათების დამკვიდრების საკითხი, რომლის მიზანია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების და ორსულობების (შედეგად აბორტების) შემცრიება.  თავის მხრივ მნიშვნელოვანი სხვაობებია სექსუალური განათლების პროგრამებს შორის.  ზოგი მათგანი მხოლოდ სექსისგან თავშეკავებას მოუწოდებს ახალგაზრდებს, ზოგი მასთან ერთად ასწავლის კონტრაცეპტიული საშუალებების გამოყენებას.

კითხვაზე, თუ რატომ  არ აქვს სექსი? 15 წლის გოგონას პასუხი ასეთი იყო: „მე თავს ვიკავებ სექსიგან მორალური და რელიგიური ფასეულობებიდან გამომდინარე,   სექსი სიყვარულის ნაწილია და არა მარტო სიამოვნების, ჩემი აზრით, მე არ ვარ ამისთვის მზად, სექსი არ უნდა იყოს ასეთი მარტივი ამ მიზეზების გამო“ (Whitehead et al., 2001, pp. 27–28) დაახლოებით ასეთია მრავალი მოზარდის ასუხი იგივე კითხვაზე, თუმცა არსებობს საკითხის მეორე მხარეც: სექსუალური სურვილი, ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, სექსუალიზებული გარემო, თანატოლების გავლენა და ა.შ. შესაბამისად მოზარდების ნაწილისთვის რელიგიური იდეების მორჩილება    არ არის საკმარისი არგუმენტი სექსის არ ქონისთვის.   შესაბამისად საკითხი დგას ასე: „უსაფრთხო სექსი“  თუ  „ჭეშმარიტი სიყვარული მოიცდის“

Kirby (2001b) – ის მტკიცებით, რეალურად არ არსებობს არანაერი კვლევა, რომლის მიხედვითაც სექსუალური განათლება, მათ შორის კონტრაცეპტივების და კონდომის გამოყენების შესახებ,   გაზრდის სექსუალური  აქტივობის რაოდენობას.   მეტიც, კონტრაცეპტივების შესახებ სწავლებით სექსუალური დებიუტი უფრო გვიან დგება და კოიტუსების რაოდენობა მცირდება.  თუ ამ მტკიცებას მივიღებთ და დავუმატებთ იმასაც, რომ საქართველოში  ჩვენს მიერ გამოკითხული  2,531 ადამიანიდან 96 % ფიქრობს, რომ სექსუალური განათება საქართველოში საჭიროა.  73 % ფიქრობს, რომ ეს უნდა ხდებოდეს სკოლაში,   ეჭვგარეშე დგას სექსუალური განათლების საჭიროება.

ყოვლისმომცველი სქესობრივი განათლება  მოიცავს საკითხებს კონტრაცეფციის შესახებ, აბსტინენციის და სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ.  ბავშვებს ასწავლიან კონტრაცეპტივების შესახებ, მათი გამოყენების და უსაფრთხოების ნორმების შესახებ, ასევე სექსუალური ჯანმრთელობის ელემენტებს და მოუწოდებენ სექსუალური აბსტინენციისკენ, ანუ თავშეკავებისკენ, ვინაიდან  მხოლოდ სექსუალური თავშეკავება წარმოადგენს 100 % იან დაცვას არასასურველი ორსულობისგან და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების განვითრებისგან.

რაც შეეხება მხოლოდ აბსტინენციის პროგრამებს, მათი მიხედვით არ ისწავლება კონტრაცეპტივების შესახებ,  ეს წარმოადგენ მუდმივ მოწოდებას, მხოლოდ თავშეკავების შესახებ.  ზოგ შემთხვევაში გამოიყენება ქალიშვილობის აღქმის(ფიცის დადება). მიიჩნეოდა რომ ეს ეფექტურ მეთოდს წარმოადგენდა, გოგონებისთივს ქალიშვილობის შენარჩუნებისთვის.  თუმცა მრავალი ფიცის დამდები არღვევდა მას და არც სინდისი აწუხებდათ დიდად ამის გამო და არც თვითშეფასება უქვეითდებოდათ.

განვითარებად ქვეყნებში, იქ სადაც სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები მათ შორის აივ-ინფექცია განსაკუთრებით ხშირია, სქესობრივ განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

მიიჩნევა, რომ უგანდაში აივ-იმფიცირებულთა რაოდენობა და გავრცლებეა მცირდება ABC პროგრამის შემოღების შემდგომ. ეს პროგრამა შემდეგნაირად იშიფრება:  Abstinence, Be faithful, and Condoms რაც ნიშნავს: თავშეკავება, იყავი ერთგული, გამოიყენე კონდომი.  ამ პროგრამის მეშვეობით ძლიერ გაიზარდა, როგორც კონდომების გამოყენება, ასევე აბსტინენციის ანუ სექსუალური თავშეკავების რაოდენობა.