სექსუალური ორიენტაცია და იდენტურობა

bean-bag-teen

ზოგადად სექსუალური ორიენტაცია განისაზღვრება ადამიანის  სექსუალური დამოკიდებულებით საკუთარი და საპირისპირო სქესის მიმართ. თუ ადამიანს რომანტიული და სექსუალური ურთიერთბები უნდა და/ან ურჩევნია საირისპირო სქესთან – ჰეტეროსექსუალია, თუ მსგავს სექსთან – ჰომოსექსუალი, თუ ორივესთან -ბისექსუალი.   რაც შეეხება სექსუალურ იდენტურობას (იდენტობას) ეს ოდნავ განსხვავებული ცნებაა და მოიაზრებს  იმას თუ ადამიანი თავად ვის აკუთვნებს თავს. მაგ. შეიძლება ჰქონდეს სექსუალური ორიენტაცია ჰომოსექსუალობა და სექსუალური იდენტობა ჰქონდეს ჰეტეროსექსუალური და პირიქით.

მოზარდებში მდგომარეობა ოდნავ განსხვავებულია, ვინაიდან მოზარდებს ახასიათებთ ძლიერი კონფორმიზმი უშუალოდ გარშემო არსებოული თანატოლების მიმართ შეიძლება მათი სექსუალური ქცევა ამ და სხვა გარემო ფაქტორებით იყოს განსხვავებული,   განსხვავებული იყოს მათი სექსუალური იდენტობაც სექსუალური ორიენტაციისგან.

სექსუალური იდენტურობა შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში, თუმცა სექსუალური ორიენტაცია მიიჩნევა, რომ ცხოვრების განმავლობაში მუდმივი რჩება. მაგ. მოზარდი შეიძლება ფიქრობდენ, რომ მისი სექსუალური იდენტურობა არის მსგავსი სქესის მიმართ სურვილი, მაგრამ სექსუალური ქცევა შემდგომში ჰქონდეს განსხვავებული, და განსხვავებული ჰქონდეს სექსუალური ორიენტაცია.  შეიძლება საპირისპიროც. ზრდასრული ადამიანი, რომელიც თავს გეიდ მიიჩნევს შეიძლება მოზარდობაში საპირისპიროდ ფიქრობდა.   Diamond, 2000 -ისკვლევით სადაც  16-23 წლის ქალებში, რომლებიც თავს მიიჩნევდნენ სექსუალურ უმცირესობად, 30 % -ში მათ სექსუალური იდენტურობა იცვლებოდა.

მოზარდებში საკუთარი სექსუალური იდენტურობა ზოგჯერ რისკებთან არის დაკავშირებული: დერესია, სუიციდი, ნარკოტიკების მოხმარება და ა.შ.