პენისის დენერვაცია

პენისის დენერვაცია ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობის მიკროქირურგიული მეთოდია.

ოპერაციის წინ ყველა პაცინეტს უტარდება ლიდიკაინის ტესტი და რამდენიმე სქესობრივი აქტი პრეზერვატივის გარეშე. ეს ტესტი ავლენს ოპერაციის არსს, რაც საშუალებას იძლევა თამამად იქნას განხილული ერექციის შენარჩუნება და ეაკულაციის კონტროლი, პოსტოპერაციულ პერიოდში კი მგრძნობელობის აღდგენაზე.

განაკვეთი ტარდება პენისი ვენურ ღარზე, შემდეგ კანი გადაიწევა პენისის ფუძისკენ. განაკვეთიდან 2-3 სმ მოშორებით განისაზღვრება ძირითადი ნერვული ტოტები პენისი დორსალურ ზედაპირზე. საჭიროა იმ ნერვების მოძებნა, რომლებიც ანერვებენ პენისის თავს და იკვეთება ისინი. ამის შემდეგ ხდება ნერვების აღდგენა ინტრაფასციკულარული ნაკერების დადებით, პროლინის 10-0 ძაფით პირით-პირში. ოპერაციიდან 2-3 თვის განმავლობაში აღინიშნება პენისის თავის ანესთეზია, შემდეგ მგრძნობელობა ნაწილობრივ აღდგება (მოზაიკური მგრძნობელობა).

თანდათან პაციენტი ეგუება მდგომარეობას, ამასობაში კი პაციენტს უყალიბდება ნორმალური ეაკულატორული რეფლექსი და შესაძლებელი ხდება ეაკულაციის კონტროლი. ოპერაციიდან 6-8 თვის შემდეგ პენისის თავის მგრძნობელობა სრულიად აღდგება.

ქირურგიული ჩარევის შემდეგ პაციენტებს სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა ეზრდებათ ნორმის ფარგლებამდე (2-15 წთ).

პენისის დენერვაციის უპირატესობა არის ეფექტის სწრაფად მიღწევა, გვერდითი ეფექტის არ არსებობა (რომელიც სახასიათოა მედიკამენტური თერაპიისთვის). ეს მეთოდი საშუალებას იძლევა საკმარის დროს ნორმალური ეაკულატორული დროის ჩამოყალიბებისათვის.