მეტოიდიოპლასტიკა

უკვე დიდ დრო გავიდა მას შემდეგ, რაც სქესის შეცვლის ოპერაციები, როცა ქალს შეუცვალეს სქესი, მაგრამ დღემდე ითვლება, რომ ტექნიკურად ეს ოპერაცია ურთულესია და ქირურგისგან ხელოვნების ნიმუშის შექმნას მოითხოვს. მამაკაცის გენიტალიების შექმნის პროცედურა FtM-ტრანსსექსუალების შემთხვევაში არ არის ბოლომდე დახვეწილი, თუმცა ეს ოპერაცია ძალიან ბევრ FtM-ტრანსსექსუალს აბედნიერებს.

მეტოიდიოპლასტიკა არის ერთადერთი მანიპულაცია, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას ხელოვნური პენისი, რომელსაც სრულყოფილად ექნება შენარჩუნებული მგრძნობელობა.

სასირცხვო ბაგეებიდან ამავდროულად იქმნება სათესლე პარკი და იმპლანტირდება ხელოვნური სათესლეები. მეტოიდიოპლასტიკის მიზანი არის ხელოვნური პენისის შექმნა, რომელსაც ექნება მოშარდვის ფუნქციაც ფეხზე დგომის დროს. ეს შესაძლებელია მამაკაცის და ქალის გენიტალიების განვითარების მსგავსებით ემბრიონის სტადიაში. ასე ფორმირებულ პენისს არა აქვს საკმარისი ზომა სექსისთვის, თუმცა ტრანსგენდერების უმრავლესობა ამ შედეგითაც კმაყოფილია. მათი უმრავლესობა აღარ იკეთებს მეორე ოპერაციას ფალოპროთეზირებას. თუმცა ნაწილი მიმართავს ამ ოპერაცისაც.

მეტოიდიოპლასტიკის ჩვენებები და შეზღუდვები

FTM- ტრანსსექსუალები იკეთებენ ამ ოპერაციას, როცა მრავალეტაპიანი ფალოპლასტიკის ნაეცვლად ერთ მომენტად უნდათ პენისის ქონა. იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს პაცინეტის მოთხოვნა შარდის ბუშტის ფეხზე დგომისას დაცლის თაობაზე, აუცილებელია საკმარისად დიდი კლიტორის ქონა – 2 სმ გაჭიმულ მდგომარეობაში.მცირე სასირცხვო ბაგეები აგრეთვე კარგად განვითარებული უნდა იყოს, რომ ისინიც გამოყენებული იქნას, როგორც მფარავი ლოსკუტი. თუკი ბოქვენის მიდამო ზედმეტად გამოწულია, ოპრაციის დროს უნდა გაკეთდეს ამ უბნის ლიპოსაქცია, რომ ახლად ფორმირებული პენის კარგად ჩანდეს.

ოპერაციის ტექნიკა

ოპერაცია შიგნითა საშოსმხრივი მიდგომით სასქესო ორგანოების მოცილებით იწყება. საშო შორდება მთლიანად საშოს კარიბესთან გატარებული განაკვეთით. აუცილებელია ფრთხილად განცალკევდეს საშო უკან სწორი ნაწლავისაგან, წინ – შარდსადენისგან. საშვილოსნოს სისხლძარღვების გადაკვანძვის შემდეგ უნდა მოშორდეს საშვილოსნო, ფალოპის მილები და საკვერცხეები. ზოგჯერ ლაპაროსკოპიულად კეთდება შიგნითა სასქესო ორგანოების მოშორება. ქირურგი ტოვებს საშვილოსნოს წინა კედელს 2-3 სმ სიღრმეზე და ხდება მისი მოშორება ურეთრისგან ლატერალური სისხლმომარაგების შენარჩუნებით. შემდეგში ეს გამოიყენება, როგორც ნეოურეთრის ვენტრუალური (წინა) ლოსკუტი.

ოპერაციის მიმდინარეობა