სექსუალობა და სიბერე

Laughing-couple

ასაკის მატებასთან ერთად, როგორც ქალში, ასევე მამაკაცშიც სასქესო ჰომონების რაოდენობა მცირდება. ეს მათ სექსუალურ ცხოვრებაზეც აისახება. სქესობრივი აქტივობა დროთა განმავლობაში მცირდება და საბოლოოთ ქრება, თუმცა ადამიანების ნაწილი სქესობრივად აქტიურია  სიცოცხლის ბოლომდე.  2003 წლის აშშ-ს პოპულაციისთვის ჩატარებული კვლევის მიხედვით  65 წელს ზევით ადამიანებს მხოლოდ 12 % -ს ჰქონდა სქესობრივი რეგულარული აქტივობა.  მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს ასაკი იზრდება და 2030 წლისთვის მსგავსი ასაკის 20 % იქნება სქესობრივად აქტიური.  ამის მიზეზად სახელდება ის, რომ დღეისთვის ასაკოვანი ხალხი უფრო ჯანმრთელები, მდიდრები და დღეგრძელები არიან, ვიდრე მათი მშობლების თაობები.  ეს ტენდენცია განსაკუთრებით დასავლეთს განვითარებულ ქვეყნებში შეინიშნება.   ადამიანისთვის სექსი ერთ-ერთ განსაკუთრებულ ფუნდამენტურ საჭიროებას წარმოადგენს დაახლოებით 14 -დან 84 წლამდე.  სექსი ერთ-ერთი საფუძველია წარმატებული ინტერპერსონალური ურტიერთობისთვის (პარტნიორთან).  თავიდან ბავშვობის პერიოდში ადამიანი არ არის ორიენტირებული სექსზე და სექსუალობაზე, ამ ეტაზე სხვა ფაქტორებია მნიშვნელოვანი (ფიზიკური განვითარება, იდენტობის ძიება, სწავლა, თამაში და ა.შ.) შემდგომში სქესობრივი მომწიფებისთვის ადამიანის სექსუალური გამოხატვა ძლიერია, აქვს ძლიერი სექსუალური ლიბიდო, ამ დროს  ხშირია  არადაგეგმილი, არაკონტროლირებადი სექსუალური ქცევა.  ზრდასრულობაში ადამიანი აყალიბებს უფრო ღრმა ურთიერთობებს, ყურადღება მახვილდება, როგორც სექსზე ასევე ინტიმურ და ემოციურ ურთიერთობაზე, მას შემდეგ რაც ადამიანს უჩნდება შვილები შეიძლება კონცენტრირების ობიექტი შეიცვალოს, მეტი ყურადღება და ენერგია დაეთმოს ინტიმურ ურთიერთობებს ნაკლები სექსუალურს.  თუმცა ეს მხოლოდ ნაწილ შემთხვევაში ხდება.  დროთა განმავლობაში სექსუალური ლტოლვაც და შესაძლებლობებიც მცირდება. დაახლოებით 50 წლიდან ქალებში მკვეთრად ეცემა სასქესო ჰორმონების დონე,  დაახლოებით იგივე ხდება მამაკაცებშიც, ოღონდ უფრო ნაკლებად გამოხატულად.  ამ მდგომარეობას ემატება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების წინა პლანზე წამოწევა, და საერთო ჯამში ადამიანის სექსუალობა მკვეთრად სუსტდება.  სამწუხაროდ ბევრი რამ არ არის ცნობილი ასაკოვან ხალხში ჯანსაღი სექსუალური განვითარების და ურთიერთობების შესახებ.  ძნელია განისაზღვროს რა არის ნორმა. მაგ. Association of Reproductive Health Professionals (ARH) ცნობით 50-59 წლის მამაკაცების ნახევარზე ოდნავ მეტს აქვს რაიმე სახის სქესობრივი აქტივობა.  60-69  – წლამდე ასაკში ეს მაჩვენებელი 27 % მდე მცირდება 70 წლს ზევითაც დაახლოებით იგივე მაჩვენებელი იყო.  ეს იმ ფონზე, რომ მამაკაცის რეპროდუქციული სისტემა განაგრძობს ფუნქციონირებას სიცოცხლის ბოლომდე.  რაც შეეხებათ ქალებს, მათი სქესობრივი აქტივობის შესახებ მონაცემები ძალზედ მწირია. საშუალოდ თანამედროვე ქალი 80 წლამდე ცხოვრობს. თავისი ცხოვრების მესამედზე მეტს ატარებს რეპროდუქციული ასაკის მიღმა ანუ  მენოპაუზის შემდგომ პერიოდში და სქესობრივ მომწიფებამდე, თუმცა ქალების  სქესობრივი აქტივობა კაცებთან შედარებით ნაკლებია.

თუ შევეცდებით განვსაზღვროთ  სექსუალობა მოხუცებში, პირველ რიგში უნდა განისაზღვროს მოხუცობა, ან სექსისთვის მოხუცი ასაკი – ასეთი არ არსებობს.  მოხუცობა მკვეთრად სუბიექტური გრძნობაა , სილამაზესავით. მაგ. 70 წელს გადაცილებული ქალი რომელიც არის სრულიად ჯანმრთელი, შეიძლება არ გრძნობდეს თავს მოხუცად, მეტიც ბევრ მასზე ახალგაზრდაზე მეტი შესაძლებლობები ჰქონდეს, მათ შორის სექსუალური აქტივობის მხრივ.  საშუალოდ მაინც, როდესაც განიხილავენ სექსუალობას ხანში შესულ და მოხუც ასაკში, იგულისხმება პერიოდი 65 წელს ზევით სიკვდილამდე, თუმცა არსებობს სუბიექტური ასაკის ცნებაც – ადამიანი იმდენი წლისაა რამდენადაც თავს გრძნობს, რამდენადაც გამოიყურება და ა.შ.

ადამიანი ასაკის მატებასთან ერთად, როგორც წესი უფრო სტაბილური და საკუთარი იდენტობის მქონე ხდება. მან იცის რა უნდა, საით მიდის.   თუ ადამიანი განიხილავს საკუთარ სექსუალობას ისეთს, როგორიც ყოველთვის იყო კონკრეტულ ასაკამდე, ეს წარმოადგენს ჯანსაღ სექსუალობას.  ასაკთან ერთად ადამიანის სოციალური სფერო მცირდება. მაგ. იღუპებიან მისი მეგობრები, ნაცნობებთან ნაკლები ურთიერთობა აქვს და ა.შ. შესაბამისად მისი აქტივობა მცირდება, ეს ფაქტორი დამატებით ამცირებს მის სექსუალობას.  ამას ემატება, ის ფაქტი, რომ ადამიანები ასაკთან ერთად ნაკლებ ეგო ცენტრულები არიან, შეუძლიათ საკუთარ მრავალ მოთხოვნილებაზე ადვილად თქვან უარი, ამა თუ იმ მიზეზების გამო.  მოხუცების ცხოვრების სტილი, შედარებით პასიური და მშვიდია, თავს არიდებენ ხმაურიან ხალხმრავალ ადგილებს, დამატებით სტრესს და თავგადასავლებს, ეს კიდევ ერთხელ ქმნის ფონს სექსუალური პასიურობისთვის.  თუმცა ამ თეორიას მეცნიერების ნაწილი არ ეთანხმება, ვინაიდან სტერეოტიპულ შეხედულებებზეა დაფუძნებული  და ასეთ ქცევა მოხუცების არჩევანია და არა უნივერსალური ქცევა, შესაბამისად შეიძლება არ იქნეს მიღებული.  მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ პირიქით, მოხუცი მით უფრო წარმატებულია, რაც სრულად სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში ჩაბმულია და თავის სოციალურ როლს არ კარგავს, არ გადადის პასიური ცხოვრების სტილზე, შესაბამისად  სქესობრივი აქტიობა, მისი ნორმალური და წარმატებული ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კომპონენტია.   ერიკ-ერიკსონის მიხედვით,  65 წლიდან ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ეგოს ინტეგრულობის მოპოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას განუვითარდება სასოწარკვეთლება, პირველ რიგში იმისა, რომ უაზროდ იცხოვრა, და ვერ შეძლო ღირებულის და ფასეულის შექმნა.  ამ ეტაპზე ადამიანი სვავს კითხვას: „ვიცხოვრე კი მე სრულფასოვანი ცხოვრებით?“ , თუ ამ შეკითხვაზე „პასუხი“ დადებითი იქნება, ანუ უვითარდება ეგოს ინტეგრულობა ადამიანი ჯილდოდ (წყალობად) იღებს სიბრძნეს.  მისი თეორიის მიხედვით  სექსუალობა და ინტერპერსონალური ურთიერთბები ყველაზე მეტად გამოკვეთლია მეექვსე ეტაპზე 19-40 წლის ასაკში, სადაც ადამიანი აკეთებს არჩევანს ინტიმურობასა და იზოლაციას შორის. თუმცა უნდა აღინიშოს ისიც, რომ  უკვე მოპოვებული ჯანსაღი ურთიერთბების შენარჩუნება ღირებულია ადამიანისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში, სექსულობა კი მის ერთ-ერთ გამოხატულებას წარმოადგენს.