სექსუალური ორიენტაცია საქართველოში

why_homosexuality_is_not_a_disease

სექსუალური ორიენტაცია არის ადამიანის შესაძლებლობა, ან გამოცდილება მოიხიბლოს რომელიმე ან ორივეს სქესით, რომანტიულად და/ან სექსუალურად.  მარტივად, რომ ვთქვათ სექსუალური ორიენტაცია განსაზღვრავს ადამიანს ვისთან უნდა სექსი (ქალთან, კაცთან თუ ორივესთან).   რაც შეეხება სექსუალურ იდენტურობას (იდენტობა) ამით გამოიხატება ადამიანი საკუთარ თავს ვის მიაკუთვნებს. ჰომოსექსუალებს, ჰეტეროსექსუალებს,  ბისექსუალებს, თუ ასექსუალებს.

ჰეტეროსექსუალობა – ადამიანს სექსუალურად ხიბლავს საპირისპირო სქესი.

ჰომოსექსუალობა – მსგავსი სქესი

ბისექსუალობა – ორივე სქესი

ასექსუალობა – არცერთი.

სექსუალური იდენტურობა განიხილება ზოგჯერ შემდეგნარად. ადამიანი  როგორ ცდილობს წარმოაჩინოს თავი საზოგადოებაში,  ვიდრე ის რაც რეალურად სურს. მაგ. ადამიანის შეიძლება იყოს ჰომოსექსუალური ორიენტაციის მისი იდენტობა კი იყოს ჰეტეროსექსუალური.  ანუ თავს საზოგადოებაში მიიჩნევდეს ჰეტეროსექსუალურად.

ზოგჯერ ჰომოსექსუალებს ან სხვა სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლებს დისკომფორტს უქმნის საკუთარი ორიენტაცია და გადიან „მკურნალობას“, რომლის შედეგადაც იცვლება მათი სექსუალური იდენტურობა, მაგრამ არა სექსუალური ორიენტაცია. მიიჩნევა, რომ სექსუალური ორიენტაცია მუდმივია ცხოვრების განმავლობაში.  

სექსუალური იდენტურობა ატარებს დაახლოებით ეტიკეტის ხასიათს, ანუ მისით განისაზღვრება, ვინ უნდათ რო იყვნენ და არა ის, ვინ არიან.  ამ თეორიას ჰყავს მოწინააღმდეგეებიც.  ადამიანებმა, როგორც წესი იციან საკუთარი სექსუალური ორიენტაციაც და იდენტურობაც, ისიც იციან ეს ორი ემთხვევა თუ არა ერთმანეთს, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომელთაც წლები სჭირდებათ იმისთვის, რომ „მიხვდნენ“ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას. მაგ. 10 წლიანი ჰეტეროსექსუალური ქორწინების შემდეგ ადამიანი მიიჩნევს, რომ გეია.  ასეთ შემთხვევაში ხშირად საქმე გვაქვს ბისექსუალობასთან. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ხედვით სექსუალური ორიენტაცია უახლოვდება სექსუალურ იდენტურობას, უფრო სწორად სექსუალური ორიენტაცია მოიცავს სექსუალურ იდენტურობასაც.   სექსუალური იდენტურობა ფსიქიატრიაში ფიზიოლოგიურ სქესს შეესაბამება და  ის კავშირში არ არის სექსუალურ ორიენტაციასთან. სექსუალური ორიენტაცია კი, განსაზღვრავს ადამიანის სექსუალური ლტოლვის ობიექტს. ანუ ვისკენ მიუწევს ადამიანს“გული“, ვისთან სექსი უნდა.

ქცევათ მეცნიერებაში და ფსიქიატრიაში განსაზღვრავენ შემდეგ ფსიქოსექსუალურ საკითხებს:

  • გენდერული იდენტურობა (იდენტობა) –  ადამიანი თავს როგორ მიიჩნევს, როგორც… ქალი, ან კაცი.  მისი განმსაზღვრელი ძირითადად პრენატალური ჰორმონული მდგომარეობაა.
  • გენდერული როლი – წარმოადგენს გენდერის გამოხატულებას.   ანუ ადამიანს განსაზღვრავს: „იქცევა, როგორც…. კაცი, თუ ქალი“ მასზე გავლენას საზოგადოებრივი წნეხი ახდენს.
  • სექსუალური ორიენტაცია: მუდმივი, არა ცვლებადი ! სექსუალური ლტოლვა,  რომელიმე (ან ორივე/არც ერთი) სქესის მიმართ. ჭეშმარიტი ბისექსუალობა იშვიათია, ადამიანი უმეტესად რომელიმე სქესს ამჯობინებს და ანიჭებს უპირატესობას. სწორედ ამას მოიაზრებს სექსუალური ორიენტაცია.

ჰომოსექსუალობის საფუძვლად მიიჩნევა პრენატალურად სასქესო ჰორმონების ცვლილება. ანუ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დედის მუცლადყოფნის პერიოდში განისაზღვრება. მაგ. ანდროგენების მომატება მდედრობით სქესში, ანდროგენების ნაკლებობა მამრობით სქესში.

ჰომოსექსუალობის გენეტიკური ფაქტორებიც ნაწილობრივ განსაზღვრულია,  სავარაუდოდ მისი მარკერები  X ქრომოსომაზეა,  ჰომოსექსუალობა ჰომოზიგოტურ ტყუპებში უფრო გავრცელებულია ვიდრე დიზიგოტურ ტყუპებს შორის. (ეს არ ნიშნავს, რომ ჰომოსექსუალობა ტყუპებში მეტად გავრცელებულია, ვიდრე დანარჩენ პოპულაციაში).

მიიჩნევა, რომ სოციალური ფაქტორები სექსუალურ ორიენტაციაზე არ მოქმედებენ.

სექსუალური ორიენტაცია არ არის დაავადება, რადგან არაფერის დისფუნქცია არ ვლინდება ამ დროს, შესაბამისად არც მკურნალობას საჭიროებს.

საშუალოდ პოპულაციის 5-10 % ჰომოსექსუალია (სხვა მონაცემებით 2-4 % ).

ჰომოსექსუალობის გავრცელებას შორის მნიშვნელოვანი ეთნიკური სხვაობა არ არსებობს. ანუ ჰომოსექსუალობა ეროვნებაზე არ არის დამოკიდებული.

ჩვენს მიერ ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანი იყო განსაზღვრულიყო ქართული პოპულაციისთვის სექსუაური ორიენტაციების გადანაწილება.

სულ გამოიკითხა   2872 ადამიანი. აქედან  1312 იყო ქალი, 1560 – მამაკაცი.  დადგინდა, რომ:

ქართველი მამაკაცების:

  • 87 % ჰეტეროსექსუალია.
  • 7 % ბისექსუალი
  • 3 % ჰომოსექსუალი
  • 3 % ასექსუალი

ქართველი ქალების:

  • 79 % ჰეტეროსექსუალია
  • 12 % ბისექსუალი
  • 5 % ჰომოსექსუალი
  • 4 % ასექსუალი.