სექსუალობის კონსტრუქციულობა

Romantic-Love-Scene-1024x682

ადამიანებს შორის  რომანტიული ურთიერთბა, როგორც წესი გაჯერებულია ფიზიკური კონტაქტის ელემენტებით, მათ თავისი პროგრესიის ეტაპები აქვთ:  ხელის ჩაკიდება,  ხელის მხარზე, წელზე შემოხვევა, ჩახურტება, ტუჩებზე კოცნა(შემდეგ „ფრანგული“ კოცნა),   მკერდზე, სასქესო ორგანოებზე შეხება/სტიმულაცია და კოიტუსი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ  არ არსებობდეს სხვადასხვა სოციალური ბარიერები, რომელიც  ფიზიკური ურთიერთბის პროგრესიას რაღაც ეტაპზე შეზღუდავდნენ, ადამიანებს შორის ყველა რომანტიული  ფიზიკური ურთიერთობა დასრულდებოდა კოიტუსით, ვინაიდან ადამიანები ამის მიმართ მოტივირებულები არიან  ევოლუციურად (ადამიანს ესაჭიროება კოიტუსი გამრავლებისთვის).       რეალურად ადამიანის თავისუფალი არჩევანია სექსი და ზედმეტი ბარიერები მის თავისუფლებას ზღუდავს, რაც შეეხება  მოზარდებს, რომელთათვისაც სექსუალური ქცევა უნივერსალურია (ანუ ყველა მოზარდი ამჟღავნებს სექსუალურ ინტერესს სქესობრვივი მომწიფების პერიოდში) და ამავდროულად  მათი  არჩევანი შეიძლება იყოს რისკის მატარებელი და მომავალში  სირთულეების შემქმნელი, ვინაიდან ამ პერიოდში მოზარდებს არ შეუძლიათ სათანადოდ აგონ პასუხი საკუთარ ქმედებაზე ან გაიაზრონ შესაძლო შედეგები, რაც მათ ქმედებებს შეიძლება მოყვეს. ამ პირობებში მშობლებისთვის             „იდეალური“ გამოსავალი იზრუნონ საკუთარ შვილზე, არის შთაუნერგონ სექსისგან თავშეკავება, ანუ აბსტინენცია.  ამ მოსაზრებაში რა თქმა უნდა არის  ნაწილის სიმართლე, ვინაიდან სქესობრივი თავშეკავება ერთადერთი გარანტირებული მეთოდია სექსობრივად გადამდები ინფექციებისგან პრევენციის და  არასასურველი ორსულობების თავიდან ასაცილებლად.   თუმცა ძალიან ძნელია  ადამიანის ფიზიოლოგიურ მოვლენებთან დაპირისპირება, მას ზოგჯერ მკვეთრად უარყოფითი შედეგები ახლავს თან.  სოციალური კონსტრუქციონალისტები ფიქრობენ, რომ რეალობა სოციუმის გავლენით იქმნება, ყველაფერს სოციუმი განაგებს, ადგენს წესებს, შეხედულებებს,  საზოგადოება მუდმივად ცდილობს უფრო და უფრო მეტ საზღვრებში მოაქციოს ადამიანის სექსუალობანდა არა მარტო.     ზოგჯერ საზოგადოებრივი შეხედულებები იმდენარდ უარყოფითა, რომ  შეიცავს რასისტულ და სხვა მსგავს ელემენტებს: მაგ: ცხოველური, მტაცებელი შავკანიანი კაცები,  დაბალი ფენის  ქალები ყველანი მეძავები არიან,   მაგარი აზიელი კაცები, ცხელი, დაუკმაყოფილებელი ლათინო ქალები და ა.შ.  ეს შეხედულებები და დამოკიდებულებები რათქმაუნდა ბუნებრივი მდგომარეობისგან შორს დგას.

საზოგადოება ქმნის ადამიანის სექსუალობის შემაკავებელ ბარიერებს და წარმოდგენებს სხვადასხვა გზებით,  ქვევით ჩამონათვალში მოცემულია ძირითადი დომინანტი კონსტრუქციები ნორმალური სექსუალობის შესახებ რაც გავრცელებულია დასავლურ სამყაროში.

  •  ჩვენი სექსუალური ლტოლვა მუდმივად პულსურად აქტიურია და უნდა მოხდეს მისი შეზღუდვა: კანონებით, მორალით,  ნებისყოფით.  – ლტოლვის რედუქციის მოდელი
  • „ნამდვილი“ სექსი არის მხოლოდ კოიტუსი, დანარჩენი ან პრელუდიაა (კოცნა, ჩახუტებ და ა.შ.) ან „გარყვნილება“ (ანალური სექსი, სადო-მაზოხიზმი და ა.შ.)
  • ჰეტეროსექსუალობა არის ნორმა და იდეალური
  • სექსუალური კავშირის დროს განისაზღვრება  გენდერული როლი
  • სექსუალობა არის მხოლოდ ზრდასრულთათვის.

ყოველი დებულება ხაზს უსვავს ჩამოყალიბებული იდეის უნივერსალურობას და ბუნებრივობას, თუმცა  მათი უმრავლესობის უნივერსალურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.  საზოგადეოება ქმნის ჩამოყალიბებულ შეხედულებებს და საზღვრავს სექსუალურ ნორმებს. მაგ.  მოსაზრება, რომ ნამდვილი სექსი მხოლოდ კოიტუსია. მას შემდეგ გახდა პოპულარული საზოგადოებაში რაც პრეზიდენტმა კლინტონმა განაცხადა ამის შესახებ, მისი და მონიკა ლევინსკის ურთიერთობის გასამართლებლად.  მან უარყო ის ფაქტი, რომ სექსუალური ურთიერთბა ჰქონდა  ქორწინების გარეშე ვინაიდან მისი ხედვით ფელაციო (ორალური სექსი) არ წარმოადგენდა ნამდვილ სექსს.  დაახლოებით მსგავსი რამ ხდება იმ ქვეყნებში სადაც ქალიშვილობის და სხვა მსგავსი ინსტიტუტებია გავრცელებული. მოზარდები კავდებიან ორალური და ანალური სექსით და საკუთარ პოზიციას ამართლებენ იმით, რომ კოიტუსი არ აქვთ, ამ შემთხვევაში ქალიშვილობას ინარჩუნებენ. თუმცა იგივე საზოგადოებამ შეიძლება ჩათვალოს ერთ დღესაც, რომ სწორედ ორალური სექსი წარმოადგენს  სექსის სრულფასოვან გამოხატულებას.  სამედიცინო ხედვით მიიჩნევა, რომ ადამიანის ნებისმიერი სექსუალური ქცევა, მისი სექსუალობის გამოვლინებაა.

საზოგადოებრტივი კოიტუს – ცენტრული კონსტრუქციონალური ხედვა თავის მხრივ ჰეტერონორმატიულიც არის, ვინაიდან თუ მხოლოდ კოიტუსია ნამდვილი სექსი, ე.ი. ჰომოსექსუალებს სექსი არ აქვთ.  ვინაიდან ასეთ შემთხვევაში პენისის პენეტრაცია არ ხდება საშოში.   საზოგადოების შედარებით მცირე ნაწილი მიჩნევს, რომ ჰომოსექსუალობა აბსოლიტური ნორმაა, ნაწილს აქვს ძლიერი უარყოფითი დამოკიდებულება მის მიმართ, ყველაზე დიდი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ნორმაა, თუმცა არ არის ისეთი ღირსეული და სრულფასოვანი, როგორც ჰეტეროსექსუალური კავშირი. მიუხედავად იმისა, რომ ჰომოსექსუალობა ნორმად მიიჩნევა, ის მაინც არ არის გათანაბრებული მრავალ საზოგადოებაში ჰეტეროსექსუალობასთან, კანონიერადაც კი. მაგ. ჰეტეროსექსუალებს აქვთ ქორწინების უფლება, ჰომოსექსუალებს -არა. ჰეტეროსექსუალებს აქვთ ბავშვის აყვანის უფლება, ჰომოსექსუალებს არა და ა.შ.  მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ჰეტეროსექსუალობა წარმოჩენილია, როგორც სასურველი, ხოლო ჰომოსექსუალობის მარგინალიზება ხდება.