პორნოგრაფია

Adult Business Profit On The Rise

ადამიანის სექსუალობას ყველა დროში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა, მის სხვა ქცევებთან და მახასიათებლებთან შედარებით. ამაზე მოწმობს ანტიკური ხანის ნამუშევრები, სადაც სქესობრივი აქტი და გენიტალიებია გამოხატული.  ჩვენს წელთ აღრიცხვამდე ჯერ კიდევ 800 წლით ადრე  ძველი რომაული და ბერძნული ნამუშევრები არსებობს, რომელიც დღევანდელი პორნოგრაფიის წინამორბედად შეიძლება ჩაითვალოს.  პორნოგრაფია თვითონ ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და პროსტიტუციის აღწერას მოიაზრებს.  მეცნიერები ფიქრობენ, რომ ტერმინი პორნოგრაფია  მეთვრამეტე საუკუნის დასასრულისთვის დამკვიდრდა.  1986 წელს ფედერალური მთავრობის კომისიის მიერ პორნოგრაფია განისაზღვრა როგოც: „მატერია, რომელიც  სპეციფიურია სექსუალური კუთხით და განკუთვნილია სექსუალური აგზნებისთვის“. Dolf Zillmann (1984b)-მა განსაზღვრა განსხვავება პორნოგრაფიასა და ეროტიკას შორის: პორნოგრაფიაში ძალადობის და დამორჩილების ელემენტებია, ასევე მოიცავს: ფელაციოს, კუნილინგუსს, ირუმინაციოს, სექსუალურ აქტს მრავალ პოზიციაში,  ანალურ სექსს,  შეიძლება იყოს ჩართული  ორზე მეტი ადამიანი, ხშირად ქალები „ემსახურებიან“ მამაკაცს.    ეს განმარტება რათქმაუნდა საკამათოა, ვინაიდან შეიძლება  რომელიმე  ელემენტი  ელემენტი იყოს გამოხატული სცენაში, მაგრამ არ იყოს პორნოგრაფია.  ავტორების ნაწილი მიიჩნევს, რომ პორნოგრაფია და ეროტიკა დამამცირებელია ქალისთვის და კაცების დომინირების საზოგადოებრივი აზრის გავრცელებას უწყობს ხელს. 

William A. Fisher და Azy Barak (1989) პორნოგრაფია დაყვეს სამ ტიპად:  1) დამამცირებელი პორნოგრადია – სექსუალური პროდუქცია, რომლის შინაარსი დამამცირებელი და  დეჰუმანიზირებელია .  2) ძალადობრივი პორნოგრაფია  – პორნოგრაფია, რომელიც სექსუალური ძალადობის ელემენტებს შეიცავს, განსაკუთრებით ქალების მიმარათ. 3) ეროტიკა –  სექსუალური სცენები, რომლებიც არც დამამცირებელ-შეურაცმყოფელია და არც ძალადობრივი.

პორნოგრაფია მეოცე საუკუნის  50 -იან წლებამდე უმეტესად მიწისქვეშა ბიზნესს და ფარულ საქმეს წარმოადგენდა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში კი მრავალ ქვეყანაში გახდა ლეგალური.  დღეისთვის პორნო ინდუსტირია პოპულარული და საკმაოდ მომგებიანია.  1998 წელს ლეგალური პორნოგრაფიის მოგებამ 56 მილიარდ დოლარს მიაღწია.  მეოცე საკულუნის მეორე ნახევრიდან გაჩნდა ისეთი წარმატებული სექსუალობაზე ორიენტირებული ნაწარმი, როგორიცაა „პლეიბოი“, რომელიც პირველ წელს  170 000 გაიყიდა, მეორე წელს  400 000 ხოლო, რამოდენიმე წელიწადში თვეში 5 მილიონზე მეტი ჟურნალი იყიდებოდა.

1998 წლისთვის ამერიკის ბაზარზე  8948 ჰარდ-პორნო ვიდეო შევიდა,  2003 წლისთვის კი  11 000 პორნო ფილმი დამზადდა.   2003 წლისთვის უკვე  800 მილიონზე მეტი პორნო ფილმია შექმნილი.

პორნოგრაფიის გავლენაზე არსებობს არაერთგვაროვანი მოსაზრებები, ადამიანების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამორალური და ძალადობის  გამავრცელებელია, მეცნიერების ნაწილი მიჩნევს, რომ პირიქით, საგანმანათლებლო, წყვილების ურთიერთბისთვის დადებითი ეფექტის მომდანია.  მაგ. სექსუალური დისფუნქციის დროს.

ფემინისტები აკრიტიკებენ პორნოგრაფიას, როგორც ქალების დამამცირებელ მოვლენას.

პორნოგრაფიის ყურებისას   ძლიერდება ადამიანის სიმპატიკური ნერვული სისტემა, ადამიანი იგზნება სექსუალურად. თუ პორნოგრაფიის ყურება რეგულარული და მუდმივია, მის მიმართ ადაპტაცია ხდება (ისევე, როგორც ყველაფრის მიმართ, ამ მოვლენას ტოლერანტობა ჰქვია)  და მსგავსი აგზნების მისაღწევად  საჭიროა უფრო მეტი და უფრო ექსტერმალური გამოსახულებების ყურება.

ზოგადად წერით პორნოგრაფიას მეტი გავლენა აქვს, ვიდრე გამოსახულებითს. ამის მიზეზი სავარაუდოდ ისაა, რომ ადამიანი  წარმოსახვით უნარს იყენებს კითხვისას, ხოლო ფილმების ყურებისას გამოსახულების მიმართ ადაპტაცია ადვილად ხდება და შედეგად ადვილად მოსაწყენი.  პორნოგრაფიის ყურების მავნებლობის სარწმუნო კვლევები არ არსებობს, თუმცა არის მოსაზრება, რომ პორნოგრაფია იმ მამაკაცებში, რომლებიც ისედაც აგრესიულები არიან კიდევ უფრო ზრდის აგრესიას (ეს ეხება ძალადობრივი პორნოს ყურებას).   ასევე თუ პორნოს ყურებას აქვს კომპულსური ხაისათი, ანუ ადამიანს მის გარეშე არ შეუძლია და  ყოველდღიურ ნორმალურ სოციალურ აქტივობაში ხელს უშლის საჭირო ხდება მისგან „განკურნება“ – ფსიქიატრის სამედიცინო ჩარევა.  ეს მდგომარეობა არ არის სპეციფიური პორნოსთვის და ნებისმიერი ქცევის მიმართ შეიძლება განუვითარდეს ადამიანს.