კრიმინალური სექსოლოგია

კრიმინალური სექსოლოგია, ანუ სასამართლო სექსოლოგია – კომპლექსური სამეცნიერო-პრაქტიკული მიმართულებაა, რომელიც განიხილავს პროფილატიკისა და სქესობრივ დანაშაულებათა ურთიერთკავშირის სამართლებრივ-სამედიცინო, სამართლებრივ-ფსიქიატრიული, სამართლებრივ-საკანონმდებლო, კრიმინალისტიკურ და კრიმინოლოგიურ ასპექტებს.

კრიმინალური სექსოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი დარგის გამოყოფა მოხდა XX საუკუნის ბოლოს. ამის მუხედავად, სქესობრივი დანაშაულებები და მათთან დაკავშირებული საკითხები ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იყო სამეცნიერო კვლევების საგანი.

1878 წელს მერეჟნიკოვსკიმ გამოაქვეყნა დისციპლინათშორისი ნაშრომი (მედიკოსებისა და იურისტებისათვის) „სასამართლო გინეკოლოგია“.

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ამ საკიტხით დაინტერესდნენ სასამართლო მედიცინის წარმომადგენლები. გამოქვეყნდა სასამართლო გინეკოლოგიაში უამრავი ნაშრომი.

დღესდღეობით სექსოლოგიის ეს ნაწილი განვითარების პროცესშია, რამეთუ მისი ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი დღემდე არ არის ბოლომდე შესწავლილი. მათ შორის სქესობრივი მომწიფების თავისებურებები და ქცევა თანამედროვე საზოგადოებაში, სექსუალურ დამნაშავეთა პიროვნებები, სექსუალური ძალადობის კრიმინალური და სოციალური დახასიათება, სოციალური ნორმებისგან გადახრილი სექსუალური ქცევები და ა.შ.

კრიმინალური სექსოლოგიის შესწავლის საგნებია:

  • სხვადსხვა სუბკულტურებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების ადამიანთა სქესობრივი ქცევის განმასხვავებელი და სახასიათო თავისებურებები;
  • ნორმალური და დევიაციური სექსუალური ქცევა, სექსუალური დევიანტების ფსიქოლოგიური და სოციალური თავისებურებები;
  • სხვადსხვა იურისდიქციაში სექსუალური ქცევის მრავალფეროვნების ნორმატიულ-სამართლებრივი შეფასებები;
  • სექსუალური ძალადობის, სხვადსხვა სექსუალური დანაშაულის, სექსუალური დევიაციებისა და სქესობრივ გარყვნილებათა სამართლებრივ-სამედიცინო მახასიათებლები;
  • კრიმინალისტური ტაქტიკის თავისებურებები, სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებების წარმოება, საგამოძიებო და სასამართლო ქმედებები, სასამართლო ექსპეტიზა სქესობრივი დანაშაულებების საკითხში.

კრიმინალური სექსოლოგიის კვლევის ობიექტები:

  • სქესობრივი ქცევის თავისებურებების დადგენა თანამედროვე საზოგადოებაში, მათ შორის კრიმინალურად აქტიურ ახალგაზრდათა ჯგუფშიც კი;
  • სქესობრივი დევიაციებისა და სექსუალური ძალადობის დოზნის განსაზღვრა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა და მოძალადეთა პიროვნული თავისებურებების დადგენა;
  • სქესობრივ დანაშაულებათა კრიმინოლოგიური ხასიათის დადგენა;
  • სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისთვის დახმარების აღმომჩენი პროფილებისთვის (ფსიქოლოგების, ფსიქიატრების, სამარათლო ექიმების, სამართალდამცავების) სათანადო რეკომენდაციების გაცემა;
  • სექსუალური ძალადობის აღმკვეთი ღონისძიებების დაგეგმვა;
  • მოქალაქეთა სექსუალური უფლებების დაცვა.