ორსულობის ნიშნები

body change during pregnancy

ორსულობის ყველაზე გავრცელებული ნიშანი იმ ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ რეგულარული ციკლი, არის ციკლის გამოტოვება/ჩავარდნა.   ეს ნიშანი ძალზედ არასპეციფიურია, შეიძლება ახასიათებდეს სხვა მდგომარეობებსაც, ამიტომ მხოლოდ ამ მოვლენით ორსულობაზე მსჯელობა არ შეიძლება.  მეტიც ორსულობისას ქალს შეიძლება ჰქონდეს მენსტრუაციის მსგავსი მცირე სისხლიანი გამონადენი და შეიძლება მენსტრუაციად ჩათვალოს. ეს სისხლდენა გამოწვეულია საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვით და იმპლანტაციური სისხლდენა ჰქვია. გამონადენს შეიძლება თან ახლდეს მუცლის  ტკივილი.   იმპლანტაციური სისხლდენა სქესობრივი აქტიდან დაახლოებით მეექვსე-მეთრმეტე დღეს აღმოცენდება.

ორსულობის სხვა ნიშნები:

  • სისუსტის განცდა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, დილის  სისუსტე.   ორსული ქალების დაახლოებით ნახევარს აქვს ეს სიმპტომები.
  • დაღლილობის შეგრძნება,  განსაკუთრებით ძლიერია პირველი ტრიმესტრის (12 კვირის)  განმავლობაში
  • მკერდის ცვლილება  – მკერდი ხდება უფრო დიდი და შეიძლება თან ახლდეს ტკივილის შეგრძნება, დაახლოებით ისეთ როგორსაც ქალების ნაწილი განიცდის პრემენსტრუალური სინდრომის დროს.  მკერდზე ვენები შეიძლება გამოიკვეთოს, ძუძუსთავები  (კერტები) გახდეს უფრო მუქი და მკვეთრი.,
  • შარდვის გაძლიერება –  განსაკუთრებით ღამით.
    • საკვებისადმი დამოკიდებულების შეცვლა  შესაძლოა ორსულს შეეცვალოს კონკრეტული საკვების მიმართ დამოკიდებულება. მაგ. საკვები რომელიც ადრე უყვარდა ახლა გულისრევის და ზიზღის გრძნობას იწვევდეს და პირიქით, მოუნდეს ის საკვები, რომელსაც ადრე ვერ იტანდა. ეს მდგომარეობა ასოცირებულია ჰორმონების ცვლილებასთან და შეიძლება გაგრძელდეს ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში. საბედნიეროდ უმეტეს შემთხვევაში  სიმპტომები  მსუბუქდება ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან.
    • გუნებაგანწყობის სწრაფი ცვლილება –  ეს მდგომარეობაც ჰორმონულ ცვლილებებს უკავშირდება და  ძირითადად გრძელდება პირველი ტრიმესტრის (პირველი სამი თვე) ბოლომდე.
    • თავის ილი და ზურგის ტკივლი – ორსულები ზოგჯერ უჩივიან ამ სიმპტომებს.
    • კონსტირპაცია – შეკრულობა
    • საშოდან გამონადენის გაძლიერება – რომელსაც თან არ ახლავს  ტკივილი ან გაღიზიანება
    •  ქალები ზოგჯერ აღწერენ პირში მეტალის გემოს.
    • სუნების მიმართ გამძაფრებული დამოკიდებულება

 

ორსულობას შეიძლება ახლდეს თან სხვა სიმპტომებიც რაც იშვიათია, შეიძლება ამ სიმპტომთაგან მხოლოდ რამოდენიმე იყოს გამოკვეთილი ისიც მსუბუქად ან შეუმჩნევლად.   ასევე ქალს შეიძლება ჰქონდეს ორსულობის სუბიექტური შეგრძნება და ნიშნები, მაგრამ არ იყოს ფეხმძიმედ.

ყველა შემთხვევაში ორსულობაზე ეჭვის მიტანის დროს საჭიროა მისი ტესტით შემოწმება.

ორსულობის ტესტები (შარდის) იყიდება ნებისმიერ აფთიაქში, ასევე შესაძლებელია სისხლის ანალიზით ქორიონულ გონადოტროპინზე ორსულობის დასადგენად.  მნიშვნელოვანია ექოსკოპიური გამოკვლევაც.  ორსულობის ტესტებს შეუძლიათ ორსულობის დადგენა დაახლოებით  12-15 დღიდან განაყოფიერების შემდგომ.   საერთო ჯამში ეს პერიოდი ემთხვევა სექსიდან  12 – 19 დღეს.

ორსულობის ათვლა იწყება ბოლო მენსტრუაციიდან. 

მსგავსი სტატიები:

ორსულობის ტესტი

ორსულობის დიაგნოსტიკა

ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი