ლიბიდოს ამაღლების გზები

აღადგინეთ მგრძნობელობ

აუცილებელია საკუთარი თავისთვის სიამოვნების მინიჭება ისწავლოს ქალმა! ამასთან პირველ რიგში უნდა იზრუნოს არა სექსუალურ სიამოვნებაზე, არამედ გრძნობათა ორგანოებით აღქმაზე: ყნოსვა, გემოვნება, სმენა…

ისეთი მარტივი საგნებით, როგორიცაა კარგი მუსიკა, კარგი სუნამო, სიამოვნების მიღების უნარი აძლიერებს ლიბიდოს. ჩართეთ საყვარელი მუსიკა, მოკალათდით კომფორტულად და ეცადეთ ისიამოვნოთ ამ მელოდიის თითოეული ნოტით, დაივიწყეთ პრობლემები და ცხოვრების სირთულეები.

გარდა ამისა არომა- და ხმოვანი-თერაპია ხელ უწყობს მოდუნებასა და სექსისთვის განწყობის შექმნას. ამის შემდეგ უფრო ადვილია ქალმა საკუთარი თავი სექსისთვის განაწყოს და სიამოვნება მიიღოს მამაკაცის ალერსისგან.

გიყვარდეთ საკუთარი სხეული

ხშირად ლიბიდოს პრობლემები ვითარდება მაშინ, როცა ქალი უკმაყოფილოა საკუთარი სხეულით, ვარცხნილობით, სახის ნაკვთებით…

განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის წონის პრობლემა, ქალებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია.

იმისთვის, რომ ქალმა ისწავლოს იყოს მეტად სექსუალური და სასურველი, საკმარისია სარკის ქონა. სარკეში დანახული რაელურად არსებული ნაკლის გამოსწორება ყოველთვის შეიძლება. ვარცხნილობა, მაკიაჟის, ტანსაცმელი, წონა – ყველაფერი მოდიფიცირებადია. რაც შეეხება სახის ნაკვთებს, სხეულის ფორმებს თუკი ქალი ძლიერ კონფილქტში მოდის საკუთარ გარეგნობასთან, შეუძლია მიმართოს პლასტიკურ ქირურგიას, იქნება ეს რაიმეს კორექცია, მკერდის გადიდება თუ ლიპოსაქცია.

გახსოვდეთ, რომ მამაკაცებს განსხვავებული გემოვნება აქვთ – ზოგს ქერები მოსწონს, ზოგს შავგრემნები, ზოგს ძალიან გამხდარი, ზოგსაც სრული, ზოგისთვის კი არა აქვს ამას მნიშვნელობა.

თითოეული ქალი ინდივიდია! ის განუმეორებელი და ერთადერთია!

გიყვარდეთ საკუთარი თავი ხშირად იყურეთ სარკეში, ისწავლეთ საკუთარი სხეული და შეცვალეთ რისი შეცვლაც ძალგიძთ.

სექსუალური ეშმაკობები

სექსოლოგები ამტკიცებენ, რომ ლიბიდოს ამაღლების მშვენიერი გზაა ხანგრძივი პრელუდია. აუსხენით პარტნიორს, რომ თქვენ მეტი ალერსი გჭირდებათ. გაზარდეთ პრელუდიის ხანგრძლივობა 2-3-ჯერ.

ამასთან ეფექტურია სექსუალური სათამაშოების გამოყენება. ეს არა მხოლოდ აწევს სექსუალურ სურვილს, არამედ გაამრავაფეროვნებს სექსს.

არ დაგავიწყდეთ ლუბრიკანტი – ლუბრიკაციის უკმარისობის შემთხვევაში მისი გამოყენება აადვილებს პროცესს.

ამ ყველაფერთან უნდა აღინიშნოს, რომ ქალები, რომლებსაც აქვთ რეგულარული სექსუალური ცხოვრება იშვიათად დგებიან ლიბიდოს პრობლემების წინაშე. ამიტომაც როგორი დაძაბული ცხოვრებაც არ უნდა გქონეთ, არ დაგავიწყდეთ სექსისთვის დროის დათმობა.

აიმაღლეთ ტონუსი

კლინიკურად დადგენილია, რომ ფიზიკური აქტივობა შესამჩნევად აძლიერებს სექსუალურ სურვილს.

მნიშვნელოვნად მაღლდება ლიბიდო: ყოველდღიურად 30 წუთიანი გასეირნება, ძუნძულით სირბილი, ცურვა და სპორტის ნებისმიერი სახეობა. ამასთან აუცილებელია ვარჯიშის რეგულარულობა.

ინტიმური კუნთებისთვის იდეალურია კეგელის ვარჯიშები. მათი კეთება შეიძლება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

ჰორმონალური თერაპია

ქალის პრობლემები სექსუალურ ცხოვრებაში ხშირად უკავშრდება ჰორმონალურ პრობლემებს. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი ჰორმონალურ თერაპია.

მკურნალობის ეს მეთოდი ეფეტურია ახალნამშობიარევ ქალებში, მეძუძურ დედებში და ქალებში მენოპაუზის დროს. ჰორმონალური პრობლემები ვითარდება ძლიერი სტრესის შემდეგაც.

ჰორმონალური პრეპარატები ინიშნება მხოლოდ ანალიზების გაკეთების შემდეგ და ისიც ექიმის დანიშნულებით. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მდგომარეობის გაუარესება.

საკვები

ყველასთვის ცნობილია, რომ საკვები დიდ გავლენას ახდენს ინტიმურ ხასიათზე. ლიბიდოს ამაღლება შეუძია აფორდიზიაკებს.

გულახდილი საუბარი

ლიბიდოს დაქვეითების მიზეზებს შორის არანაკლებ მნიშნელოვანია ქალის ფსიქოლოგიური მდგომარეობა – პარტნიორთან ურთიერთობის პრობლემები.

კამათი, კონფლიქტები, გაუგებრობა და ეჭვები სექსუალურ ცხოვრებას ანგრევს 80%. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არის გულახდილი საუბარი. მოუყევით თქვენს პარტნიორს, რა გაწუხებთ, რა გქიმნით დისკომფორტს, რა არის თქვენთვის მტკივნეული თემა და რაც მალე გააკეთებთ ამას, მით უკეთესი იქნება შედეგი.

ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია ფსიქოლოგის ჩარევა. არ შეუშინდეთ სპეციალისტისთვის მიმართვას, ამას უკავშრდება არა მხოლოდ სექსუალური სიამოვნების მირება, არამედ თქვენი და თქვენი მამაკაცის ურთიერთობა.

ყველაზე ინტიმური თემა

ეცადეთ პარტნიორთან გულახდილი იყოთ ყველა საკითხში. მით უმეტეს, სექსთან დაკავშირებულ თემებში. ესაუბრეთ მას თვენს სექსუალურ სურვილებსა და ფანტაზიებზე, თუნდაც ისისნი გარყვნილ და ბინძურ შთაბეჭდილებას ტოვებდეს თქვენშივე. ჰკითხეთ მას, მის სექსუალურ ფანტაზიებსა და სურვილებზე. ეს თქვენ ძლიერ დაგაახლოვებთ. კარგია თუკი ეს საუბარი გადაიზრდება სასიამოვნო ღამეში და მოიტანს სიამოვნებას ორივესთვის.

ინტიმურ საკითხში გულახდილობა მნიშვნელოვანია, რადგანაც სექსუალურ საკითხებზე აზრის გამოთქმის შეუძლებლობა იწვევს დაუკმაყოფილებლობას, სექსუალური აქტივობის დაქვეითებას და შემდგომ ინტიმური სიახლოვის სურვილის საერთოდ გაქრობას.