ტვინი და სექსი

brainz

ადამიანის სექსუალობა მჭიდრო კავშირშია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან,  ადამიანის ნევრვული სისტემა იყოფა ორ ნაწილად, ავტონომიური ნერვული სისტემა და სომატური ნერვული სისტემა, სომატური აინერვირებს იმ ორგანოებს, რომელიც ადამიანისთვის ნებელობითია, ანუ რომლის კონტროლიც ადამიანს შეუძლია.  ავტონომიური ნერვული სისტემა კი აინერვირებს შინაგან ორგანოებს, ანუ იმ ორგანოთა სისტემებს, რომლის მართვაც ადამიანს ნებელობით არ შეუძლია.   ავტონომიური სისტემა თავის მხრივ იყოფა სიმპათიკურ და პარასიმპათიკურ სისტემებად. მაგ. სიმპათიკური სისტემის აქტივაციით: გულისცემა ძლიერდება, ხშირდება, საჭმლის მონელება ითრგუნება,  პარასიმპატიკური სისტემის სტიმულაციით კი პირიქით, გულისცემა ითრგუნება,  საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა ძლიერდება.   სექსუალურ აგზნებაზე პასუხისმგებელია ავტონომიური ნერვული სისტემა. მაგ. მამაკაცებში ერექციის შენარჩუნება მიღწევისთვის აუცილებელია პარასიმპათიკური სტიმულაცია, ეაკულაციას კი სიმპატიკური სისტემა აკონტროლებს.

ადამიანის ცენტრალური სისტემა იყოფა  თავის და ზურგის ტვინად.    ნებისმიერი ნერვული იმპულსი ან თავის ტვინში მიდის, ან მხოლოდ ზურგის ტვინის დონეზე  ხდება ნერვული პროცესები. მაგ. მუხლის რეფლექსი. მუხლზე ჩაქუჩის (ნერვოლოგიური)  მირტყმისას ადამიანი შლის ფეხს რეფლექსურად. ეს პროცესი მხოლოდ ზურგის ტვინის დამსახურებაა.  თავის ტვინი თავის მხრივ იყოფა: ტვინის ღეროდ, ნათხემად და დიდ ტვინად.    ტვინის ღერო ყველაზე ახლოს მდებარეობს ზურგის ტვინთან და აკონტროლებს ისეთ მნიშვნელოვან სასიცოხლო პროცესებს, როგორიცაა სუნთქვა, სისხლის წნევა, გულის მუშაობა, ძილ-ღვიძილის რითი. ამიტომ ტვინის ღეროს დაზიანება ადამიანის სიცოცხლესთან ხშირად არა თავსებადია.  ნათხემი ტვინის ქვედა უკანა რეგიონს წარმოადგენს, ის აკონტროლებს ბალანსს და კოორდინაციას, მოტორულ მოძრაობებს.  ნათხემი და ტვინის ღერო ადამიანის ცნობიერებას არ ემორჩილებიან.  მისი კონტროლი ადამიანს არ შეუძლია.

დიდ ტვინში პროცესები არის უფრო კომპლექსური,   იყოფა დიენცეფალონად და ნახევარსფეროებად. არსებობს მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროები.  დიენცეფალონის ძირითადი სტრუქტურებია თალამუსი და ჰიპოთალამუსი.  თალამუსი ტვინის ღეროს თავზე მდებარეობს. ჰიპოთალამუსი მდებარეობს თალამუსის ქვეშ და მას მნიშვნელოვანი ენდოკრინული ფუნქციები აქვს, ასევე აკონტროლებს  ადამიანის მადას, ტემპერატურას, ემოციებს, სექსის სურვილს (ნაწილობრივ).

ნებისმიერი რამის სურვილი შეიძლება მიიჩნეს, როგორც  მოტივაცია მიზნის მიღწევისთვის, მაგ. ადამიანს როცა შია    მიზანია საკვების მიღება, როცა სექსუალურად აგზნებულია  მიზანია შეწყვილება.  სექსუალურ სურვილს და ლტოლვას განაგებს ჰიპოთალამუსი ლიმბურ სისტემასთან ერთად, ამას ემატება ჰორმონული (ენდოკრინული) მდგომარეობა ორგანიზმში, ასევე თავის ტვინის ქერქში მიმდინარე კოგნიტიური პროცესები და ადამიანი სექსუალურად ხდება აგზნებული.   ადამიანის სექსუალობა რული პროცესია და მისი დეტალურად შესწავლა დღეისთვისაც ვერ ხერხდება, თუმცა გამოკვეთლია რამოდენიმე ელემენტი. მაგ. სასქესო სისტემაზე სასქესო ჰორმონების გავლენა, მეორადი სასქესო ნიშნებზე ჰორმონების გავლენა სქესობრივი მომწიფების პერიოდში.  ტესტოსტერონის მნიშვნელობა სექსუალურ ლტოლვაში, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.  გამოკვეთლია თავის ტვინის ლიმბური სისტემის როლი ადამიანის სექსუალობაში, ისევე როგორც ემოციებში და მეხსიერებაში.  ლიმბური ნიშნავს საზღვარს, ლათნურიდან,  მას აქვს ცხენის ნალის ფორმა. ლიმბურ სისტემაში მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ამიგდალა და ჰიპოკამპი.  ჰიპოკამპი პასუხისმგებელია ახალი მახსოვრობების ჩამოყალიბებაში,   ამიგდალა, კი სექსუალურ და ემოციურ ქცევას განაგებს.  მამაკაცში მნიშვნელოვან  სექსუალური ქცევის განმსაზღვრელს წარმოადგენს ჰიპოთალამუსის პრეოპტიკური რეგიონი. მისი ელექტრული სტიმულაცია იწვევს მამაკაცის სექსუალური ქცევის გაძლიერებას, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მამაკაცის სექსუალური ქცევა ითრგუნება.  თუმცა ეს რეგიონი განაგებს კოპულაციის უნარს, სექსუალური ინტერესი და მოტივაცია მასზე არ არის დამოკიდებული. მაგ. როდესაც ვირთხებზე ჩაატარეს ცდა და დაუზიანეს პრეოპტიკური ბირთვები, მათ აღარ შეეძლოთ შეჯვარება, მიუხედავად ამისა ამჟღავნებდნენ სექსუალურ ინტერესს მდედრისადმი.  დაახლოებით იგივე შედეგი მოიტანა მაიმუნებს შორის ჩატარებულმა ცდამ, მამრი, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა პრეოპრიკური რეგიონი, ვერ ახერხებდა მდედრ  მაიმუნთან შეწყვილებას, თუმცა ჰქონდა მცდელობა მასტურბციის მდედრების წინაშე.  როდესაც მოახდინეს აღნიშნული რეგიონის ელექტრული სტიმულაცია, გამოიკვეთა  პენისის ერექცია.  ეს რეგიონი დიმორფულია სქესებს შორის, მამაკაცებს აქვთ 5 ჯერ უფრო დიდი (პრეოპტიკური რეგიონი), ვიდრე ქალებს.   ეს უბანი ასევე მგრძნობიარეა მამაკაცის სასქესო ჰორმონის ტესტოსტერონის მიმართ.  ტესტოსტერონი, მამაკაცის სასქესო ჰორომონი მონაწილეობს სექსუალური ლტოლვის ჩამოყალიბებაში და სექსუალური ფიქრების განვითარებაში მამაკაცებში.

ქალებში იგივე სექსუალურ ფუნქციას  რასაც კაცებში პრეოპტიკური ბირთვები ასრულებდა, წარმოადგენს ვენტრომედიალური ჰიპოთალამუსი.  ამ რეგიონის სტიმულაცია ძუძუმწოვრებში იწვევს ლორდოზის რეაქციას, ამ მდგომარეობაში მდედრი მზად არის შეწყვილებისთვის.  ვენტრომედიალური ბირთვების დაზიანება იწვევს სექსუალური ქცევის დარღვევას.   სასქესო ჰორმონები მოქმედებენ მასზე დადებითად, მაგ. ესტრადიოლი ან პროგესტერონი იწვევს ამ ზონის სტიმულაციას და იზრდება სქესობრივი აქტივობა.

ამიგდალა მეტად მნიშვნელოვანია სექსუალური მოტივაციის ჩამოყალიბებაში, მისი დაზიანების შემთხვევაში ძუძუმწოვრები არ ეძებენ სექსუალურ პარტნიორს ანუ ეკარგებათ მოტივაცია სექსისთვის.   ამიგდალას დაზიანებამ  მაიმუნების თავის ტვინში გამოიწვია  უნიკალური ქცევები: დამჯერობა, შიშის დაკარგვა, ჰიპერორალურობა(ყველაფერს პირში იდებდნენ, მიუხედავად იმისა საჭმელი იყო თუ არა), ვიზუალური აგნოზია (მხედველობით ვერ ცნობდნენ საგნებს) და ჰიპერსექსუალობა, მაიმუნები კარგავდნენ სექსუალური აქტივობის ჩამოყალიბებულ მიმართულებას, მათთვის სულ ერთ იყო პარტნიორი: ჰომოსექსუალური, ჰეტეროსექსუალური თუ აუტოეროტიული სექსუალური ქცევა (მასტურბაცია) ყველანაირი აღინიშნებოდა.  სექსუალური ქცევა აღინიშნებოდა არამოძრავი საგნების მიმართაც. მაგ. სკამი, მაგიდა და ა.შ.

ელექტროენცეფალოგრამაზე დაკვირვებით ადამიანში სექსუალური აქტივობის დროს უფრო მეტად მარჯვენა ჰემისფერო მეტად აქტიურია, ვიდრე მარცხენა.  როგორც ქალში, ასევე მამაკაცში სექსუალური აქტივობის დროს მარჯვენა პარიეტალური რეგიონის აქტივობა შეინიშნებოდა.  პარიეტალური წილები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მამაკაცში ვიზუალური სექსუალური სტიმულების აღქმის დროს. მაგ. ეროტიული სურათების ყურებისას. ორგაზმის დროს ძგიდის და ლიმბური სისტემის აქტივობა იზრდება.