ყველაფერი შიდსზე

hiv_ribbon1

რა არის აივ ინფექცია და შიდსი?

  • აივ – ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსი
  • შიდსი- შეძენლი იმუნოდეფიციტის  სინდრომი.

აივ  – არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირება წლების შემდეგ კი ვითარდება  შიდსი, შიდსი  აივ- ინფექციის ბოლო სტადიია და სიკვდილით სრულდება!

იმუნოდეფიციტის ვირუსი აზიანებს ადამიანის იმუნურ სისტემას იმდენად ძლიერად, რომ ადამიანში ვითარდება ოპორტუნისტული ინფექციები, ანუ ის ინფექციები, რომლებიც ნორმალურ  შემთხხვევაში ადამიანებს არ აავადებენ და იმუნურ სისტემას წინააღმდეგობას ვერ უწევენ,  შიდსის დროს ვითარდება აგრეთვე სიმსივნეებიც.  რადგან ორგანიზმის თავს სიმსივნეების განვითარებისგანაც ვეღარ იცავს.

როგორ გადადის აივ ინფექცია (შიდსი)?

შიდსის გადაცემის ოთხი ძირითადი გზა არსებობს

1)       დაუცველი სქესობრივი კავშირი

2)      ნემსების საერთო მოხმარება

3)      დედის რძე

4)      გადაცემა დედიდან შვილზე მშობიარობის დროს (პერინატალური ინფიცირება/ვერტიკალური გადაცემა)

inficirebis-gzebi (1)

რატრომ არის შიდსი მნიშვნელოვანი?

  • აივ – ინფექცია ანადგურებს ადამიანის იმუნურ სისტემას, ანუ ადამიანის  ორგანიზმს ტოვებს დაცვის გარეშე.
  • აივ ინფექცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა!
  • აივ ინფექციის აღმოჩენიდან   1981 წლიდან დღემდე შიდსმა იმსხვერპლა 30 მილიონზე მეტი ადამიანი.
  • მსოფლიო პოპულაციის  0,6% აივ ინფექციით ინფიცირებულია (2009-ის მონაცემებით).
  •  260 000 – ბავშვი იღუპება ყოველწლიურად შიდსით მსოფლიოში.
  • საქათველოში ყოველდღიურად აივ ინფექციის ერთზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირება.
  • შიდსის განკურნება არ არსებობს! (არსებობს მკურნალობა, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს)
  • შიდსის ვაქცინა არ არსებოს!
  • შიდსის პრევენციის ყველაზე ეფექტური გზა საზოგადოების სექსუალური განათლებაა.

როგორია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი?

აივ- ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი არის  ლენტივირუსების გვარიდან, ოჯახი რეტროვირუსები,  ლენტივირუსებს მრავალი საერთო თვისება აქვთ, ისინი იწვევენ სხვადასხვა სახეობის ცხოველებში ინფექციებს და ამ ინფექციებს აქვთ საერთო, დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობა და დიდი ინკუბაციური პერიოდი.  ლენტივირუსები არიან ერთჯაჭვიანი,  დადებით ჯაჭვიანი(51-31 მიმართულებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს რნმ-ი მასპინძლის უჯრედში მოხვედრისთანავე შესაძლებელია ტრანლაცირდეს შესაბამის ცილებად, ანუ დადებით ჯაჭვიანი რნმ- შეიძლება ითავსებდეს მატრიცული რნმ-ს თვისებებს.) „შეფუთული“  რნმ ვირუსია ანუ შეიცავს კაფსიდს, რომელიც ვირუსს ეხვევა გარშემო. აივ- ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისთანავე, რევერს ტრანკრიპტაზას მეშვეობით, მოხდება რნმ-დან დნმ-ის სინთეზი და ხდება ორჯაჭვიანი დნმ-ის ჩამოყალიბება.  ახლადშექმნილი დნმ-ი  შედის ბირთვში და ხდება მისი ადამიანის გენომში ინტეგრაცია.  ინტეგრირებული ვირუსი ლატენტურ მდგომარეობაში გადადის და დიდი ხნის რაოდენობაში შეიძლება იყოს ასე.  ეს უზრუნველყოფს, იმას რომ ადამიანის იმუნური სისტემა ვერ ამოიცნობს ინფიცირებულ უჯრედებს და ვერ გაანადგურებს. როდესაც გენომში ჩაბუდებული ვირუსული დნმ-ის  ტრანსკრიპცია მოხდება,  სინთეზირდება ახალი ვირუსული კომპონენტები და საბოლოოდ ახალი ვირუსების გამოსვლა ხდება უჯრედიდან.

არსებობს ორი სახის აივ. აივ 1 და აივ 2 . პირველ ეტაპზე აღმოაჩინეს პირველი ტიპის  ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი მას LAV და HTLV-III-საც უწოდებენ.  ეს ტიპი უფრო  ვირულენტურია( სიკვდილიანობის ხარისხი მაღალი აქვს), და ინფექციურობაც უფრო მაღალი აქვს. პირველი ტიპი უფრო გავრცელებულია მსოფლიოში.  მეორე ტიპს აქვს შედარებით დაბალი ვირულენტობაც და ინფექციურობაც.  მეორე ტიპი გავრცელებულია დასავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე.

hiv-sexmd-wordpress (1)

რა არის აივ ინფექციის ნიშნები და სიმპტომები?

აივ-ინფექცია ხასიათდება იმუნური უჯრედების  T- ლიმფოციტების CD4+ T- უჯრედების პროგრესული შემცირება.  რაც უფრო მაღალია ვირუსული დატვირთვა(ვირუსების რაოდენობა სისხლში), მით უფრო მცირდება  CD4+ T უჯრედების რაოდენობა.

ინფიცირებიდან მალევე  (2-4 კვირაში) ვითარდება აივ ინფექციის მწვავე სტადია(პირველადი ინფექცია) და მას ახასიათებს მწვავე ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნები. აივ ინფექციის მწვავე პერიოდი გრძელდება რამოდენიმე კვირის განმავლობაში. მისი ნიშნები  გრიპის ვირუსის ან ინფექციური მონონუკლეოზის მსგავსია:

  • ცხელება
  • ლიმფადენოპათია (გადიდებული ლიმფური კვანძები)
  • ფარინგიტი (ხახის ანთება, ყელის ტკივილის მიზეზია)
  • კანის სიწითლე (დაახლოების ისეთი, როგორიც მსუბუქი ალერგიების , კანის გაღიზიანების დროსაა გამოხატული)
  • მიალგია (კუნთების ტკივილი)
  • ორგანიზმში ზოგადი დისკომფორტის განცდა (მალაიზი).
  • ყელის და პირის მიდამოში ტკივილი

როგორი მიმდინარეობა აქვს აივ ინფექციას?

მწვავე ფაზა სპეციფიური მკურნალობის გარეშეც სრულდება თავისით და იწყება მეორე, ლატენტური ფაზა, რომელშიც სიმპტომები თითქმის არ ვლინდება. ლატენტური ფაზის ხანგრძლივობა მკვეთრად ვაირბელურია და შეიძლება გრძელდებოდეს 2 კვირიდან 20 წლამდე, ეს ადამიანის ორგანიზმზე და იმუნურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.  შიდსი,  არის აივ-ინფექციის უკანასკნელი სტადიაა, რომელიც დგება მას შემდეგ რაცCD4+ T რიცხვი  < 200 ზე მიკროლიტრში. შიდსის სტადიაზე ვითარდება ოპორტუნისტული ინფექციები და  სიმსივნეები.  შიდსი სრულდება სიკვდილით.

ადამიანების ნაწილს შიდსი ძალიან ნელა უვითარდებათ(მკურნალობის გარეშე),  ასეთ ადამიანებს ხანგრძლივი არაპროგრესორები ჰქვიათ long-term nonprogressors (LTNP).,    ხოლო, იმ ადამიანებს, რომელთაც არ უვითარდებათ შიდსი და ვირუსული დატვირთვა ძალიან დაბალი აქვთ ელიტური სუპრესორები ჰქვიათ. elite suppressors (ES). ორივე შემთხვევა განხილულია მკურნალობის გარეშე.

არიან ადამიანები, რომელთაც საერთოდ არ ემართებათ აივ-ინფექცია, რომელთაც საერთოდ არ აქვთ ის რეცეპტორები, რომელიც საჭიროა იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირებითვის.

მწვავე ფაზა ვითარდება ინფიცირებიდან 2-4 კვირაში, მიმდინარეობს გრიპის და ინფექციური  მონონუკლეოზის მსგავსი სიმპტომებით(ზემოთ ჩამოთვლილი) დამატებით: თავის ტკივილი, ნაუზეა(გულისრევა), კუნთების ტკივილი, სისუსტე,  წონის დაკარგვა, კანდიდოზი, ღვიძლის/ელენთის გადიდება, ნევროლოგიური სიმპტომატიკა.  ეს სიმპტომები დაახლოებით 28 დღე გრძელდება.  ზოგ შემთხვევაში მეტ, ზოგ შემთხვევაში ნაკლები, თუმცა, სულ მცირე ერთი კვირა მაინც გრძელდება.

მწვავეს შემდეგ, იწყება ქრონიკული ინფექცვია, იმუნური სისტემა ამცირებს ვირუსების რაოდენობას, მაგრამ მათი ნაწილი მაინც რჩება ორგანიზმში ლატენტურად. ეს პერიოდი საშუალოდ გრძელდება 10 წელი, თუმცა შეიძლება რამოდენიმე კვირიდან  20 წლამდე გაგრძელდეს.

როგორ მიმდინარეობს შიდსი?

აივ ინფექციის ბოლო სტადია არის შიდსი, შიდსის დროს ლიმფოციტების რაოდენობა კრიტიკულად დაბალია. ამ დროს ვითარდება მრავალი ინფექცია და დაავადება, თავს იჩენს სიმსივნური პროცესებიც.  ამ დროს ხშირია წონის მასიური კლება, ხშირი ინფექციები, სინუსიტები, ბრონქიტები, შუა ყურის ანთება, ფარინგიტები, პროსტატიტი, წყლულების გაჩენა პირის ღრუში. ხშირია კანდიდოზები სხვადასხვაგვარი, ტუბერკულოზი, ჰერპეს ინფექციები, ებშტეინ-ბარის ვირუსით გამოწვეული ინფექციები, ბ-უჯრედოვანი ლიმფომა, კაპოშის სარკომა. პნევმონია ხშირია პნევმოცისტის ჯიროვეცით გამოწვეული, ციტომეგალოვირუსული ინფექციები მიკობაქტერია ავიუმით გამოწვეული ინფექცია და ა.შ.

images

კაპოშის სარკომა, რომელიც ვითარდება შიდსის დროს

oit_c7_d03

ციტომეგალოვირუსით გამოწვეული რეტინიტი (თვალის ბადურის დაზიანება) შიდსის დროს.

კაპოშის სარკომა კონუქტივაზე

კაპოშის სარკომა კონუქტივაზე

ფსევდომემბრანული კანდიდიაზი

ფსევდომემბრანული კანდიდიაზი

 შიდსი სრულდება სიკვდილით !

რამდენად მაღალია აივ- ინფიცირების რისკები?

აივ(ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) – ინფიცირება ხდება რამოდენიმე ძირითადი გზით, სქესობრივი კავშირით,  საერთო ნემსების გამოყენებით,  სისხლის გადასმხმით(ტრანსფუზიით) დედიდან შვილზე გადაცემით (მშობიარიბა, ორსულობა, ძუძუთი კვება). აივ ინფექციის გადაცემის ყველა გზას აქვს ინფიცირების გარკვეული  რისკი, ეს ნიშნავს. მაგ. ადამიანს თუ ექნება დაუცველი სქესობრივი კავშირი ინფიცრებულთან, ექნება ინფექციის განვითარების გარკვეული რისკი.

1)      სისხლის გადასხმა (ტრანსფუზია), თუ ადამიანს გადაუსხეს ინფიცირებულის სისხლი, იმ ადამინს აქვს 90 % იანი ალბათობა, რომ მას განუვითარდება აივ ინფექცია.

2)       დედიდან შვილზე გადაცემა (მოიცავს ორსულობის დროს, მშობიარობისას და ძუძუთი კვებისას) – მკურნალობის გარეშე – 25 % იანი რისკი.

3)      დედიდან შვილზე გადაცემის რისკი ოპტიმალური მკურნალობის შემთხვევაში – 1-2%

4)      საერთო ნემსების მოხმარება –  0,67%

5)      პერკუტანული ნემსით ჩხვლეტა 0,30

6)      ანალური სქესობრივი კავშირი (რეციპიენტისთვის) – 1,7%

7)      ინსერტული ანალური კავშირი წინდაუცვეთავი მამაკაცებისთვის 0,62%

8)      ინსერტული ანალური კავშირი წინდაცვეთილი მამაკაცისთვის 0,11%

9)    ქალიდან კაცზე გადაცემის რისკი 0,38% (დაბალსოციოეკონომიკურ ფენებში)

10)  კაციდან ქალზე გადაცემის რისკი 0,3% (დაბალსოციოეკონომიკურ ფენებში)

11)   რეციპიენტისთვის ვაგინალური სექსი კაცს და ქალს შორის -0,1 %

12)  დონორისთვის ქალს და კაცს შორის 0,05%

13)  ორალური სექსი რეციპიენტისთვის(ქალისთვის) 0,01%

14)  ორალური სექსი კაცისთვის (დონორისთვის) 0,005%

აივ ინფიცირების რისკები მოცემულია სქესობრივი კავშირის დროს პრეზერვატივის გამოყენების გარეშე, რისკს ზრდის სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თანაარესბობა,  პენისზე და საშოში წყლულების არსებობა, ლაცერაცია და ა.შ. აგრეთვე მნიშვნელოვანია ინფიცირებულის ვირუსული დატვირთვა მაღალია თუ დაბალი.

  • ინფიცირების რისკები მოცემულია 2010 წლის მონაცებით.

 

რა გზებით არ გადაეცემა აივ ინფექცია?

დადასტურებულია, რომ შიდსის ვირუსი არ გადაეცემა აივინფიცირებულთან:


  • ხელის ჩამორთმევით, მოხვევით, კოცნით;
  • დახველებით , ცემინებით;
  • საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით;
  • საერთო ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობით;
  • საცურაო აუზით სარგებლობით;
  • კოღოსა და მწერების ნაკბენით;
  • აივ-ინფიცირებულთან ურთიერთობა სამუშაო, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო გარემოში;

როგორ ხდება შიდსის დიაგნოსტიკა?

ადამიანებს, რომლებიც აივ-ით არიან ინფიცირებული ხშირად წარმოდგენაც კი არ აქვთ ამის შესახებ, ხშირად ისინის შემთხვევით გებულობენ მათ ორგანიზმში შიდსის ვირუსის არსებობის შესახებ მაგ, ორსულები გამოკვლევების დროს, სისხლის დონაციისას და ა.შ.

აივ-ზე სკრინინგი ხორციელდება ელაიზა მეთოდით (ELISA), რათა ამიოცნონ სისხლში არსებობს თუ არა ანტისხეულები აივ-ის წინააღმდეგ.  ზოგ შემთხვევაში დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება   Western blot – ის ანალიზი, რომელიც ამოიცნობს სპეციფიურ ცილებს მოცემულ ქსოვილში ან უჯრედებში. დიაგნოზის დასაზუსტებლად იყენებენ პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციას (PCR), რომელიც ძალიან მაღალი სპეციფიურობით და სენსიტიურობით გამოირჩევა.  დღეისთვის შიდსის დიაგნოსტიკა ძალზედ განვითარებულია და ცრუ დადებით შედეგის შანსი ანალიზების ჩატარებისას მხოლოდ  0, 0004% დან 0,0007% მდეა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით აივ-ინფექციის დიაგნოზისთვის აუცილებელია: აივ-ანტისხეულებზე დადებით პასუხი, CD4T -ლიმფოციტების განსაზღვრა და ვირუსული დატვირთვის განსაზღვრა სისხლში.

ხშირად იყენებენ შიდსის ტესტირებისთვის სწრაფ ტესტს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არალაბორატორიულ პირობებშიც შეიძლება ჩატარდეს

  • პაციენტის სისხლის ნიმუშს აწვეთებენ  რეაგენტს, თუ ხაზი გახდა ხილული, მიუთითებს ტესტის დადებით შედეგს. ამ პროცედურას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება;
  • ტესტი ტარდება ანტისხეულებზე, თუ ანტისხეულები არსებობს მოცემული ტესტის მემბრანაზე ჩნდება ხილული ლაქები;
  • შემდეგი მეთოდი არის კომბინირებული, რეაგენტთან ერთად ჩხირზე არის მოთავსებული აივ-ის ანტიგენები, ანტისხეულების არსებობის შემთხვევაში და რეაგენტთან რეაქციაში შესვლის შემთხვევაში ხდება ლაქების ხილულად გამოჩენა.

არალაბორატორიულ პირობებში შესრულებული ტესტების შედეგებს აუცილებლად ჭირდება გადამოწმება და დამატებითი კვლევების ჩატარება, მხოლოდ მის საფუძველზე დიაგნოზი არ ისმევა!

როგორია შიდსის გავრცელება საქართველოში?

აივ ინფექცია, შიდსი  მსოფლიო პანდემიად არის გამოცხადებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. საქართველოც დიდი საფრთხის წინაშე დგას ამ მხრივ.  საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შიდსის განვითარების სიხშირებ მკვეთრად მოიმატა, საქართველოში კი, მრავალი ფაქტორია იმისთვის რათა ხელი შეეწყოს მის გავრცელებას:

  • ნარკომანიის ფართო გავრცელება;
  • საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შიდსის თვალსაზრისით არასახარბიელო მდგომარეობა;
  • სგგდ მაღალი პრევალენტობა (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მაღალი გავრცელების დონე);
  • მოსახლეობის მზარდი მიგრაცია და ფართო საერთაშორისო კონტაქტები;
  • ერთჯერადი სამედიცინო ინსტრუმენტების, სადეზინფექციო და სასტერილიზაციო საშუალებათა ნაკლებობა;
  • სამედიცინო პერსონალის არასაკმარისი უნარჩვევები ინფექციათა გადაცემის პროფილაქტიკის საკითხებთან დაკავშირებით;
  • პრეზერვატივებზე ტრადიციულად დაბალი მოთხოვნილება;
  • შიდსის შესახებ მოსახლეობის ცოდნის დაბალი დონე.

საქართველოში შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს დაფიქსირდა.

საქართველოში შიდსის ცენტრის 2011 წლის  15 ნოემბრის მონაცემებით კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია: შიდსის ვირუსით ინფიცირების 3057 შემთხვევა. აქედან 2250 მამაკაცია და 807 ქალი.  პაციენტთა უმრავლესობა 29 წლიდან 40 წლამდეა.

აივ ინფიცირებულებიდან შიდსი განუვითარდა 1866 პაციენტს და 674 გარდაიცვალა.

2011 წელს გამოვლინდა აივ ინფიცირების 366 ახალი შემთხვევა, აივ მკურნალობაზე 1066 პაციენტია, მათგან 39 ბავშვია.

საინტერესო ინფორმაცია:

1 დეკემბერი  შიდსის საერთაშორისო დღეა.  ეს დღე შიდს მიეძღვნა, რადგან იგი გახდა საერთაშორისო გავრცელების, წარმოადგენს მსოფლიო პანდემიას და ყოველ წელს აივ-ინფიცირებულების რაოდენობა მნიშვნელოვნად მატულობს. 1995 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა მსოფლიოს შიდსის დღესზე. თუმცა პირველად შიდსის დღესთან დაკავშირებით 1987 წლს  აგვისტოში  James W. Bunn  და  Thomas Netter -მა განაცხადეს.

შიდსის დღესთან დაკავშირებით, ყოველ წელს ხდება მთავარი თემის და მიზნის არჩევა:

  • 1988 – კომუნიკაცია
  • 1989 – ახალგაზრდობა
  • 1990- ქალები და შიდსი
  • 1991-  გამოწვევის გაზიარება
  • 1992 – ერთანობის ვალდებულებები
  • 1993 -მოქმედება
  • 1994 -შიდსი და ოჯახი
  • 1995 – თანაზიარი უფლებები, თანაზიარი პასუხისმგებლობები
  • 1996 – ერთი სამყარო, ერთი იმედი.
  • 1997- ბავშვები, რომლებიც შიდსით ცხოვრობენ მსოფლიოში.
  • 1998- ძალა ცვლილებებისთვის. კამპანია ახალგაზრდებთან ერთად.
  • 1999- მოსმენა, სწავლა, სიცოცლე: შიდსის მსოფლიო კამპანია ბავშვებთან და ახალგაზრდებთან.
  • 2000-  შიდსი: მამაკაცი ქმნის განსხვავებას
  • 2001 – მე ვზრუნავ, შენ?
  • 2002 – სტიგმა და დისკრიმინაცია
  • 2003- სტიგმა და დისკრიმინაცია
  • 2004- ქალები, გოგონები აივ და შიდსი
  • 2005- შეაჩერე შიდსი
  • 2006- შეაჩერე შიდსი
  • 2007 – შეაჩერე შიდსი
  • 2008-  შეაჩერე შიდსი
  • 2009 – უნივერსალური წვდომა ადამიანის უფლებებთან
  • 2010 – უნივერსალური წვდომა ადამიანის უფლებებთან
  • 2011 – დავიყვანოთ ნულამდე
  • 2012 – დავიყვანოთ ნულამდე
  • 2013 – დავიყვანოთ ნულამდე
  • 2014 – დავიყვანოთ ნულამდე
  • 2015 – დავიყვანოთ ნულამდე