სექსუალური რეაქცია

GeoSexMD.com

სექსუალური რეაქციის  თანამედროვე კონცეპტუალიზაცია პირველად მოახდინეს მასტერსმა და ჯონსონმა 1966 წელს, რომელსაც სექსუალრუ რეაქციის ციკლი უწოდეს.  ეს ციკლი ძირითადად ეფუძნება გენიტალურ ფიოზიოლოგიურ მდგომარეობას სქესობრივი აქტივობის დროს.  სექსუალური რეაქციის ფაზებს წარმოადგენს: აგზნება, პლატო ფაზა, ორგაზმი და რეზოლუცია. კაპლანმა (1974) წელს ჩამოაყალიბა სექსუალური რეაქციის  სამი კომპონენტი: სურვილი, აგზნება და ორგაზმი.  მან შეკვეცა მასტერსის დან ჯონსონის მოდელი ორ კომპონენტად (აგზნება და ორგაზმი) და დაუმატა ფსიქოლოგიური მდგომარეობა სურვილი.  ამ სამ ფაზიან მოდელს კლინიკურად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან სექსუალური დარღვევები სწორედ მისი მიხედვით იყოფა: სურვილის დარღვევები (აშლილობები), აგზნების დარღვევები, ორგაზმის დარღვევები.  მართლაც ასეა, ადამიანების ნაწილს არ აქვს სექსის სურვილი, სექსის მიმართ ინტერესი, ნაწილს უჭირს ერექციის (საშოს ლუბრიკაციის ) მიღწევა, ნაწილისთვის კი სექსუალური პრობლემები ასოცირებულია ორგაზმის ვერ დადგომასთან, გვიან ან ადრე დადგომასთან.  მოცემულ კომპონენტებს შორისაც კი  არსებობს განსხვავებები და საჭიროა მათი დეტალიზება. მაგ. სურვილი – ლიბიდო  – წარმოადგენს სექსუალურ სპონტანურ სურვილს.    მარტივად, რომ ვთქვათ დამატებითი სტიმულების გარეშე ადამიანს რამდენად ხშირად უნდა სექსი, ხოლო აგზნებადობა – წარმოადგენს სტიმულ დამოკიდებულ სურვილს.  ადამიანს შეიძლება არ უნდოდეს სექსი, მაგრამ სხვადასხვა სტიმულების გავლენით მოუნდეს.  ევოლუციურად მამაკაცებს სჭირდებოდათ რაც შეიძება მეტ მდედრთან შეწყვილება მოეხერხებინათ, ასევე მამაკაცებს შორის კონკურენცია, ამიტომ მამაკაცს უნდა ჰქონოდა მედი ლიბიდო, მეტი ბიოლოგიური სექსის სურვილი ვიდრე ქალს.  ქალი (მდედრი) მომავალ თაობაში დებს მეტს, ვიდრე მამაკაცი (ორსულობის 9 თვე, ლაქტაციის პერიოდი, შემდგომი პერიოდი), შესაბამისად ქალს უწევდა უფრო რთულად, დაკვირვებით აერჩია სექსუალური პარტნიორი. ამისთვის კი არ იყო იმდენად საჭირო ბიოლოგიური ლიბიდო, რამდენადაც გარემო ფაქტორებზე დამოკიდებული აგზნებადობა, შესაბამისი გარემო ფაქტორები კი უნდა შეექმნა მამრს. ამ განსხვავებებზე მორგებულია ადამიანის სასქესო სისტემა და სქესებს შორის განსხვავებებიც.  მაგ. მამაკაცის განსაკუთრებულ ეროგენულ ზონას წარმოადგენს პენისი, სხვა დანარჩენი ნაკლებ მგრძნობიარეა, ქალში  ეროგენული სისტემა უფრო კომპლექსურია, ქალს სჭირდება მეტი მოფერება, მეტი პრელუდია, იმისთვის, რომ აღეგზნოს, კაცისთვის კი მხოლოდ პენისის სტიმულაციაა საკმარისი.

ამ კომპონენტების ერთიანობიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა ბიოფსიქოსოციალური მოდელი, რომლის მიხედვითაც ადამიანის სექსუალური რექაქცია 3 ძირითად დომენად  იყოფა:  1) ბიოლოგიური – ფიზიოლოგიური მექანიზმი, რომლითაც ადამიანი ემზადება გენიტალური რეაქციისთცის.  2) ფსიქოლოგიური – წარმოადგენს კოგნიტიურ წინასწარგანწყობას და ინტერპრეტაციებს, რომლის შედეგადაც  ადვილდება სექსუალური რეაქცია. 3 )  ურთიერთობა – ურთიერთ კავშირი უზრუნველყოფს ინტიმურობის განვითარებას, უფრო აახლოებს ადამიანებს და ზრდის სექსის შედეგად დამაკმაყოფილებელი გამოსავლის ალბათბას.  მიიჩნევა, რომ ამ სამი დომენიდან ყველა მნიშვნელოვანია. ერთმი კომპონენტის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა კომპონენტების გაუარესებამ. მაგ.  უარყოფითმა გრძნობებმა პარნიოტრის მიმართ შეიძლება შეზღუდოს სექსუალური ინტერესი და აგზნება.  ასევე   წარსულში განცდილმა სექსუალურმა მარცხმა (მაგ. ორგაზმის ვერ განცდა) შეიძლება გამოიწვიოს უარყოფით დამოკიდებულება სექსის მიმართ მომავალში.  მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ კაცებს ზოგადად უფრო ხშირად უნდათ სექსი ვიდრე ქალებს, ანუ მათი ბიოლოგიური ლიბიდო უფრო მაღალია, ვიდრე ქალების, მაგრამ ქალებს უფრო მეტად შეუძლიათ  დაკავდნენ სექსით მაშინ როცა არ არიან აგზნებულები.  ეს ფაქტი კიდევ უფრო აძლიერებს ქალების მაღალ ეროტიულ პლასტიურობას, ანუ გარემო ფაქტორებზე დამოკიდებულებას.