ადამიანის სექსუალობის მოდელები

taoist-sexuality

ადამიანის სექსუალობასთან, კერძოდ აგზნებასთან დაკავშირებით   (Byrne & Kelley, 1986; Fisher, Byrne, White, & Kelley, 1988) მოცემულია –  „სტიმული – ორგანიზმი – რეაქციის“ მოდელი.  პირველი: არსეობს  „თანდაყოლილი“ და ნასწავლი სტიმულები(მსგავსი თეორია არსებობს სწავლასთან დაკავშირებით), რომელის  მიღებით ადამიანის ტვინში(ორგანიზმში ანუ მეორე ნაწილი ) მიდის მთელი რიგი პროცესები, ამ პროცესებს წარმოადგენს მახსოვრობა, წარმოსახვა, რწმენები, მოლოდინი, სუბიექტური აღქმა.  რის შედეგადაც ხდება სექსუალური აქტივობა, ანუ რეაქცია.  ყოველი ქცევა თავისთავად უკუკავშირს ქმნის  მომავალში განხორციელებული სქესობრივი აქტებისთვის.   მაგ. ადამიანს თუ აქვს დადებითი გრძნობები, ემოციები, მოლოდინები წინა გამოცდილებით, მომავალში უფრო იზრდება ალბათბა, რომ სტიმულის საპასუხოდ ექება სქესობრივი აქტივობა, ან  პირიქით, წარსული გამოცდილებით სტიმულს მოჰყვა წარუმატებლობა, და უარყოფით რეაქცია, იმის ალბათბა, რომ  იგივე ადამიანს მომავალში ჰქონდეს სექსუალური ქცევა  ნაკლებია.   ადამიანს წარსული გამოცდილების მიხედვით შეიძლება ჩამოუყალიბდეს ეროტოფილიური ან ეროტოფპობიული ქცევა.  ასეთ მდგომარეობის მაგალითია მამაკაცი, რომელმაც წარმუატებლობა განიცადა ქალთან წარსულში, შეიძლება მომავალში აირიდოს მოსალოდნელი სქესობრივი კავშირები.  შესაბამისად ადამიანები ზოგჯერ ვერ ახერხებენ  სექსისგან სიამოვნების მიღებას არამედ არიან მეტად ამოცანაზე ორიენტირებულები, სწორედ აქედან მომდინარეობს შერსრულების შფოთვა, რაც  ზოგჯერ მამაკაცების სექსუალური დისფუნქციის მიზეზი ხდება.  არსებობს ორმაგი კონტროლის თეორიაც, რომლის მიხედვითაც ადამიანის სექსუალურ აქტივობას განაპირობებს ამგზნები და ინჰიბიტორული  სტიმულების  გავლენა მოცემულ სიტუაციაში.  მაგ. კაცებისთვის შემაკავებელ ფაქტორებს შეიძლება წარმოადგენდეს ვენერიული დაავადებების შიში, შესრულების შფოთვა,  ერექციის არქონის შიში, ქალის დაორსულების შიში და ა.შ.). დღეისთვის ადამიანის სექსუალობის ერთი შეჯერებული მოდელი არ არსებობს, თუმცა გამოყენება შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა თეორიებს.

ადამიანის სექსუალობაზე გავლენას ახდენს  ფსიქოლოგიური და კულტურული გავლენები. მაგ. შიში, რწმენა, ემოციები, საზოგადოების დამოკიდებულება და ა.შ.

ადამიანის სექსუალური აქტივობისთვის აუცილებელია, როგორც გარემო ფაქტორების გავლენა, ასევე თვითონ ორგანიზმის ბიოლოგიური მზადყოფნა, ნეიროენდოკრინული მდგომარეობა.  თუ არსებობს რამე ორგანული დაზიანება (მაგ. ხერხემლის ტრავმა) შეიძლება არანაირ ფსიქოსექსუალურ სტიმულზე არ ჰქონდეს ადამიანს გენიტალური რეაქცია.

წარსულში განცდილი დადებითი სტიმულები და პოზიტიური გამოცდილება მომავალში თამაშობს დადებით როლს ადამიანის სექსუალურ აგზნებაზე, სქესობრივ აქტივობაზე, დადებით გავლენას ახდენს ლიბიდოზე,  ინტერპერსონალურ ურთიერთბებზე და პარტნიორთან ემოციური სიახლოვის ჩამოყალიბებაზე.