პენისის ქირურგიული დაგრძელება

Ligamentum – იოგი (Ligamentum suspensorium penis – პენისის საკიდი იოგი) + Tomia – გაკვეთა.

პენისის დაგრძელების ქირურგიულ მეთოდს საფუძვლად უდევს პენისის ქსოვილის უნარი, გაიჭიმოს გამჭიმავი ძალის სტიმულაციაზე. პენისის ქსოვილები მსგავს ზემოქმედებას პასუხობენ უჯრედების დაჩქარებული დაყოფითა და ქსოვილების მასის ზრდით, საწყის სიგრძეზე დაბრუნების გამორიცხვით. იგივე მეთოდი გამოიყენება პლასტიკურ ქირურგიაში ქსოვილების გაფერთოების მიზნით, როცა საჭიროა რაღაც უბანზე კანის დეფიციტის დაფარვა.

და თუკი პენისის ქსოვილები ასე ადვილად იჭიმება, რა საჭიროა ქირურგიული ჩარევა?

ანატომიურად არსებობს მტკიცე ხრტილისმაგვარი იოგი (პენისის საკიდი იოგი). იოგის გადაკვეთა იძლევა საშუალებას წინ წამოიწიოს პენისის შიგნითა (ბოქვენის ქვეშ დაფიქსირებული) ნაწილი და თანდათან დაფიქსირდეს პენისი ახალ მდგომარეობაში. ოპერაციის დროს გამოიყენება პენისი სიგრძის დაფარული რეზერვი, რომლებიც არა მხოლოდ მობილიზდება (გამოიტანება) გარეთ, არამედ წარმოადგენს დამატრებით მასალას ექსტენდერით გაჭიმვისთვის პოსტოპერაციულ პერიოდში. ეს ყველაფერი იძლევა მაქსიმალურ შედეგს.

საუკეთესო და ეფექტური მეთოდების გამოყენების შემთხვევაშიც კი საკიდი იოგის გაჭიმვაზე მიდის დიდი დრო და პაციენტის მოთმინება. იოგის არსებობვაა სწორედ ის მიზეზი, რის გამოც ასეთი ძნელია სასურველი შედეგების მიღწევა სწრაფად. ლიგამენტოტომია თავისთავად არ ზრდის პენისის სიგრძეს, იგი ქმნის პირობებს, რომ მოკლე დროში იძლევა ქსოვილების გაჭიმვის საშუალებას. ეს კი თავის მხრივ ზრდის პენისის სიგრძეს.

იოგის გადაკვეთა საკმაოდ სწრაფი და უსისხლო ოპერაციაა, რომელიც საშუალოდ 30-40 წუთს იკავებს.

უხშირესად პაციენტისთვის ტკივილგამაყუჩებლები საჭირო არარ არის უკვე ოპერაციის მეორე დღიდან. ნაკერები იხსნება მეოთხე დღეს, საბოლოო შედეგზე კი 3 თვის შემდეგ შეიძლება ლაპარაკი.

ოპერაციის დასაწყისი. განაკვეთი ტარდება სათესლე პარკების ნაკერზე, რაც ოპერაციის კვალს არ დატოვეს, რადგანაც 1,5-2 თვის შემდეგ დარჩება მხოლოდ სათესლე პარკების ბუნებრივი ნაკერი.

შრეობრივად გამოიყოფა პენისის საკიდი იოგი (ამაგრებს პენისის კავერნოზული სხეულების შიგნითა ნაწილს ბოქვენის ძვალთან).

საკიდი იოგის გადაკვეთა და ბოქვენის ძვლისგან პენისის დაფარული ნაწილის გამოყოფა.

იოგის ღრუში ერთი დღე-ღამით ტოვებენ დრენაჟს და ჭრილობა იკერება კოსმეტიკური ნაკერებით.

ოპერაციის ბოლოს ქირურგზეა დამოკიდებული პენისის დაფარული ნაწილის გაჭიმვის სიგრძე და ექსტენდერის დაყენება.

ეს ოპერაცია არ აისახება არც ერექციაზე, არც შევისლობაზე და არც შარდის გამოყოფაზე. ამასთან არ იცვლება ერექციის კუთხე.