სექსუალური კონკურენცია

competition1

მას შემდეგ რაც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსთვის დარვინის თეორია ბუნებრივი სელექციის შესახებ გახდა მნიშვნელოვანი და პოპულარული.  გამოიკვეთა სექსუალური სელექციის და სექსუალური კონკურენციის მნიშვნელობაც.   სხვადასხვა ცხოველებს შორის მართლაც არსებობს მსგავსი სქესების წარმომადგენლებს შორის  დაპირისპირება და შეჯიბრება მაგ. მდედრის მოპოვებისთვის.  ამ  მოვლენას ინტრასექსუალური კონკურენცია ჰქვია.    კონკურენცია ცხოველებს შორის უმეტესად გამოკვეთილია  მამრებს შორის. მდედრები უმეტესად ამომრჩევლის პოზიციაში არიან, მამრები – ურთიერთ კონკურენტები.  ეს სხვაობა შესაძლებელია მომდინარეობდეს იქიდან, რომ  მდედრები რეპროდუქციაში გაცილებით დიდ ინვესტიციას დებენ, ვიდრე მამარები (უმეტესად საუბარია ძუძუმწოვრებზე).  დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა ადამიანების შემთხვევაშიც. ქალების რეპროდუქციული შესაძლებლობები მეტად შეზღუდულია,  მათ წელიწადში მხოლოდ ერთი ორსულობა შეუძლიათ, რეპროდუქციული პერიოდი კი  საშუალოდ 35 წელი აქვთ, შესაბამისად ქალების მაქსიმალური რეპროდუქციული შესაძლებლობა წარმოადგენს  35-40 შვილს მთელი ცხოვრების განმავლობაში (თანამედროვე საზოგადოებაში ასე არ ხდება რათქმაუნდა), მამაკაცებისთვის კი რეპროდუქციული  შესაძლებლობები ქალებთან შედარებით შეუზღუდავია. მათ   თეორიულად იმდენი ქალი შეუძლიათ დააორსულონ, რამდენთანაც ექნებათ სექსი. შესაბამისად მამაკაცის რეპროდუქციული სისტემა მეტად მიმართულია ხშირი სექსისთვის. მიზანი – რაც შეიძლება მეტად გამრავლდეს. ქალისთვის კი  – რაც შეიძლება საიმედო და დასაყრდნობი პარტნიორი მოძებნოს, რომელიც მას მისცემს რესურსებს სექსის სანაცვლოდ.   მსგავსი მდგომარეობაა ძუძუმწოვრებს შორისაც.  წარმატებული მდედრები ხდებიან დედები თავისი ესტროსის ციკლის შესაბამისად  (საშუალოდ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ), ხოლო წარმატებულ მამრებს ჰყავთ მრავალი თაობა.  მამრები არ დებენ „მშობლობაში“ ინვესტიციას, არამედ მხოლოდ  მამრებს შორის კონკურენციის შედეგად ხდებიან მდედრის რჩეულები,  შესაბამისად ამით ეძლევათ საშუალება, თავისი საუკეთესო (ვინაიდან კონკურენციის შედეგად გაიმარჯვეს) გენები გადასცენ რაც შეიძლება მრავალ მომავალ თაობას. თუ მამრი საკუთარი თავის ინვესტირებას მოახდენდა მშობლობაში, მაშინ მას არ მიეცემოდა საშუალება სხვა მდედრები გაენაყოფიერებინა.   მამრების ნაწილი მრავალი თაობის მშობელია, ნაწილი არც ერთის. ასეთი ბედი იმ მამრებისაა, რომლებიც კონკურენციის შედეგად დამარცხებულები რჩებიან.