ტრავმები მამაკაცებში სექსის დროს


ბრიტანელი მეცნიერების მონაცემებით, 18 მილიონმა ადამიანმა მიიღო სხვადსხვა ხარისხის ტრავმები სექსის დროს. 40% არაფერი უცნაური არ შეუნიშნავს და მხოლოდ მეორე დღეს აღმოაჩინეს პრობლემა. მათგან 5% მოუწია შვებულების აღებამ.

ყველაზე გავრცელებული ტრავმების ათეული და ტრავმების მისაღებად ყველაზე „ხელსაყრელი“ ადგილების დიდი ხანია ყველასთვის ცნობილია.

მამაკაცები უფრო სერიოზულ და მძიმე ტრავმებს იღებენ სექსის დროს, ვიდრე ქალები. ამას გარდა მამაკაცების ტრავმები ხშირად საჭიროებენ ექიმის ჩარევას.

პენისის მოტეხილობა

პენისის მოტეხილობა გულისხმობს თეთრი გარსის გახევას. შეიძლება მოპხდეს მხოლოდ ერექციის პირობებში და ძალის ზემოქმედებით. ამ შემთხვევაში საჭიროა ქირურგიული ჩარევა. დახმარების დროულად აღმოჩენის გარეშე შეიძლება მამაკაცს შეიძლება განუვითარდეს ერექტიურლი დისფუნქცია, ურეთრის დაზიანება, პენისის ძლიერი გამრუდება და მუდმივი მტანჯავი ტკივილები სექსის დროს.

პენისის დაზიანების სახასიათი ნიშნები:

  • უეცარი ტკაცუნი;
  • ძლიერი ტკივილი;
  • ერექციის შეწყვეტა;
  • პენისი იღებს მოლურჯო ელფერს და შუპდება;
  • პენისის გამრუდება.

მხედრული პოზა და მოულოდნები მკვეთრი მოძრაობები სექსის დროს პენისის მოტეხილობის ხშირი მიზეზებია.

რა უნდა მოვიმოქმედოთ?

თუ მოხდა პენისის მოტეხილობა, აუცილებელია პენისის მჭიდროდ გადახვევა. აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება ან ქირურგთან წასვლა. თუ დახმარებას დროულად არ აღმოუჩენენ მამაკაცს, მოტეხილობის ადგილზე განვითარდება ნაწიბური, რაც გამოიწვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას და იმპოტენციას.

ლაგამის გახევა

მოკლე ლაგამი საკმაოდ ხშირია მამაკაცებში და მისი დაზიანება არ არის დიდი სირთულე. ლაგამის გახევის დროს ზიანდება სისხლძარღვები და ნერვები შესაბამის უბანში, რაც იწვევს ძლიერ ტკივილსა და სისხლდენას. მამაკაცების დაახლოებით 60% ხვდება ამ პრობლემას ცხოვრების განმავლობაში.

რა მოვიმოქმედოთ?

  • არ ღირს პანიკაში ჩავარდნა, სისხლდენის შეჩერებაა საჭირო;
  • სისხლდენის შეჩერებისთვის აუცილებელია საფენის, ან თითის მიდება და მიჭერა;
  • სისხლდენის შეჩერების შემდეგ აუცილებელია ჭრილობის ნებისმიერი ანტისეპტიკით დამუშავება, მაგ, წყალბადის ზეჟანგით;
  • არ შეიძლება მჭიდრო სახვევის დადება პენისზე;
  • ექიმთან ვიზიტი აუცილებელია.

პენისის კანის დაზიანება

პენისის კანის დაზიანება შეიძლება ნაკბენებით, აგრეთვე ხახუნით. ნაკბენები – ორალური სექსის დროს. პენისის კანი შეიძლება გაიხეხოს ხანგრძლივი სექსისგან, ან ქალის არასაკმარისი ლუბრიკაციის დროს. აგრეთვე ანალური სექსის დროს.

რა მოვიმოქმედოთ?

დაზიანებული უბანი უნდა დამუშავდეს წყალბადის ზეჟანგითა და ბრილიანტის მწვანით. ამის შემდეგ დერმატოლოგის კონსულტაციაა საჭირო.

პენისის ჩატანება, მიჭყლეტა

ტანსაცმელში სექსის დროს, ელვა-შესაკრავის შეკვრის დროს სისწრაფეში პენისის დაზიანება არც ისე იშვიათი ტრავმაა.

რა მოვიმოქმედოთ?

არ მოქაჩოთ პენისის ნაზი კანი, შედეგას შეიძლება კანი გაიხეს. თუკი აკურატულად არ შეგიძიათ შესაკრავის გახსნა, მიმართეთ სასწრაფო დახმარებას.