თერმონევროზი

ტემპერატურის მომატება ყოველთვის უკავშირდება რაიმე ანთებით პროცეს, გაციებას, ან ვირუსულ ინფექციებს. თუმცა, როგორც, მეცნნიერებმა დაასკვნეს, არსებობს მდგომარეობები, როცა სხეულის ტემპერატურა ყოველ მიზეზ გარეშე იმატებს და აღწევს სუბფებრილიტეტს – 37 0 C. ამ მდგომარეობას, რომელიც ვლინდება მხოლოდ ტემპერატურის უმნიშნელო მატებით აქვს თავისი სახელი – თერმონევროზი.

იმის მიუხედავად, რომ თერმონევროზს ახლავს სხეულის ტემპერატურის მატება (ის იშვიათად აჭარბებს 37,5 0 C), ადამიანი თავს ცუდად გრძნობს: ძვლებში მტვრევა, როგორ გრიპის დროს, განწყობა ცუდი, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მიზეზი უცნობია.

თერმონევროზის სიმპტომები ტემპერატურის მატების გარდა შეიძლება იყოს მსუბუქი, ან მძიმე თავის ტკივილით, სახსრებში მტვრევითა და თვალების ტკივილით გამოხატული.

თერმონევროზი გრძელდება რამდენიმე დღე და ამის შემდეგ ტემპერატურა უბრუნდება ნორმას. თუკი თერმონევროზის დროს მდგომარეობა ძალიან შემაწუხებელი არ არის და ხელს არ უშლის ყოვედღიური ცხოვრების ჩვეულებრივ მიმდინარეობას, ტემპერატურის დაწევა სულაც არ არის აუცილებელი. თუ ტემპრატურა ხელშემშლელია, სიცხის დამწევები ეფექტურია.

ჩვენი სხეულის ტემპერატურას აკონტროლებს თერმორეგულაციის ცენტრი, რომელიც მდებარეობს თავის ტვინში. მასზე გავლენას ახდენს ყველაფერი – არტერიული წნევის მატებიდან დაწყებული ვეგეტატიური დისტონიით დამთავრებული. თერმონევროზი შეიძლება განვითარდეს სტრესის, ნევროზების დროს.

ექიმების აზრით, თერმონევროზი არის ვეგენტოდიდისტონიის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც ხასიათდება არა მხოლოდ ტემპერატურის მატებით, არამედ საერთო სისუსტით, არითმიის, დაღლილობის შეგრძნებით, თავისა და კუნთების ტკივილით, მეტეომგრძნობელობით, თავბრუსხვევებითა და კრუნჩხვებისკენ მიდრეკილებით.

დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ენცეფალოგრამა და თავის ტვინის სისხლძარღვების გამოკვლევა, აგრეთვე ასპირინის ცდა.

იქიდან გამომდინარე, რომ თერმონევროზი არის ნევროზული პრობლემა უხშირესად ინიშნება ჰომეოპათიური საშუალებები, აკუპუნქტურა და სხვა არატრადიციული საშუალებები.

ეფექტურია გამაჯანსაღებელი კურსები და იმუნომასტიმულირებელი თერაპია.