ქალების მიერ პარტნიორის არჩევა

Fashion Clothingევოლუციურად ქალები  ინტერპერსონალური და სასიყვარულო ურთერთბების წარმართვაში მეტად ამომრჩევლის პოზიცია უკავიათ. ქალების დიდი ნაწილი უპირატესობას ანიჭებს კულტურულად წარმატებულ მამაკაცებს, ანუ იმ კაცებს, რომლებიც საშუალო ან მაღალ სოციალურ ფენას მიეკუთვნებიან, აქვთ წარმატებული კარიერა ან  იმის პოტენცია, რომ გახდნენ წარმატებულები.  ქალები ასევე ნიშვნელობას ანიჭებენ მამაკაცის გარეგნობას, ინტელექტს,რომანტიულობას, მეგობრულობას და სხვა მახასიათებლებს.  ქალებისთვის მართალია მნიშვნელოვანია მამაკაცის გარეგნობა, თუმცა უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება  სოციალურ და კულტურულ ფაქტორებს. გარეგნობა კი უფრო ლაქშერი, დამატებით ღირებულებას წარმოადგენს.  ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქალები უფრო ხშირად კითხულობენ ნოველებს და რომანებს, ვიდრე მამაკაცები. მათ უმეტესობაში კი  მთავარ მამაკაც გმირს წარმოადგენს  სოციალურად დომინანტური (მატერიალურად წარმატებული, ძალაუფლების მქონე და ა.შ.) მამაკაცი, რომელიც ამავე დროს  არის მომხიბვლელი.  ამას ემატება ბიოლოგიური ქვეცნობიერი განცდა, რომ ლამაზი (მომხიბვლელი) მამაკაცისგან პოტენციურად მეტად შესაძლებელია ლამაზი და ჯანმრთელი ბავშვების ყოლა, ამიტომ ქალები იყალიბებენ  საკმაოდ მაღალ  კრიტერიუმებს მამაკაცის არჩევისას მიუხედავად იმისა, ეს შეხედულებები და მიდგომა მართალია თუ არა.  ქალები უპირატესობას ანიჭებენ  მამაკაცის ათლეტურ გარეგნობას (შედარებით განიერი მხრები ვიდრე თეძოები, საშუალოდ განვითარებული კუნთოვანი სისტემა), ასევე მნიშვნელოვანია სახის ნაკვთების სიმეტრიულობა,  უპირატესობას ანიჭებენ შედარებით დიდ თვალებს,  დიდ ტუჩებს,  გამოკვეთილ ლოყების ძვლებს და ნიკაპს. ქალების ნაწილისთვის მნიშვნელოვანია  მამაკაცის დიდი პროპორციები (სიმაღლე-სიგანე).

ასევე ქალები მამაკაცებს არჩევენ ნაწილობრივ სუნის მიხედვით, მამაკაცის (და არა მარტო) სხეულის სუნის შექმნაში მონაწილეობს სხვადასხვა ცხიმოვანი მჟავები და ნივთიერებები, რომელბსაც ფერომონებს ეძახიან. ქალები ამ სუნის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მენსტრუქციის მეორე კვირიდან რამოდენიმე დღე, სწორედ მაშინ, როცა მათ ორგანიზმში ოვულაცია ხდება (ეს დღე 28 დღიანი ციკლის შემთხვევაში ემთხვევა 14-ს).  მეცნიეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალები ამჯობინებენ ჯანმრთელი და ძლიერი მამაკაცის სურნელს მიუხედავად იმისა ხედავენ თუ ვერა მას. 

ასევე, ქალები ოვულაციის პერიოდში ამჯობინებენ კაცებს, რომლებსაც აქვთ უფრო პრომინენტული, გამოკვეთილი და მასკულინური სახის ნაკვთები, ვიდრე ქალური ნაკვთების მქონე მამაკაცები.  ოვულაციური პერიოდის შემდგომ კი   ეს მდგომარეობა იცვლებოდა საპირისპიროდ.

გარეგნულად მომხიბვლელი ქალები მეტად ირჩევენ „მამაკაცური“ გარეგნობის მქონე კაცებს,  ვიდრე დანარჩენები.

ქალებს შედარებით იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ მაინც აქვთ მოკლე-ვადიანი სექსუალური ურთიერთობები. მამაკაცებში უფრო ხშირია შემთხვევითი სექსუალური კავშირების სურვილიც და ძიებაც. ქალები მეტად ორიენტირებულები არიან გრძელ ვადიან ურთიერთბაზე და მათი ნაწილი, მაშინაც კი, როდესაც აქვთ ხანმოკლე სექსუალური ურთიეთობა პარტნიორში მომავალ საქმროს ხედავენ.

ქალების ნაწილი, რომლებიც ვერ ახერხებენ მომხიბვლელი და სოციალურად წარმატებული მამაკაცის არჩევას თანადროულად, შეიძლება მიმართონ პოლიანდრიას, ანუ ქორწინებაში იმყოფებოდნენ ერთთან და ქორწინების გარეშე ურთიერთობა ჰქონდეთ მეორესთან.  მაგ. იყოს  მომხიბვლელი მამაკაცის ცოლი, მაგრამ მდიდარი კაცის საყვარელი ან პირიქით.