მალუთეინიზირებელი ჰორმონი

open-uri20120703-3097-vr9q1d

მალუთეინიზირებელი ჰორმონი  წარმოადგენს ჰიპოფიზის ჰორმონს, რომელსაც გამოიმუშავებენ გონადოტროპული უჯრედები.  მალუთეიზინირებელი ჰორმონის სინონიმებია ლუტროპინი, ლუთროფინი,  LH მალუთეინიზირებელი ჰორმონი სინთეზირდება ადენო ჰიპოფიზში და მონაწილეობას ღებულობს ადამიანის რეპროდუქციული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.  მალუთეიზინირებელი ჰორმონის  წარმოადგენს ოვულაციის გამშვებ მექანიზმს (ტრიგერს), მისი დიდი რაოდენობით გამომუშავება ხდება ოვულაციის პერიოდში, შედეგად ყალიბდება ყვითელი სხეული, რომელიც ქალის ორგანიზმში პროგესტერონის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს და სასიცოცხლოსდ მნიშვნელოვანია განაყოფიერებული კვერცხუჯრედისთვის და შემდგომში ემბრიონისთვის – ორსულობისთვის.  მამაკაცებშიც გამომუშავდება მალუთეიზინირებელი ჰორმონი ოღონდ აქ  ცოტა სხვა დატვირთვა აქვს. მას მამაკაცების შემთხვეწვაში ზოგჯერ  interstitial cell-stimulating hormone (ICSH) -საც ეძახიან.  მამაკაცებში ეს ჰომონი ასტიმულირებს ლეიდინგის უჯრედებს და ტესტოსტერონის სინთეზს განაპირობებს. 

მალუთეიზინირებელი ჰორმონი სტრუქტურულად  ჰეტეროდიმერულ  გლიკოპროტეინს წარმოადგენს. მისი მასინთეზირებელი გენები  მეექვსე ქრომოსომიაზე მდებარეობენ.

ქალებში: მალუთეიზინირებელი ჰორმონი ასტიმულირებს თეკა უჯრედებს, რომლის შედეგადაც სინთეზირდება ანდროგენები – აქ ესტრადიოლისთვის ქალის სასქესო ჰორმონისთვის პრეკურსორს წარმოადგენს.  შემდგომში ფოლიკულო მასტიმულირებელი ჰორმონის გავლენით გრანულოზა უჯრედების პროლიფერაცია  და ესტროგენების სინთეზის გაძლიერება მიმდინარეობს.   

საბოლოოდ, როდესაც ფოლიკული მომწიფდება და ესტროგენების სინთეზი პიკს მიაღწევს, მაშინ უარყოფითი კავშირი  ჰიპოთალამუსთან იცვლება დადებითი უკუკავშირით. რაც იმით გამოიხატება, რომ მალუთეინიზირებელი ჰორმონის შემცირების ნაცვლად, პირიქით, მისი დიდი რაოდენობით გამომუშავება სტიმულირდება.  მალუთეიზინირებელი ჰორმონის გამომუშავება ასე  პულსურად და ძლიერად გრძელდება 24-48 საათის განმავლობაში.  შედეგად ხდება ოვულაცია.  ფოლიკულიდან გამოთავისუფლდება კვერცხუჯრედი, ხოლო თავად ფოლიკული გადაიქცევა ყვითელ სხეულად, რომელიც შემდგომში პროგესტერონის სინთეზს იწყებს, რომელიც საშვილოსნოს ენდოთელიუმს ამზადებს იმპლანტაციისთვის.   მალუთეიზინირებელი ჰორმონი მნიშვნელოვანია 2 კვირის განმავლობაში ლუთეალური ფუნქციისთვის, თუ ორსულობა არ მოხდა მისი დონე ქვეითდება და ბოლოს მენსტრუაცია იწყება, რომლის შემდგომაც ციკლი თავიდან იწყება.  თუ  ორსულობა მოხდა, მაშინ მაინც იკლებს მალუთეიზინირებელი ჰორმონის დონე, ვინაიდან  პროგესტერონის სინთეზს ახლა უკვე სხვა სტიმულანტი ჰყავს –   ადამიანის  ქორიონული გონადოტროპინი, რომელიც ძლიერ წააგავს მალუთეიზინირებელ ჰორმონს და გამოიყოფა  უკვე ჩანასახის პლაცენტისგან (პლაცენტა საბოლოოდ მეთორმეტე კვირისთვის ვითარდება, თუმცა მისი განვითარება ორსულობის დაწყებიდანვე იწყება).

მამაკაცებში – მალუთეიზინირებელი ჰორმონი ასტიმულირებს ლეიდინგის უჯრედებს და  უზრუნველყოფს ტესტოსტერონის სინთეზს. ტესტოსტერონი თავის მხრივ მნიშვნელოვანია სპერმატოგენეზისთვის (სათესლეებში), ასევე ტესტსოტერონის გავლენით ვითარდება ადამიანში მეორადი სასქესო ნიშნები.

მალუთეიზნირებელი ჰორმონის გამოყოფა, კონტროლდება ჰიპოთალამუსიდან გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის სინთეზის შედეგად.  ეს უკანასკნელი თავის მხრივ ესტროგენების სტიმულაციით გამოიყოფა ზოგჯერ დადებითი, ზოგჯერ უარყოფითი უკუკავშირით.

მალუთეიზნირიებელი ჰორმონის ნორმაა ქალებში 1-20 საერთაშორისო ერთეული ლიტრზე. კაცებში 1,8-8,6.

ქალებში  მალუთეიზნირებელი ჰორმონის პიკი აღინიშნება ოვულაციის პერიოდში, საშუალოდ 48საათის განმავლობაში.

მალუთეიზინირებელი ჰორმონის შარდის ტესტები გამოიყენება ქალის ოვულაციის დასადგენად. ეს ტესტი წააგავს ორსულობის ტესტს, ოღონდ ამ შემთხვევაში დგინდება არა ორსულობა, არამედ ორსულობისთვის საუკეთესო პერიოდი. თუ ტესტი დადებითია ესეიგი ოვულაციაა. რაც საუკეთესო პერიოდია დაორსულებისთვის.

მალუთეიზინირებელი ჰორმონის მუდმივი მომატება შეიძლება განსაზღვრავდეს სხვადასხვა პათოლოგიურ ან   ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე. მაგ. მენოპაუზის დროს, როგორც ფოლიკულო მასტიმულირებელი ჰორმონი, ასევე მალუთეიზინირებელი ჰორმონი ორივე მომატებულია.  ეს ნორმალურია  მენოპაუზალურ პერიოდში, მაგრამ არანორმალურია რეპროდუქციულ წლებში.  ამ ჰორმონის მომატების მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ნაადრევი მენოპაუზა
  • გონადების დისგენეზია, ტერნერის სინდრომი
  • კასტრაცია
  • Swyer syndrome
  • პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის დროს
  • თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი  ჰიპერპლაზიის დროს
  • სათესლეები უკმარისობისას.

თუ მალუთეიზინირებელი ჰორმონის დეფიციტია, შეიძლება მიუთითებდეს გჰონადების  უკმარისობაზე – ჰიპოგონადიზმზე.  კაცებში ეს მდგომარეობა გამოხატულია ნორმალური სპერმატოგენეზის დარღვევით, ქალებში -ამენორეით.   ძალიან დაბალი მალუთეიზინირებელი ჰორმონის მიზეზები შეიძლება იყოს:

  • კალმანის სინდრომი
  • ჰიპოთალამური სუპრესია
  • ჰიპოპიტუიტარიზმი
  • კვებითი აშლილობები
  • ქალის ათლეტური ტრიადა
  • ჰიპერპროლაქტინემია
  • ჰიპოგონადიზმი
  • გონადების სუპრესიის თერაპია

მალუთეიზინირებელი ჰორმონის მედიკაციის სახით გამოყენება ხდება ხდება  ოვულაციის სტიმულაციის მიზნით, მისი შეყვანა ხდება პარენტერალურად( ინტრავენურად ) და ძირითადად წარმოდგენილია ფოლიკულო მასტიმულირებელ ჰორმონთან ერთად –  Pergonal