ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონები

11111111111111111111ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი –  წარმოადგენს ჰიპოფიზის ჰორმონს, სინთეზირდება, როგორც ადამიანში, ისე სხვა ძუძუმწოვრებშიც.   გამოიყოფა ადენოჰიპოფიზში გონადოტროპული უჯრდედებისგან. მას გამორჩეული მნიშვნელობა ენიჭება  ადამიანის რეპროდუქციული ფუნქციის შესრულებაში,   ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი   მალუთეინიზირებელ ჰორმონთან ერთად ქალის ორგანიზმში იწვევს ოვულაციას,  ხოლო მამაკაცის ორგანიზმში სპერმატოგენეზს.

ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი  წარმოადგენს გლიკოპროტეინს.

ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი:

  • განაპირობებს სქესობრივ მომწიფებას, მონაწილეობს სხეულის ზრდა, განვითარებაში.
  •  ასტიმულირება ჩანასახოვანი (გონოციტები) უჯრედების მომწიფებას (როგორც ქალებში, ასევე კაცებში).
  • მამაკაცებში  მოქმედებს სერტოლი უჯრედებზე, რომლებიც გამოყოფენ ინჰიბინს .
  • ქალებში განაპირობებს  ფოლიკულის ზრდას, მოქმედებს გრანულოზა უჯრედებზე.

მამაკაცებში ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი ასტიმულირებს სპერმატოციტების მეიოზურ გაყოფას.

ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი იზომება სისხლში  მენსტრუალური ფაზის მესამე-მეხუთე დღეს (მენსტრუაციის დაწყებიდან).

ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის მომატების მიზეზები:

  • ნაადრევი მენოპაუზა
  • გონადური დისგენეზია, ტერნერის სინდრომი
  • კასტრაცია
  • სვეიერის სინდრომი
  • სათესლეების უკმარისობა
  • კლაინფელტერის სინდრომი

ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი მიეკუთვნება გონადოტროპინებს, მალუთეინიზირებელ და ადამიანის ქორიონულ გონადოტროპინთან ერთად.

დაბალი ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის მიზეზები:

  • პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი
  • კალმანის სინდრომი
  • ჰიპოთალამუსის სუპრესია
  • ჰიპოპიტუიტარიზმი
  • ჰიპერპროლაქტინემია
  • გონადოტროპინის დეფიციტი
  • გონადური სუპრესიული თერაპია.