ტესტოსტერონი

wrestling-matches

ტესტოსტერონი წარმოადგენს ანდროგენულ (ჯგუფის) ჰორმონს.  თავისი სტრუქტურით სტეროიდია. წარმოდგენილია როგორც ადამიანში ასევე სხვა ცხოველებშიც.

ტესტოსტერონს ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა ენდოკრინული ჯირკვლები გამოიმუშავებენ. კაცებში ძირითადად სათესლეები, ქალებში – საკვერცხეები,  ხოლო მცირე ნაწილი სინთეზირდება თირკმელზედა ჯირკვალში, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.

ტესტოსტერონი მიეკუთვნება სასქესო ჰორმონს, ის რამოდენიმეჯერ უფრო მაღალია მამაკაცებში(7-8), ვირდე ქალებში, თუმცა ამ ჰორმონის მიმართ ქალები უფრო მგრძნობიარეები არიან (სენსიტიურობა).

ტესტოსტერონის ფიზიოლოგიური ეფექტებია:

  • ანაბოლური ეფექტი – კუნთების ზრდა, ძვლების სიმკვრივის ზრდა.  როლს თამაშობს ძვლების მომწიფება -ზრდაში.
  • მუცლადყოფნის პერიოდში განაპირობებს მამაკაცის სასქესო ორგანოების განვითარებას (პენისი, სკროტუმი).
  • სქესობრივი მომწიფების პერიოდში განაპირობებს –  მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბება-განვითარებას, თმის ზრდა (სხეულის თმიანობა) მამაკაცური ტიპით, ცხმიმის გადანაწილება მამაკაცური ტიპით,  ხმის დაბოხება,  კუნთოვანი სისტემის მეტად განვითარება და ა.შ.

ტესტოსტერონი ასევე იწვევს:

  • ზრდასრულის ტიპის ოფლის სუნს (სქესობრივი მომწიფების ასაკისთვის)
  • ზრდის თმიანობას,  კანის ცხიმიანობას, რაც შეიძლება აკნეს მიზეზიც გახდეს
  • იღლიაში თმების ზრდას
  • ბოქვენის მიდამოში თმიანობას
  • პენისის გადიდებას/კლიტორომეგალიას (ქალებში)
  • ლიბიდოს გაძლიერებას, ერექციის სიხშირეს
  • სახის თმიანობას (ულვაშები წვერები)
  • ანდროგენულ ალოპეციას ( თავზე, სკალპზე თავის ნაწილში თმიანობის დაკარგვა)
  • ფეხების თმიანობას
  • აძლიერებს კუნთების მასას და ძალას
  •  ასტიმულირებს სპერმატოგენულ ქსოვილს სათესლეებში
  • განაპირობებს სახის ფორმების, კონტურების რემოდელირებას ( გამოკვეთილი ნიკაპი, ლოყების ძვლები, ქვედა ყბა)
  • უზრუნველყოფს სპერმატოგონიის მომწიფებას (დიფერენციაცია)

სხვა ფაქტები ტესტოსტერონზე:

  • ტესტოსტერონს აქვს როლი მამაკაცის გულსისხლძარღვთა სისტემის  ჯანმრთელობაში.
  •  მონაწილეობას იღებს სტრესულ რეაქციებში.
  • როდესაც კაცი შეყვარებულია, მისი ტესტოსტერონის დონე ქვეითდება, მაშინ, როცა საწინააღმდეგო ხდება ქალში.
  • ურთიერთობის 1-3 წლისთვის ეს ჰორმონალური ცვლილება ნორმას უბრუნდება.

ტესტოსტერონი გამოიყოფა სპერმასთან ერთად ყოველი ეაკულაციის შემდგომ, ასევე გამოიყოფა ენდორფინები, შედეგად ქალის საშვილოსნოს ყელის ლორწოვნის მეშვეობით ქალი იღებს ამ ჰორმონების ნაწილს კოპულაციის შემდგომ.

ტესტოსტერონს თავისი ცირკადული რითმი გააჩნია, მისი ოდენობა იმატებს ყოველ დღე, დღის დასაწყისში ადრე, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა სქესობრივი აქტივობა.

მამაკაცებში ეროტიული სტიმულების საპასუხოდ ტესტოსტერნის რაოდენობა იმატებს. მაგ. კაცები, როდესაც უყურებენ ეროტიულ ფილმს 35 % -ით იმატებს ტესტოსტერონის დონე,  პიკი დაახლოებით 60-90 წუთშია.

ჰორმონებზე გარემო ფაქტორების გავლენა:

  • წონაში კლება ზრდის ტესტოსტერონის რაოდენობას, ვინაიდან ცხიმში უხვად არის ფერმენტი არომატაზა, რომლის მეშვეობითაც ტესტოსტერონი გარდაიქმენება ქალის სასქესო ჰორმონ-ესტრადიოლად.
  • D ვიტამინი  (400-1000 IU)  ზრდის ტესტოსტერონის რაოდენობას
  • თუთიის დეფიციტი ამცირებს ტესტოსტერონს.
  • მაგნიუმი – ზრდის თავისუფალი ტესტოსტერონის რაოდენობას
  • ჰიპოგონადიზმი –  მცირდება
  • ასაკთან ერთად ქვეითდება ტესტოსტერონის რაოდენობა
  • რემ-ძილის ფაზაში ტესტოსტერონის დონე იზრდება