პროლაქტინი

preview_html_437b10d6

პროლაქტინი წარმოადგენს ჰორმონს, რომელიც სინთეზირდება  თავის ტვინში ჰიპოფიზში. პროლაქტინის ყველაზე მთავარი ცნობილი ფუნქცია ადამიანისთვის არის  ლაქტაციის სტიმულაცია.  მას ძუძუმწოვრებში და სხვა ცხოველებში აქვს სხვა ფუნქციებიც.  დოფამინი წარმოადგენს თავის ტვინში პროლაქტინის სინთეზის ინჰიბიტორს. როცა დოფამინის რაოდენობა იმატებს, პროლაქტინის იკლებს და პირიქით.   პროლაქტინის სტიმულაციაზე დადებითი გავლენა აქვს თიროტროპინ-რილიზინგ ჰორმონს.  პროლაქტინი ხასიათდება სუსტი ლუთეოტროპული მოქმედებით, ანუ მოქმედებს, როგორც მალუთეინიზირებელი ჰორმონი სუსტად. თუმცა ამავე დროს აინჰიბირებს სასქესო ჰორმონებს.

პროლაქტინის ცნობილი ეფექტები:

  • სარძევე ჯირკვლებში რძის პროდუქციას ასტიმულირებს
  •  იწვევს სარძევე ჯირკვლების გადიდებას,  რაც ვიზუალურადაც ჩანს, მაგ. ორსულობის პერიოდში.
  • იწვევს სექსუალური დაკმაყოფილების სურვილს სექსის შემდგომ სხვა ჰორმონებთან ერთად.
  • იწვევს სექსუალურ რეფრაქტერულ პერიოდს, აბათილებს დოფამინის მოქმედებას, რომელიც  იწვევს სექსუალურ აგზნებას.
  • მაღალი  პროლაქტინის დონე იწვევს იმპოტენციას (კაცებში)  და ლიბიდოს დაქვეითებას, უნაყოფობას (ქალშიც და კაცშიც).
  • პროლაქტინი მონაწილეობას ღებულობს ნეიროგენეზში.

პროლაქტინის ძირითად სინთეზის ადგილად მიიჩნევა ჰიპოფიზი, თუმცა მცირე ოდენობით სინთეზირდება სხეულის სხვა ნაწილებშც: მიომეტრიუმი, მკერდი, ლიმფოციტები, ლეიკოციტები, პროსტატა.

პროლაქტინის დონე იმატებს ორსულობის დროს, ასევე სხვადასხვა პათლოგიური მდგომარეობებისას.  მაგ. პროლაქტინომა (რომელიც თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნეა). პროლაქტინომამ მამაკაცებში შეიძლება გამოიწვიოს გინეკომასტია – ანუ მკერდის გადიდება.

პროლაქტინის მაღალი დონე ქალის ორგანიზმში თრგუნავს გონადოტროპინებს მალუთეინიზირებელ ჰორმონს და ფოლიკულომასტიმულირებელ ჰორმონს, მან შეიძლება გამოიწვიოს უშვილობა.

ბუნებრივად პროლაქტინი იმატებს: ძილის რემ-ფაზაში, სექსუალური აქტის დროს, კვებისას, ვარჯიშისას,  მცირე ქირურგიული ჩარევების დროს, ეპილეფსიური გულყრის შემდგომ.

პროლაქტინის ჰიპერპროდუქცია უფრო ხშირი მოვლენაა, ვიდრე ჰიპოპროდუქცია. ადენოჰიპოფიზის კეთილთვისებიან ყველაზე ხშირ სიმსივნეს, სწორედ პროლაქტინომა წარმოადგენს რომელიც იწვევს:  შეუსაბამო ლაქტაციას, მენსტრუალურ დარღვევებს, უნაყოფობას, იმპოტენციას.

პროლაქტინს ლაქტოტროფსაც უწოდებენ და წარმოადგენს პეპტიდური ტიპის ჰორმონს.

პროლაქტინის გავლენით მკერდის ცვლილება ორსულობაში

პროლაქტინის გავლენით მკერდის ცვლილება ორსულობაში