მკერდის ზრდა და ჰორმონები

ქალებში პატარა მკერდის ზომა ძირითადად განპირობებულია ესტროგენების – ქალის სასქესო ჰორმონების დეფიციტით. სწორედ ისინი განაპირობებენ ქალის მკერდის ზომას.

ესტროგენები

ეს არის ჰორმონი, რომელიც ყველაზე  დიდ გავლენას ახდენს ქალის მკერდის ზომაზე. ესტროგენებში შედის დაახლოებით 60-მდე ჰორმონი. მათგან სამია მნიშვნელოვანი: ესტრადიოლი, ესტრონი და ესტრიოლი. ესტრადიოლი ყველაზე ძლიერია. მას გამოიმუშავებენ საკვერცხეები და სწორედ ის აგებს პასუხს მკერდის გადიდებაზე. დანარჩენი ორი შედარებით სუსტია.

გოგონებში ესტროგენები ჩნდება 8-13 წლის ასაკში, როგორც კი საკმარისი ცხიმოვანი მასა აქვს მის სხეულს. ესტროგენების გამოჩენა არის სქესობრივი მომწიფების დაწყება. ესტროგენების გავლენით იზრდება საშვილოსნო, საშო და ფალოპის მილები. მისი ზემოქმედებით ბოქვენზე იზრდება თმები და ვითარდება საკვერცხეები და ბოლოს, ესტროგენები ზრდის მკერდის ზომას.

რამდენად ადექვატურად იზრდება მკერდი ზომაში ამასაც ესტროგენების დონე განსაზღვრავს. თუკი ესტროგენები ძალიან ჭარბადაა, ხდება ორგანიზმის „გადატვირთვა“ და იხურება ესტროგენების რეცეპტორები. ამ პროცესს დერეგულირება ჰქვია. თუ ესტროგენების ძალიან ბევრი რეცეპტორი დაიხურება, მკერდი არ გაიზრდება, რამეთუ ვერ მიიღებს სიგნალს გაზრდის შესახებ.

პროგესტერონი

მეორე და ასევე მნიშნელოვანი ჰორმონი მკერდის ზრდის პროხესში. პროგესტერონი ცნობილია, როგორც „ორსულობის ჰორმონი“. იგი ორსულობის პროცესში ძალიან დიდი რაოდენობით სინთეზდება. ის მნივნელოვნად იცავს და კვებავს ჩანასახს, ძლიერებს მენჯის კედლებს და ქალის სხეულს ამზადებს მშობიარობისთვის. ქალის მკერდს კი ამზადებს ლაქტაციისთვის.

ეს ჰორმონი მოქმედებს ესტროგენებთან კომბინაციაში, მიუხედავად იმისა, რომ ფუნქციურად ანტაგინისტებად ითვლებიან. როცა ერთი მათგანის დონე ძალიან იმატებს, ხდება უარყოფითი უკუკავშირი, რომ მომატებული ჰორმონის დონე შემცირდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ პროგესტერონის დაბალი დონე განაპირობებს ორგანიზმის მომატებულ მგრძნობელობას ესტროგენების მიმართ და პირიქით.

პროლაქტინი

ქალის სხეულში პროლაქტინი ინტენსიურად სინთეზდება ორ შემთხვევაში: სქესობრივი მომწიფების დროს და ორსულობის დროს.  იქიდან გამომდინარე, რომ იგი თამაშობს არსებით როლს მკერდის გადიდებაში ორსულობისას. სქესობრივი მომწიფების დროს იგი მოქმედებს ესტროგენებთან კავშირში და მისი გავლენით იზრდება მკერდის წილების რაოდენობა და ზომა, ვიტარდება სარძევე სადინრები და ზოგადად მკერდი ხდება დიდი. ლაქტაციის დროს პროლაქტინი რძის წარმოქმნაში მონაწილეობს.

სომატოტროპინი

სომატოტროპინსაც აქვს გარკვეული როლის მკერდის ზომაში ზრდის დროს. სქესობრივი მომწიფების დროს ორგანიზმში მასიურად ხდება სიმატოტროპინის მოქმედება, იგი ახდენს ორგანიზმის ზრდის სტიმულაციას. სომატოტროპინის დეფიციტის პირობებში მკერდი არ გაიზრდება, რა ჰორმონალური ფონიც არ უნდა იყოს, სიმატოტროპინის არსებობა აუცილებელია.

ეს არის ის ძირითადი ჰორმონები, რომლებიც ახდენენ გავლენას მკერდის ზომაში ზრდაზე. ამ ჰორმონების დამოუკიდებლად დალევა არ შეიძლება. ამ ჰორმონებს შორის დისბალანსმა შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიოს.