კლიტორის ჩუჩა

clitor-anatomy1

კლიტორის ჩუჩა, იგივე ქუდი, წარმოადგენს  ქალის ანატომიურ  წარმონაქმნს, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ  ფარავს კლიტორის თავს.  ის წარმოადგენს კანის ნაკეცს, რომელიც გარს არტყავს კლიტორის თავს და იცავს მას გარე ფიზიკური დაზიანებისგან.  კლიტორის ჩუჩის ანალოგი მამაკაცებში ჩუჩაა, რომელიც პენისის თავს ფარავს.

არსებობს კლიტორის  ჩუჩის სხვადასხვა ვარიაციები, მისი განსაზღვრული ზომა არ არსებობს, ზოგ შემთხვევაში დიდია და კარგად ფარავს კლიტორის თავს, ნაწილს აქვს მცირე ზომის ჩუჩა,  რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს  კლიტორის თავს.

აგზნების საპასუხოდ შეიძლება ხდებოდეს კლიტორის ქუდის რეტრაქცია, ანუ  უკან გადაწევა, რის შედეგადაც ხდება კლიტორის თავის გამოკვეთა და გათავისუფლება.  თუ ქალს აქვს კლიტორის პარატა ჩუჩა, შეიძლება მისი რეტრაქცია არ ხდებოდეს, რადგან ისედაც ვერ ფარავდეს კლიტორის თავს. 

ზოგჯერ  პენისის ჩუჩასა და პენისის თავს შორის ხდება ადჰეზია, რამაც ასევე შეიძლება ხელი შეუშალოს კლიტორის რეტრაქციას.

კლიტორის თავს და ჩუჩას შორის შეიძლება დაგროვდეს სმეგმა, ისე როგორც მამაკაცებში, პენისზე. რაც იწვევს კლიტორის გაღიზიანებას, ტკივილს, წვის შეგრძნებას.

ქალები, რომლებსაც აქვთ შედარებით დიდი კლიტორის ჩუჩა,  მასტურბაციის დროს ხშირად მიმართავენ მის სტიმულაციას, რომლითაც ხდება კლიტორის არაპირდაპირი აგზნება.  კლიტორი თვითონ ძლიერ მგრძნობიარეა, შესაბამისად მისი პირდაპირი სტიმულაცია ხშირად  ზოგჯერ უსიამოვნო გრძნობის მომტანია ქალისთვის.  შესაბამისად ზოგ შემთხვევაში კლიტორის რეტრაქციის დროსაც მისი პირდაპირი სტიმულაცია ძნელი ასატანია ქალისთვის.

კლიტორის ჩუჩას აქვს  დამცველობითი ფუნქცია. ის მონაწილეობს სქესობრივი აქტის დროსაც, როცა ბოქვენის  მიდამოთი, ან პენისით ხდება კლიტორის სტიმულაცია.    კლიტორის თავი, ისე როგორც  პენისის თავის, ლუბრიკაციაც ხდება, ცხიმოვანი ჯირკვლებით, ცხიმის გამოყოფით, რომელიც ხახუნის ძალას ამცირებს და  მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნორმალური სექსუალური რეაქციის ჩამოყალიბებაში.

წარსულში იყენებდნენ კლიტორის მუტილაციას, რაც მოიაზრდებდა კლიტორის თავის და ჩუჩის მოკვეთას,  რომელსაც ჰქონდა ვიზუალურად ქალის გენიტალიის „გალამაზების“ და სექსუალური ლიბიდოს დაქვეითების დანიშნულება. მსგავსი პრაქტიკა დღეისთვის პრაქტიკულად აღარ გამოიყენება თითქმის არც ერთ  კულტურაში.

1) კლიტორის ჩუჩა~2) კლიტორის ჩუჩის რეტრაქცია

1) კლიტორის ჩუჩა~2) კლიტორის ჩუჩის რეტრაქცია