სეროტონინი

img_849

სეროტონინი წარმოადგენს ამინის ჯგუფის შემცველ ნეიროტრანსმიტერს, რომელიც  მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, ასევე სეროტონინს გამოიმუშავებს თრომბოციტები.  სეროტონინის უდიდესი ნაწილი  მოდის საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე, ის ასტიმულირებს ნაწლავების მოძრაობას. დანარჩენი სეროტონინი თავის ტვინში გამომუშავდება, რაც არეგულირებს გუნება-განწყობას, აპეტიტს (მადას), ძილს.  ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მახსოვრობა, სწავლაში და სხვა კოგნიტიურ ფუნქციებში.  სეროტონინზე მოქმედებს ფარმაკოლოგიური პრეპარატები მაგ. ანტიდეპრესანტები.

სეროტონინს ენტეროქრომაფინული უჯრედები გამოიმუშავებენ,  შემდგომ ხვდება ცირკულაციაში, მას აქტიურად მიიტაცებენ თრომბოციტები, შემდგომში თრომბის შექმნის დროს გამოყოფენ, ამ შემთხვევაში სეროტონინს აქვს ვაზოკონსტრიქციული ეფექტი.

მიიჩნევა, რომ სეროტონინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კარგად ყოფნის და ბედნიერების შეგრძნებაში.

არის საკვები, რომელთა მიღებაც ზრდის სეროტონინის დონეს, განსაკუთრებით ფენილალანინი და ლეუცინის შემცველი საკვები მაგ. პაპაია, ბანანი. ნახშირწყლები და დაბალი ცილების შემცველი საკვები ასევე ზრდის სეროტონინის დონეს ინსულინის გაზრდის ხარჯზე, თუმცა საბოლოოდ ამცირებს ასევე ვითარდება ინსულინ რეზისტენტობა.

სეროტონი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მამრებში ნორმალურ შეჯვარებაში. შესაბამისად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის სექსუალურ ქცევაში.  ინტიმური ურთიერთობების ფორმირებაში.

სეროტონინის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, მადის გაზრდა და გადამეტებული კვება.