ათლეტი ქალის ტრიადის სინდრომი

female-athlete-triad1ათლეტი ქალის ტრიადა  არის კვების დარღვევასთან ასოცირებული მდგომარეობა, რომელიც გამოიხატება:  კვებითი დარღვევით, ამენორეა/ოლიგომენორეა, ძვლების მინერალური სიმკვრივის შემცირება.  ეს მდგომარეობა უმეტესად ვითარდება იმ სპორტის მიმდევარ ქალებში, რომელთაც უწევთ მუდმივად ძალზედ დაბალი სხეულის მასის შენარჩუნება.  ეს ტრიადა საკმაოდ სერიოზულ სინდრომს წარმოადგენს და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს.

ეს მდგომარეობა ძირითადად ვითარდება მაშინ, როდესაც  შეინიშნება მნიშვნელოვანი დისბალანსი ენერგიის ხარჯს და ენერგიის  მიღებას შორის. ხშირად აღნიშნული  მდგომარეობა ასოცირებულია ანორექსიასთან და ბულემიასთან (ანორექსია/ბულემია ნევროზა).

ადამიანი  ნორმაში მოიხმარს კალორიების გარკვეულ რაოდენბას,  თუ ვარჯიშობს, ის გაცილებით დიდი რაოდენობის  კალორიებს ხარჯავს, თუ პარალელურად  დაბალკალორიულად იკვევება ორგანიზმში ვითარდება ძლიერი დეფიციტი, როგორც საკვების ასევე მინერალების და ელექტროლიტების.

ქალების და გოგონების ნაწილი მიიჩნევს, რომ რომელიმე სახის  საკვები „ცუდია“ (მაგ. ნებისმიერი ყველაფერი რაც ცხიმს შეიცავს ) და  საერთოდ არ იღებენ რაიმე სახეობის საკვებს, ან ჯერ ჭამენ ჩვეულებრივ ან ბევრს და შემდგომ გულს ირევენ, ან იყენებენ ლატექსივებს (ხელოვნურად იწვევენ დიარეას), შედეგად მიღებული საკვების ათვისება არ ხდება.  ამასთან ერთად ორგანიზმი დამატებით კარგავს ელექტროლიტებს და წყალს, რაც თავის მხრივ მძიმე შედეგების მომტანია ორგანიზმისთვის.

ამენორეა გამოწვეულია გადამეტებული ვარჯიშით ან კვების დეფიციტით, ჰიპოთალამუსი აღარ გამოიმუშავებს, ან მცირე რაოდენობით გამოიმუშავებს გონადოტროპინ რილიზინგ ჰორმონს რაც აუცილებელია ნორმალური ოვულაციისთვის და ციკლისთვის. შესაბამისად გოგონას/ქალს აქვს იშვიათად, ან საერთოდ არ აქვს მენსტრუქლური ციკლი.  ამ შემთხვევაში მთავარი მექანიზმი ესტროგენების დონის შემცირებაა.

ოსტეოპოროზი – ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირებით მცირდება მისი სიმტკიცე, ხდება მტვრევადი მცირე ტრავმების დროსაც კი. ამის მიზეზია : ესტროგენების ნაკლებობა,  კალციუმის შემცველი საკვების დეფიციტი, სხვა მინერალების და ვიტამინების დეფიციტი.

ათლეტი ქალის ტრიადის სიმპტომის განვითარებისთვის შემდეგი სპორტის სახეობების სპორტის მიმდევრები წარმოადგენენ რისკ ფაქტორებს:

  •  ტანვარჯიში
  • ფიგურული სრიალი
  • ბალეტი
  • მყვინთავები და მოხცურავეები
  • შორ მანძილზე მორბენლები/მარათონელები და სხვა.

ნიშნები და  სიმპტომებს წარმოადგენს:

  • ხელების და ფეხების სიცივე
  • თმის ცვენა
  • დაღლილობა
  • კანის სიმშრალე
  • წონის ძლიერი კარგვა
  • დაზიანებების შემდგომ იარების მოშუშების გახანგრძლივება.
  • შეიძლება გამოხატული იყოს დაბალი თვითშეფასება და დეპრესია.
  • ორთოსტატული ჰიპოტენზია
  • ჰიპოესტროგენიზმი
  • საშოს ატროფია
  • ბრადიკარდია
  • ანემია

ვარჯიში და სპორტი რათქმაუნდა კარგია და რეკომენდირებულია ამერიკის პედიატრთა აკადემიის მიერ და სხვა სამეცნიერო წრეების მიერ,  თუმცა ვარჯიშთან ერთად აუცილებელია ადექვატური კვება, რომლითაც დაცული იქნება ბალანსი ენერგიის ხარჯვას და მიღებას შორის.

მკურნალობას წარმოადგენს პირველ რიგში განსაკუთრებული მძიმე სამედიცინო მდგომარეობის აღმოფხვრა არსებობის შემთხვევაში და ნორმალური კვებითი ქცევის ჩამოყალიბება, ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ორალური კონტრაცეპტივები, ჰორმონული ბალანსის აღდგენისთვის, ასევე  D  ვიტამინის პრეპარატები, სხვა ვიტამინები და მინერალები.