დეფლორაცია და ტკივილი

დეფლორაცია (ლათ. De – მოშორება + flos, floris – ყვავილი, სიყმაწვილე, ახალგაზრდობა, ქალწულობა) – საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევაა. როგორც წესი, აპკის იხევა პირველი სქესობრივი აქტის დროს, მაგრამ ზოგჯერ მისი მთლიანობა ნარჩუნდება რამდენიმე აქტის მანძლზე.

თუკი სქესობრივი აქტი უხეშია (მაგ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ან გაუპატიურების დროს), შეიძლება არა მხოლოდ აპკის გახევა, არამედ საშოს შესავლის ლორწოვანი გარსის დაზიანებებიც. ზოგჯერ დაზიანებულია შორისის მიდამოც.

ქალიშვილობის არაბუნებრივ დაკარგვად ითვლება აპკის მთალიანობის დარღვევის ყველა შემთხვევა, რომელიც არ უკავშირდება მამაკაცთან სექსს. ასეთი დეფლორაცია შეიძლება მოხდეს ღრმა გინეკოლოგიური შემოწმების დროს, მასტურბაციისას, ღრმა პეტინგისა და ლესბოლური სექსის დროს, აერობიკის ან მენჯ-შორისის ტრავმების დროს. ხელოვნური დეფლორაცია ზოგჯერ საჭიროა პაცინეტის პირადი მოთხოვნის, ან სამედიცინო აუცილებლობის საფუძველზე.

ზოგჯერ საქალწულე აპკი დაბადებიდანვე არა აქვს გოგონას.

ბევრ ქალს ეშინია სქესობრივი ცხოვრების დაწყება დეფლორაციის დროს „აუტანელი“ ტკივილის გამო. ბევრი მამაკაცი სისხლს თუ არ დაინახავს, დაასკვნის, რომ მისი ქალი უკვე იყო სხვასთან. ძალიან ცოტამ იცის, როგორ მოიქცეს დეფლორაციის დროს, რომ აპკის მთალიანობის დარღვევა იყოს მაქსიმალურად უმტკივნეულო და რა უნდა ქნას, თუკი აპკი უცებ არ იხევა.

საქალწულე აპკს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ფორმა, სისქე და ელასტიურობა. არსებობს მოსაზრება, რომ ასაკთან ერთად აპკის ელასტიურობა იკლებს. 18-20 წლის ასაკში ის ელასტიურია, მაშინ როცა 30 წელს ზევით იგი ელასტიურობის 80% კარგავს.

საქალწულე აპკს აქვს ხვრელი, რომლიდანაც მენსტრუალური სისხლი გამოდის. ზოგჯერ აპკი შეიძლება იყოს შეხორცებული, რაც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

პირველი აქტის დროს აპკის მთალიანობა ირღვევა და აღინიშნება ტკივილი და სისხლიანი გამონადენი. განსაკუთრებით ძლიერი ტკივილი შეიძება განაპირობოს აპკის თავისებურებებმა და ანთებითმა პროცესებმა საშოში. ტკივილი დეფლორაციის დროს შეიძლება საერთოდ არ იყოს, თუკი თავიდანვე აპკს აქვს შედარებით დიდი ხვრელი, რომელივ თავისუფლად ატარებს პენისს.

ტკივილის ინტენსივობა დამოკიდებული არა მხოლოდ აპკის თავისებურებეზე, არამედ ქალის ფსიქოლოგიურ განწყობასა და მისი პარტნიორის ქცევაზე. ქალების 30% პირველი აქტის დროს არ აღინიშნება ტკივილი.

გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, სისხლი არ არის დეფლორაციისთვის აუცილებელია ატრიბუტი. ქალების დაახლოებით10% პირველი სექსის დროს სისხლიანი გამონადენი არ აქვს.

დარჩენილ 90% ქალებს აპკის დარღვევისას აქვთ სისხლდენა, რომელიც გრძელდება 1-7 დღე.

როდის უნდა მიმართოს ქალმა გინეკოლოგს?

პირველ რიგში, გინეკოლოგი აუცილებელია პირველ სქესობრივ კონტაქტამდე, რომ ექიმმა გამორიცხოს ანთებითი პროცესების არსებობა და ქალს მისცეს რჩევები კონტრაცეფციასთან დაკავშირებით.

იშვიათად დეფლორაციის შედეგები შეიძება ქალისთვის სახიფათო იყოს. ამიტომაც აუცილებელია გინეკოლოგთან ვიზიტი, თუკი:

  • სისხლდენა ძალიან ძლიერია, ან მიმდინარეობს რამდენიმე კვირა შეუჩერებლივ;
  • საშოდან აღინიშნება ჩირქიანი, სუნიანი ან უცნაური ფერის გამონადენი;
  • აქტი იყო დაუცველი და ქალს აქვს მენსტრუაციის გადაცდენა.

მეორე შემთხვევა, როცა აუცილებელია ექიმის ჩარევა, ეს არის მეცდელობის მიუხედავად აპკის დარღვევის შეუძლებლობა. ეს შეიძება განაპირობოს მასიურმა აპკმა, ან პარტნიორების არასწორმა ქცევამ. ამ შემთხვევაში ექიმი გაარკვევს მიზეზს და გასცემს რეკომენდაციებს.

მსოფლიოში ქალწულობის დაკარგვის საშუალო ასაკი არის 17 წელი.

  • ჩეხეთი – 15 წელი;
  • გერმანია – 17 წელი;
  • პორტუგალია – 17 წელი;
  • იტალია – 16,6 წელი;
  • აშშ – 17 წელი;
  • უკრაინა – 16 წელი;
  • საფრანგეთი – 16 წელი;
  • მექსიკა – 16 წელი;
  • ისლანდია – 15 წელი;
  • ჩინეთი – 17 წელი;
  • ბრიტანეთი – 18 წელი;
  • პაკისტანი 20 წელი;
  • აფრიკული ქვეყნები – 10-20 წელი;
  • რუსეთი 17,2 წელი.