ეროტოფობია

NO ENTRY COPY

ეროტოფობია წარმოადგენს ტერმინს, რომლითაც გამოიხატება, სექსუალობის ან უბრალოდ სექსის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ან შიში.  ეროტოფობიის საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვაა ეროტოფილია.

ეროტოფობია მომდინარეობს ბერძნულიდან,  რომლის მიხედვითაც ეროსი- სიყვარულის ღმერთი იყო (ბერძნული მითოლოგია), ხოლო ფობია-შიში.

ეროტოფობიას შეიძლება სხვადასხვა გამოვლინებები ჰქონდეს: სიშიშვლის შიში, ჰომოფობია, სექსუალური გამოსახულებების შიში, სქესობრივი განათლების მიმართ შიში და სხვა.  ზოგადად ფობია  ნიშნავს რაიმე მოვლენის ან საგნის ირაციონალურ შიშს.  ეროტოფობიის შედეგად კი ადამიანი როგორც წესი კარგავს ადექვატურ დამოკიდებულებას სექსის მიმართ, შეიძლება ვერ ისიამოვნოს სექსით და მეტიც გამოუვლინდეს რაიმე სახის სქესობრივი დისფუნქცია. მაგ. ერექტიული დისფუნქცია. 

ეროტოფობია შეიძლება წარმოადგენდეს სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემების შედეგს. მაგ. სოციალ ფობია, სხეულის დისმორფული აშლილობა, საციალური შფოთვითი პრობლემები და სხვა.

ეროტოფობია პოლიტიკაში გამოიხატება სექსის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამოსახატავად, ისევე როგორც ჰომოფობია.