სიყვარულის სიმორცხვე

article-new_ds-photo_getty_article_178_102_89793440_XS

სიყვარულის სიმორცხვე წარმოადგენს სიმორცხვის სპეციფიურ ტიპს, რომლის შედეგადაც ადამიანი ვერ ამყარებს ინტიმურ და ახლო ურთიერთობებს.  ასეთი ადამიანები თავს არიდებენ ახლო რომანტიულ ურთიერთბებს, ფლირტსაც კი ერიდებიან.

მაგ. კაცი, რომელსაც აქვს სიყვარულის სიმორცხვე, შეიძლება თავს არიდებდეს ქალთან ურთიერთბას, არა თუ სექსუალურ და ინტიმურ დონეზე, არამედ უბრალოდ საუბარსაც.

ზოგჯერ სიყვარულის სიმორცხვე ასოცირებულია სხვა შფოთვებთან და ფობიებთან.

სიყვარულის სიმორცხვე ტერმინი ეკუთვნის ამერიკელ ფსიქოლოგს Brian G. Gilmartin -ს რომელიც ასევე ქცევათმეცნიერების სპეციალისტი  იყო, მას მნიშვნელოვანი  კვლევები აქვს სოციალურ ფსიქოლოგიაშიც.  მისი მიხედვით ამერიკის პოპულაციის კაცების დაახლოებით 1,5 %  – ს აქვს სიყვარულის სიმორცხვე.

Gilmartin -მა გამოყო ექვსი კრიტერიუმი, რომლითაც ხდებოდა მამაკაცის სიყვარულის სიმორცხვის შეფასების ექვსი კრიტერიუმი:

  • ის ვაჟიშვილია
  • იშვიათად ჩნდება გარეთ ქალთან ერთად.
  • საპირისპირო სქესთან არასდროს ჰქონია ახლო ინტიმური, ან ემოციური ურთიერთობა.
  • ურთიერთბის ნაკლებობას განიცდის.  ანუ შეწუხებულია ამ ამბით.
  • ქალთან მარტო დარჩენა „ერთი-ერთზე“ ეშინია მეგობართანაც კი.
  • თავისი რომანტიული და ეროტიული (ანუ სექსუალური) ორიენტაციით მკაცრად ჰეტეროსექსუალია.

სიყვარულის სიმორცხვე შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერი სქესისას, ნებისმიერი ორიენტაციის პირობებში. ოღონდ უფრო გავრცელებულია ჰეტეროსექსუალ მამაკაცებში. სიყვარულის სიმორცხვით მამაკაცები გაცილებით უფრო ნევტოზულები არიან, ნაკლებ ექსტრავერტერბი, ძირითადად მელანქოლიური ხასიათით.  ასეთი მამაკაცები აღნიშნავენ, რომ ბავშვობაში ძალიან ჩუმი და წყნარი ბავშვები იყვნენ.

ასეთ მამაკაცებს უმეტესად არ ჰყავთ მეგობრები, ბავშვობაშიც შედარებით მარტოები არიან,  ზოგჯერ შეიძლება თანატოლების ჩაგვრის ობიექტიც გახდნენ.

სიყვარულის სიმორცხვით „შეპყრობილი“ მამაკაცები ინტელექტის და განათლების  მხრივ თითქმის არასდროს არიან  დაბალ დონეზე, პირიქით, მათი შესწავლით დგინდება, რომ განათლებით და ინტელექტით, უმეტესად საშუალოზე მაღლა არიან, მაგრამ შემოსავლებით საშუალოზე დაბლა.  ასეთი მამაკაცები შედარებით ხშირად არიან უმუშევრები, ვიდრე სხვები, მათ უმეტესობა საშუალო ან დაბალ კლასს მიეკუთვნება.

მიიჩნევენ, რომ სიყვარულის სიმორცხვე განპირობებულია როგორც გენეტიკური ფაქტორებით, ასევე  გარემო ფაქტორებით.  მაგ. სტრესის შემდგომი, ბავშვობაში ძალადობა, დასჯა, ხშირი შეურაცხჰყოფა, მუდმივი კრიტიკა და  ა.შ.

სიყვარულის სიმორცხვის მკურნალობის სხვადასხვა პოზიცია არის შემოთავაზებული. მაგ. იგივე    Gilmartin   მიიჩნევდა, რომ ამ მადგომარეობის მკურნალობას წარმოადგენდა გამიზნულად მრავალი  პაემნების დაგეგმვის პრაქტიკა.  შესაძლებელი იყო სექს-სუროგატული თერაპიაც.

მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ზოგადად სიმორცხვის და სიყვარულის სიმორცხვის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია  ბავშვის სოციალური აქტიურობა. თანატოლებთან ურთიერთბის პრაქტიკა.  მაგ. ბავშვის მონაწილეობა სხვადასხვა ბანაკებში და რეკრეაციონალურ ცენტრებში.

სხვა მკურნალობას შეიძლება წარმოადგენდეს   თვით დახმარების სხვადასხვა მეთოდები, რომელიც ადამიანმა ინდივიდუალურად შეიძლება შეირჩიოს თავისთვის.