სექს სუროგატი

woman-seeing-a-doctor-1-article

სექსუალური სუროგატი წარმოადგენს სერთიფიცირებულ სექს თერაპევტისტს, რომელიც სექს თერაპიის მონაწილეა, მას შეუძლია პაციენტს მისცეს სექსუალური განათლება და შევიდეს მასთან  ინტიმურ ურთიერთობაში  საჭიროების შემთხვებაში.  პირველად ეს პრაქტიკა ოფიციალურად დანერგეს მასტერსმა და ჯონსონმა 1970 წელს.

სუროგატების უმეტესობა ქალია, თუმცა არიან მამაკაცებიც.  ზოგჯერ სუროგატს შეიძლება წყვილი წარმოადგენდეს. სუროგატების ნაწილი საკონსულტაციო ცენტრებში მუშაობენ, ნაწილი საკუთარ ოფისში.  სექსუალური სუროგატი შეიძლება იყოს: ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, სექსოლოგი და სხვა თერაპისტი.

ძირითადი პრობლემები, რომლის მოგვარებაშიც სექს სუროგატი ღებულობს მონაწილეობას:

  • ინტიმურობასთან დაკავშირებული პრობლემები
  • ნდობასთან და თავდაჯერებულობასთან დაკავშირებული პრობლემები
  • კომუნიკაციის პრობლემები
  • პაემნის შფოთვა
  • სექსუალური ინჰიბიცია
  • ერექტიული დისფუნქცია
  • ნაადრევი ეაკულაცია
  • ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს
  • სიყვარულის სიმორცხვე.

ასევე ასეთი თერაპიები სჭირდებათ ადამიანებს, ვისაც სხვადასხვა პრობლემების შედეგად არ შეუძლია სქესობრივი ფუნქციის ნორმალურად შესრულება მაგ. ავარიების, პარალიზის, ტრავმის სხვა დაავადებების შედეგად.

ამ მიმართულების ჩამოყალიბება საჭირო გახდა მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ სექსუალური პრობლემების დიდი ნაწილი მოდის ფსიქოლოგიიდან და არა ფიზიკური დისფუნქციისგან.  შესაბამისად აუცილებელი გახდა სასწავლო, კომუნიკაციური პროგრამების და თერაპიების დანერგვა.