ნეოტანტრა

sofadelamorNEOTANTRAsofa

ნეოტანტრა წარმოადგენს თანამედროვე მოდერნულ  ინტერპრეტაციას ტრადიციული ბუდისტური და ინდური ტანტრისა.  ნეოტანტრა იზიარებს ტანტრის ძირითად პრინციპებს და დამატებით იძლევა თანამედროვე ინტერპრეტაციებს. ტანტრული პრაქტიკა დასავლურ ცივილიზაციაში დაახლოებით მეთვრამეტე საუკუნისთვის შემოდვიდა და დაინერგა.

ტანტრა არის ინტერრელიგიური სპირიტუალური მოძრაობა, რომელიც შეიქმნა შუასაუკუნეებში ინდოეთში. მას აქვს საკუთარი სკრიპტურები, რომელსაც ტანტრას უწოდებენ. ტანტრული სექსი ტანტრა-იოგის მიმდინარეობის ფორმაა და მისი ანბანის გამოყენებაა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში.

ტანტრა-იოგის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ ტანრტული სექსისგან ღვთაებრივი და სრულყოფილი სიამოვნების მიღება შეიძლება. ამ დროს წინა პლანზე წამოწეულია  არა უშუალოდ კოიტუსი, არამედ    პრელუდია, ანუ  მნიშნელოვანია უშუალოდ სექსამდე მოფერება და ალერსი.

ნეოტანტრის შემადგენელი ნაწილია ასევე ტანტრული მასაჟი, რომელიც მოიცავს ეროგენული ზონების სტიმულაციას, მათ შორის სასქესო ორგანოების, მისი მიზანია მასაჟით ორგაზმის განცდაც.

მიიჩნევა, რომ  სექსუალური ურთიერთბა წყვილს შორის არის საიდუმლო და ზებუნებრივი ძალის მქონე. მისი საშუალებით შესაძლებელია წყვილის სულიერი კავშირის დამყარება ენერგიის გაცვლა, მთელი სხეულით ორგაზმის განცდა, არა მარტო სასქესო ორგანოებით.

ტანტრას მიხედვით შესაძლებელია ე.წ. „ენერგიის გაცვლა“ პარტნიორთან,  ანუ სახის ახლოს მიტანა მასთან და მისი ამონასუნთქით სუნთქვა და პირიქით;