სხეულის დისმორფული აშლილობა

mental-image-2

სხეულის დისფორმია, ან სხეულის დისმორფული აშლილობა წარმოადგენს მენტალურ დარღვევას, სომატოფორმურ აშლილობას. ამ დროს ადამიანს  საკუთარი სხეულის წარმოასხვა (აღთქმა) დარღვეული აქვს.  მაგ. შეიძლება ადამიანი გადამეტებულად დიდ ყურადღებას აქცევდეს საკუთარ რომელიმე ფიზიკურ დეფექტს, ან მახასიათებელს.  ამ მოვლენის მნიშვნელობას წარმოადგენს ის, რომ ადამიანებს დისმორფული დარღვევებით უვითარდეებათ დაბალი თვითშეფასება, შფოთვა,  დეპრესია, სოციალური ფუნქციის და როლის შესუსტება და ა.შ.

მიიჩნევა, რომ დისმორფია დაკავშირებულია, როგორც ბიოლოგიურ, ასევე გარემო ფაქტორებზე, ანუ ამ ორის კომბინაციით მიიღება.  შეიძლება ასოცირებული იყოს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობასთან.

დისმორფია, როგორც წესი, იწყება გარდატეხის ასაკში ( 12-13 წლიდან)   საკუთარი გარეგნობის კრიტიკით, მისი შინაგანი საკუთარი  სხეულის იდეალურობის აღქმა წინააღმდეგომაშია რეალურად არსებულ სხეულთან.  შემდგომში ვითარდება სიმპტომები: სოციოფობია, დეპრესია, ობესსურ – კომპულსური აშლილობა.   ასეთი ადამიანი შეიძლება აგრესიული გახდეს ახლო ადამიანების მიმართ უმიზეზოდ. მაგ. ოჯახის წევრების მიმართ.

ზოგ შემთხვევაში  დისმორფია ასოცირებულია სუიციდის მცდელობებთანაც.

პოპულაცის საშუალოდ 1-2 % აქვს სხეულის დისმორფული  აშლილობა, ხოლო მისი სიმპტომები გამოხატულია დიდ ნაწილში.

სხეულის დისმორფული აშლილობის სიმპტომები:

  • აკვიატებული ფიქრები და იდეები საკუთარი დეფექტების  და გარეგნობის მიმართ
  • აკვიატებული და კომპულსური ქცევები საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით.
  • დეპრესიის სიმპტომები / დეპრესია
  • დელუზიები საკუთარი გარეგნობის მიმართ – მტკიცედ რწმენა, მიუხედავად  ძლიერი საპირისპირო არგუმენტებისა.
  • სუიციდის იდეები
  • შფოთვა, პანიკური შეტევები
  • ქრონიკული დაბალი თვითშეფასება
  • ძლიერი სირცხვილის გრძნობა
  •  სხვებზე დამოკიდებულება, მაგ. ოჯახი მეგობრები, პარტნიორი და ა.შ.
  • მუშაობაზე კონცენტრირებას ვერ ახერხებს.
  • ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება
  • პერფექტიონიზმი (მაგ. მიმართავს კოსმეტიკურ/პლასტიკურ ქირურგიას, სხვა გზას, რათა საკუთარი სხეულის იდეალიზება მოახდინოს და შფოთვა შეიმციროს)

კომპულსური ქცევები:

  • გამუდმებულად სარკეში ყურება, ან ისეთ ზედაპირებზე, რომელსაც შეუძლია გამოსახულების არეკვლა.
  • შეიძლება იყოს საპირისპიროთაც. არ იყურებოდეს (იშვიათად) სარკეში  არ იღებდეს სურათებს.
  • საკუთარი გარეგნობის კამუფლაჟი ( მაგ. ფართხუნა, თავისუფალი ტანსაცმლის ტარება).
  •  შეიძლება საკუთარი გარეგნობის დეფექტების კომპენსირებას ცდილობდეს გადამეტებული ექსტრავაგანტული ტანსაცმელით, აქსესურებით, ვარცხნილობით და სხვა. (ამ ქცევის მაგალითად შეიძლება განვიხილოთ –  ლეიდი გაგა.)
  • გადამეტებულად ჰიგიენის და სხვა თავის მოვლის პროცედურების დაცვა.
  • გადამეტებული დიეტა და ვარჯიში.
  • საკუთარ გარეგნობას გამუდმებით ადარებს სხვა ადამიანებს, მაგ. ცნობილ სახეებს, მოდელებს, მსახიოებებს.
  • პლასტიკური ქირურგიის და დერმატოლოგიური პროცედურების გადამეტოებული გამოყენება.
  • ადამიანმა შეიძლება ავნოს საკუთარ სხეულს, თავისი ქცევით.

დისმორფია ხშირად ასოცირებულია: დეპრესიასთან, აგორაფობიასთან (ხალხმრავლობის შიში),  ობსესივ-კომპულსურ აშლილობასთან.

ვარაუდობენ, რომ სხეულის დისმორფული აშლილობა შეიძლება გამოწვეული იყოს ნეიროტრანსმიტერი სეროტონინის დეფიციტით.   მას აქვს გენეტიკური წინასწარგანწყობაც.

დისმორფიის დიაგნოზი ისმევა, როდესაც მდგომარეობა სერიოზულ დისტრესს იწვევს ადამიანში. ნორმაში ადამიანი შეიძლება ნერვიულობდეს და აწუხებდეს საკუთარი გარეგნობის კომპონენტები, თუმცა მათ უგულვებელყოფას ადვილად ახდენდეს.

მკურნალობას წარმოადგენს ქცევითი თერაპიები და კოგნიტიურ-ქცევითი თერაპიები.  შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ანტიდეპრესანტები (აქ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები.). პაროქსეტინი, სერტალინი, ფლუოქსეტინი,  ასევე ტრიციკლური ანტიდეპრესანტები.

ზოგშემთხვევაში გამოიყენება ბენზოდიაზეპინები.  ელექტროკონვულსური თერაპია.