მკერდის ტკივილი მენსტრუაციამდე

Pain-in-breasts-and-its-cure

პრემენსტრუალური სინდრომის დროს მკერდის გადიდება და ტკივილი უმეტესად ვითარდება მენსტრუალური ციკლის მეორე ნაწილში.

პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომი, მკერდის ტკივილი შეიძლება იყოს მსუბუქი, შეიძლება – ძლიერი.    ტკივილის პიკი არის უშუალოდ ციკლის დაწყებამდე. ტკივილი მენსტრუაციის დაწყების შემდგომ ქრება.

შესაძლოა ხელის მოკიდებით მკერდზე გამოხატული იყოს უხეში მკვრივი ქსოვილის შეგრძნება, ასევე მკერდის სისავსის, სიმძიმის და ყრუ ტკივილის გრძნობა.

მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში(უმეტესად), ანუ იმ დროს როცა ოვულაცია უნდა მოხდეს, მკვეთრად იზრდება ესტროგენების დონე, შესაბამისად მკერდის სადინრები დიდდება და ფართოვდება,  პროგესტერონი, რომლის პიკიც დაახლოებით 21 დღეს არის(28 დღიანი ციკლის შემთხვევაში) იწვევს მკერდის სარძევე ჯირკვლების ზრდას, იზრდება სარძევე ჯირკვლების წილების ზომაც.

მკერდის ტკივილი ხშირად ასოცირებულია  პრემენსტრუალურ სინდრომთან და მკერდის ფიბროზულ ცვლილბებთან, რომელიც კეთილთვისებიანი მდგომარეობა, მისი განვითარების მიზეზები სრულად არ არის გაგებული, თუმცა ასოცირებულია  ჰორმონულ ცვლილებებთან, მდგომარეობა უპირატესად უმჯობესდება მენოპაუზის შემდგომ.

პრემენსტრუალური სინდრომის დროს მკერდის ტკივილი რაღაც დოზით გამოხატულია თითქმის ყველა ქალში.  მდგომარეობის გაძლიერებას ხელს უწყობს ცხიმოვანი საკვებით კვება, ოჯახური ისტორია(ოჯახური ანამნეზი) და კოფეინის მოხმარება.

მიზეზები:

  • მენსტრუალური ციკლი
  • ესტროგენების შემცველი მედიკაცია
  • ადრეული ორსულობა

სახლის პირობებში მართვა.

  • ცხიმოვანი კვების შემცირება
  • კოფეინის მიღების შემცირება
  • სუფრის მარილის შემცირება
  • ვარჯიში ყოველ დღე

მდგომარეობის კონტროლისთვის შეიძლება გამოიყენებოდეს:

კონტრაცეპტივებმა შეიძლება შეამცირონ მკერდის ტკივილი.

დიურეტიკები (შარდმდენები) – აქვთ დადებითი ეფექტი სითხის დაკარგვის და შეშუპების მოხსნის მხრივ.