ანალიზები უროლოგიასა და გინეკოლოგიაში

ხშირად ანალიზების ჩაბარების წინ ადამიანს ავიწყდება ელემენტარული ნორმები, რომლებიც განაპირობებს ანალიზების ხარისხსა და სანდოობას. ანალიზების ჩაბარებამდე სასურველია მომხმარებელმა გაიგოს, რამდენად შორსაა საკვლევი ლაბორატორია, როდის წაიღებენ მის მიერ ჩაბარებულ მასალას გამოსაკვლევად და როდის იქნება მზად. შარდის ანალიზი და დასათესი მასალა უნდა გაიგზავნოს მიღებისთანავე. ანალიზები, რომლეიც ჩაბარებიდან 3 საათი არ მიდი ლაბორატორიაში, ვერ იქნება სანდო.

გასათვალისწინებელია, რომ ანალიზების აღება უნდა ხდებოდეს „სუფთა ფონზე“, ანუ ყოველგვარი მედიკამენტების მიღებისა და გარაგანი საშუალებების გამოყენების გარეშე.

მკურნალობის დასრულებიდან 2 კვირაზე ადრე ჩატარებული ანალიზიც ვერ იქნება სანდო და ასეთ დროს ინფექციის არ არსებობაზე ვერ იქნება ლაპარაკი, თუნდაც ანალიზები იყოს სუფთა.

დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ ყოველკვირეულად ანალიზების ჩაბარება უშედეგოა. დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ ანალიზები უნდა გაკეთდეს სიმპტომების შესაბამისად, როცა დაავადება გამოვლინდება. ნაცხის ანალიზი უნდა ჩაბარდეს ერთი კვირის , ან სიმპტომების გამოვლენის შემდეგ.

რაც შეეხება ვირუსულ ინფექციებს ანალიზები უნდა გაკეთდეს, 2 კვირაში, 1 თვეში და სამ თვეში. ეს ეხება ანტისხეულებზე ანალიზებსაც.

გამონაკლისები არიან ის ადამიანები, რომლებიც ეწევიან უკონტროლო სექსუალურ ცხოვრებას. აღსანიშნავია, რომ პრეზერვატივიც კი არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან 100%, მიუხედვად იმისა ის გახეულია, თუ მთელი.

თუკი ადამიანის პარტნიორს აქვს რაიმე ინფექცია, საჭირო არ არის ყველა დაავადებაზე ანალიზის ჩატარება, საჭიროა იმ კონკრეტული ინფექციის სადიაგნოსტიკოდ არსებული ყველა ანალიზის გაკეთება.

დათესვის პასუხები იქნება სულ მცირე 5-7 დღეში, ვერანაირი ექსპრეს მეთოდი ამას ვერ დააჩქარებს.

შარდის საერთო ანალიზი და გინეკოლოგიური ნაცხის ანალიზი, აგრეთვე მამაკაცებში ნაცხი ურეთრიდან, არ საჭიროებს დიდ დროს და კეთდება საშუალოდ 20 წუთში.

ჯაჭვურ-პოლიმერაზული რეაქცია საჭიროებს 3-4 დღეს, ლაბორატორიას გააჩნია. ჯაჭვურ-პოლიმერაზული რეაქციისა და დასათესი მასალის აღების წინ არ შეიძლება:

  • მოშარდვა 3 საათი;
  • მადეზინფიცირებელი საშაულებების გამოყენება;
  • ანტიბაქტერიული საპნების გამოყენება;
  • მასალის აღებამდე 36 საათი სქესობრივი ცხოვრება;
  • უროსეპტიკებისა და ანტიბაქტერიული საშუალეების გამოყენება, თუ ისინი აუცილებელია, ლაბორატორია უნდა წინასწარ იქნას გაფრთხილებული.

ქალებში საკვლევი მასალის აღება (ჯაჭვურ-პოლიმერაზული რეაქცია, ნათესი, ნაცხი)

ასეთი გამოკვლევების ჩატარების წინ არ შეიძლება:

  • მასალის აღებამდე 3 საათი მოშარდვა;
  • ვაგინალური მადეზინფიცირებელი ხსნარების გამოყენება;
  • ნებისმიერი სახის ვაგინალური სანთლების გაკეთება 36 საათით ადრე;
  • ანტიბაქტერიული საპნის გამოყენება;
  • სქესობრივი ცხოვრება ანალიზამდე 36 საათი;
  • ვაგინალური ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება;
  • უროსეპტიკებისა და ანტიბიოტიკების გამოყენება ;
  • ანალიზის ჩაბარება მენსტრუაციის დროს.

შარდის ანალიზის ჩაბარება ქალებსა და მამაკაცებში

საჭიროა დილის შარდის შუა პორცია, ანუ პირველ და ბოლო ნაკადს შარდავენ შარდის შესაგროვებელი კონტეინერის გარეთ.

შარდის დასათესად საჭიროა, რომ ქალებმა ინტიმური ჰიგიენა დაიცვან საგულდაგულოდ, რომ ვაგინალური ფრლორა არ შეერიოს შარდს და ანალიზის პასუხი არ იყოს მცდარი.

კონტეინერი უნდა იყოს სტერილური. ჩვეულებრივ მათ პაციეტს ატანენ ექიმები, ან პაცინეტი იყენებს ხელმისაწვდომ ჭურჭელს (თავსახურიანი ქილა), რომელსაც წინასწარ დაამუშავებს მდუღარე წყლით არა უმცირეს 10 წუთისა.

ანალიზის აღების წინ არ შეიძლება:

  • მოშარდვა (საჭიროა შარდის დილის პორცია);
  • ბევრი სითხის დალევა (ჩვეულებრივზე მეტის);
  • ცოტა სითხის მირება (ჩვეულებრივზე ცოტასი);
  • მადეზინფიცირებელი ხსნარების გამოყენება;
  • სქესობრივი ცხოვრება 12 საათი ანალიზის არებამდე;
  • ქალებში არ არის სასურველი მენსტრუაციის დროს ამ ანალიზის ჩაბარება;
  • უროსეპტიკებისა და ანტიბიოტიკების გამოყენება.

ყოველწლიური გამოკვლევები (სასურველია ყველა ადამიანისთვის)

  • შარდის საერთო ანალიზი;
  • შარდის დათესვა და ანტიბიოტიკოგრამა;
  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • ნაცხის ანალიზი ქალებში;
  • საჭიროებისამებრ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე.

ორივე სქესისთვის აუცილებელი კომპლექსური გამოკვლევები გენიტალურ ინფექციებზე

  1. აივ ანტისხეულები – სისხლი
  2. სიფილისი – სისხლი IgM + IgG + ჩამონაფხეკი
  3. ჰეპატიტები – А, В, С, D, G, E – სისხლი;
  4. ტოქსოპლაზმოზი – სისხლი;
  5. ციტომეგალოვირუსი – სიხლი;
  6. გონორეა – ჩამონაფხეკი;
  7. ქლამიდია ტრახომატისი – ჩამონაფხეკი და სისხლი IgG+IgM+IgA
  8. მიკოპლაზმა – mycoplasma hominis, mycoplasma urealitikum, mycoplasma parvum, mycoplasma genitalium, mycoplasma spetsies – ჩამონაფხეკი
  9. ურეაპლაზმა – ureaplasma spetsies, ureaplasma urealitikum, ureaplasma parvum
  10.  გარდნერელოზი – ჩამონაფხეკი
  11.  ტრიქომონიაზი – ჩამონაფხეკი
  12.  ებშტეინ-ბარის ვირუსი – ცამონაფხეკი და სისხლი
  13.  ტუბერკულოზი – სისხლი და რენგრენი
  14.  ჰერპესვირუსი I,II,IV ტიპი – ჩამონაფხეკი
  15.  ნაცხის ანალიზი საშოდან
  16.  ნაცხის ანალიზი ურეთრიდან
  17.  ნაცხის ბაქტერიოსკოპია
  18. პროსტატის სეკრეტის ბაქტერიოსკოპია
    dT1hSFIwY0Rvdkx6TmpMVzFoYVd4amIyMHRiSGhoTG5ObGNuWmxjaTVzWVc0dmJXRnBiQzlqYkdsbGJuUXZhVzUwWlhKdVlXd3ZZWFIwWVdOb2JXVnVkQzlrYjNkdWJHOWhaQzkwWVhSME1GOHhMUzB0ZEcxaGFURTBOV1k1TmpRek5EQmhPV000WkRJN2FuTmxjM05wYjI1cFpEMUZPRFEwTnpFMU