ნაზი სიყვარული

Many-Different-Ways-We-Smooch-02-pg-full

ნაზი სიყვარული წარმოადგენს სიყვარულის ფორმას, რომელიც გამოიხატება  რომელიმე ადამიანის მიმართ ძლიერი დადებითი ემოციით. ნაზი სიყვარული მეტია ვიდრე მეგობრობა და უბრალო კეთილგანწყობა, ხშირად მას თან ახლავს ზრუნვის სურვილიც.  სიყვარულის ამ ტიპს უკავშირებენ დედის და შვილის ურთიერთბას და ზოგადად მშობლების და შვილების სიყვარულi.   ნაზ სიყვარულს, როგორც წესი არ ახლავს თან სექსუალური ვნება და ლტოლვა.

ნაზი სიყვარულის დროს არ არის გამოხატული  შფოთვა, აგზნება, ახასიათებს მეტი სტაბილურობა და სიმშვიდე.  ნაზი სიყვარულის საპირისპირო მნიშვნელობით იყენებენ სიტყვა ვნებას.

არსებობს მოსაზრებები, რომლის მიხედვითაც ნაზი სიყვარულის გამოხატულებები განსხვადება სიყვარულის სხვა ფორმებთან, მეტად ასოცირებულია მიჯაჭვულობასთან. მაგ. დედა, როცა ძუძუთი კვებავს შვილს ეს ქცევა შეიძლება განიხილებოდეს ნაზი სიყვარულის გამოვლინებად, რომელიც ასოცირებულია განსაკუთრებულ ჰორმონულ მდგომარეობასთან, რომელიც იწვევს ინტერპერსონალურ მიჯაჭვულობას. მაგ. ოქსიტოცინი, რომელიც ასევე გამოთავისუფლდება სქესობრივი აქტის შემდგომ და ემოციურად აახლოებს წყვილს.

მზრუნველი და ნაზი ქცევა და დამოკიდებულება ადამიანის მიმართ უკვე გამოხატავს მის პოზიციას პიროვნების მიმართ. მარტივად რომ ვთქვათ თუ ერთი ადამიანი თბილად და ზრუნვით ექცევა მეორეს ეს უკვე ნიშნავს, რომ მის მიმართ ნაზი სიყვარულის გრძნობა აქვს.

ნაზი სიყვარული შეიძლება გამოხატოს არა მარტო მშობელმა შვილის მიმართ, არამედ პარტნიორებმა ერთმანეთის მიმართ. შეყვარებულმა ადამიანმა თავისი სიყვარულის ობიექტის მიმართ და ა.შ.

ადამიანზე ნაზი სიყვარულის გამოვლინება როგორც წესი დადებითად მოქმედებს ურთიერთბაზე, აახლოვებს ადამიანებს და ერთმანეთის მიმართ აჩენს უფრო ოჯახურ დამოკიდებულებას.