ანაფროდიზიაკები

No_Love1-225x300

ანაფროდიზიაკები იგივე ანტიაფროდიზიაკები,  ანუ ნივთიერებები რომლებიც თრგუნავენ  სექსუალურ ლტოლვას-ლიბიდოს.  აფროდიზიაკები პირიქით, აძლიერებენ სექსუალურ ლტოლვას.   ცნობილ, გავრცელებულ ანაფროდიზიაკებს წარმოადგენენ ალკოჰოლი და თამბაქო.  ალკოჰოლი ამ შემთხვევაში ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენს. მისი მცირე რაოდენობით მოხმარება პირიქით, ხსნის სექსუალურ ინჰიბიციას და ადამიანის სექსუალური ქცევა შეიძლება უფრო თამამი და გამოხატული იყოს, დიდი რაოდენობით და ხანგრძლივი დროით  მოხმარების შემთხვევაში  კი იწვევს, როგორც ერექციის პრობლემებს, ასევე ორგაზმის გაძნელებას.

ცნობილ ანაფროდიზიაკებს წარმოადგენენ ასევე ოპიოიდები: მორფინი, ჰეროინი,  დიჰიდროკოდეინი, კოდეინი.

სხვა ანაფროდიზიაკებს წარმოადგენს ქალის სასქესო ჰორმონი  ესტროგენები, თუმცა ქალებში ნორმაში მათ აქვთ როლი სექსუალურ რეაქციაში და ნორმალური სექსუალური ცხოვრებისთვის საჭიროა.  ასევე მნიშვნელოვან სინტეზურ პრერარატებს წარმოადგენს  ანტიანდოგენები.   ამ მედიკამენტებს საკმაოდ დიდი გვერდითი  ეფექტები აქვთ:  თმის ცვენა,  გუნება-განწყობის დარღვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, მკერდის განვითარება. ამიტომ ადამიანების ფართო სეგმენტში ნაკლებად გამოიყენება.  ხშირად გამოიყენება სექსუალური დამნაშავეების წინააღმდეგ.

ანაფროდიზიაკული ეფექტი შეიძლება ჰქონდეს სხვა სამკურნალო მედიკამენტებს, რომელთა ძირითადი დანიშნულება სხვა მდგომარეობის მკურნალობაა. მაგ. სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორები, ანტიფსიქოზურები და სხვა მედიკამენტები.

ზოგ შემთხვევაში გამოიყენება ციპროტერონი და მედოქსიპროგესტერონი, სექსუალური პარაფილიების არსებობის შემთხვევაში, რომელიც არ არის თანხვედრაში კანონთან და პირობით მსჯავრდებულების შემთხვევაში. მაგ. გაუპატიურების ფაქტებზე, პედოფილიის დროს და ა.შ.   თუმცა ამ ანტიანდროგენებს თავის მხრივ სერიოზული გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეთ, განსაკუთრებით მაღალი დოზებით მიღების შემთხვევაში.

ანაფროდიზიაკების მიღების მიზეზები სხვადასხვა შეიძლება იყოს. მაგ. ადამიანს გამოცდების ან სხვა სერიოზული სოციალური შემთხვევების წინ უნდა, რომ კონცენტრირებული იყოს მხოლოდ  მომავალ მოვლენაზე და არ უნდა სექსუალურმა სურვილებმა და ლტოლვამ მის ფიქრებში ადგილი დაიკავონ, ასევე, როდესაც ადამიანს უწევს ისეთ მდგომარეობაში ყოფნა, სადაც პენისის ერექციამ შეიძლება გამოიწვიოს სოციალური შეუსაბამობა.  დამნაშავეებში სხვადასხვა პარაფილიით, რომლის მიზანია სექსუალური სურვილების სისუსტე და სექსუალური ინერტულობა. მაგ. პედოფილიის დროს, სხვადასხვა რელიგიური შეხედულებები.