ანალური მასტურბაცია

wespin1

ანალური მასტურბაცია წარმოადგენს სექსუალური ქცევის ფორმას, რომლის დროსაც ფოკუსირება ხდება ანუსზე და რექტუმზე (სწორ ნაწლავზე).   ანალური მასტურბაცია შეიძლება ხდებოდეს სხვადასხვა საგნებით ან მანუალურად (ხელით).  ანალური მასტურბაცია შეიძლება გამოხატული იყოს როგორც ქალების ასევე კაცების მხრიდან.

ანალური მასტურბაციის ყველაზე გავრცელებული ახსნას  წარმოადგენს ის, რომ ანალური სფინქტერის მიმდებარედ არის ბევრი ნერვული დაბოლოვება რომელთა სტიმულაციაც ძლიერი სიამოვნების მიმნიჭებელია ადამიანისთვის. მამაკაცები ანალური სტიმულაციით ხშირად ახდენენ  პროსტატის სტიმულაციას, ხოლო ქალებში შესაძლებელია G წერტილის სტიმულაცია. ასევე ამ დროს ხდება კლიტორის „ფეხების“ სტიმულაცი,რომელიც ასევე ძლიერი სიამოვნების მომგვრელია.

ქალების ნაწილისთვის ძლიერ სასიამოვნოა ჰეტეროსექსუალური კავშირის დროს ანუსზე შეხება, ანუ კოიტუსის დროს  ანუსის მიდამოს სტიმულაცია, ისინი აღნიშნავენ, რომ ამ გზით განცდილი ორგაზმი ძლიერი სიამოვნების მომტანია.  

ანალური მასტურბაციისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჰიგიენას და უსაფრთხოების ზომების დაცვას.

გამწმენდი ოყნის ან  წყლის შხაპით ანუსის და სწორი ნაწლავის გამორეცხვა ზოგჯერ არა მარტო ჰიგიენურ  საშუალებას, არამედ მასტურბაციის  ფორმასაც წარმოადგენს.   ამ მოვლენას კლიზმაფილიასაც უწოდებენ.

ადამიანები ანალური მასტურბაციის მიზნით იყენებენ სხვადასხვა საგნებს  : თითებს, ვიბრატორს,  ანალურ ბურთებს, დიდლოს და სხვა.

ფსიქოანალიზური მოხსენებებით ზოგჯერ პატარა ბავშვებში (ბიჭებში), ფეკალიების გამოყოფა იმ ფონზე,  როცა უკვე ნასწავლი აქვს ღამის ქოთანზე ჯდომა განიხილება, როგორც ანალური მასტურბაციის ფორმა. თუმცა ეს ფაქტი საკამათოა.

ანალური მასტურბაციის  დროს  უსაფრთხოების დაცვა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული გართულებები შეიძლება მოჰყვეს.  ანუსის მიდამო ძლიერ მგრძნობიარე და ნაზი რეგიონია, მისი დაზიანება ადვილია. ასევე ნაწლავების (აქ სწორი ნაწლავი) კედლები ადვილად შეიძლება დაზიანდეს უცხო საგნის მოთავსების შედეგად. ნაწლავის კედელი ვერ გრძნობს ტკივილს, შეიძლება მასში მოთავსებული საგნის გამოღება ქირურგიული მეთოდით გახდეს საჭირო, იმ შემთხვევაშიც კი თუ ნაწლავი დაზიანებული არ არის.  ანალური მასტურბაციის დაწყებამდე საჭიროა სწორი ნაწლავის გათავისუფლება, სასურველია გამწმენდი ოყნა, ასევე ანუსის სათანადო ლუბრიკაცია და რელაქსაცია (მოდუნება). არ შეიძლება ანალური მასტურბაცია უხეშ ზედაპირიანი და ბასრი   საგნებით,  ხშირად ასეთ საგნებს წარმოადგენენ ბოსტნეული და  გრძელი ფრჩხილები.  ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხილი და ბოსტნეულის ზედაპირზე დიდი რაოდენობით მიკროორგანიზმებია, რომელსაც შეუძლია ნაწლავების ინფიცირება.

ანალური მასტურბაციის უმეტეს გართულებას წარმოადგენს სისხლდენა, რომელიც შეიძლება იყოს სუსტი ან ძლიერი. სუსტმა შეიძლება მალევე, მკურნალობის გარეშე გაიაროს, ძლიერი სისხლდენა საჭიროებს სამედიცინო ჩარევას, არც ერთ შემთხვევაში მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.

ხანგძლივი ძლიერი სისხლდენა სიცოცხლისთვის საშიშია, ასევე სწორი ნაწლავის პერფორაციის(გახევის) შედეგად შესაძლოა  განვითარდეს პერიტონიტი რაც რთულ სამედიცინო მდგომარეობას წარმოადგენს, მისი მკურნალობა მრავალ სირთულესთან არის ასოცირებული და სიცოცხლისთვის საშიშია.