ესტროგენების დეფიციტის მიზეზიბი

ესტროგენების დეფიციტის პროვოცირება ქალის ორგანიზმში ხდება საკმაოდ სერიოზული პრობლემებით. პირველი მენსტრუაციიდან დაწყებული მენოპაუზამდე ესტროგენების დონე თითქმის ერთ დონეზეა ქალის ორგანიზმში. დაახლოებით 40 წლისთვის ქალებში იწყება ესტროგენების დონის დაქვეითება და იწყევა მისი დეფიციტის სიმპტომების გამოვლინება. ის არა მხოლოდ განაპირობებს ქალის ორგანიზმის ქალურობას, არამედ ბევრი მნიშნელოვანი ფუნქციაც აკისრია. მაგ, ესტროგენების არიან ქალის გულისცემის რითმის მოწესრიგებაზე, ამიტომაც მისი დეფიციტი იწვევს არითმიებს.

ესტროგენების დონის შემცირების მიზეზი ჩვეულებრივ ბუნებრივია. 40 წლის ასაკისთვის იწურება ქალის შვილოსნობის შესაძლებლობა, იმის გამო, რომ იწურება კვერცხუჯრედების მარაგი. ამის გამო ესტროგენების ნაკლებობა იწყება. ორგანიოზმი ჰიპოფიზში გამომუშავებული ფოლიკულომასტიმულირებელი და მალუთეინიზირებელი ჰორმონის საშუალებით ცდილობს საკვერცხეებში ესტროგენების აქტიური სინთეზი გაანაახლოს. თუმცა ეს მცდელობები ჩვეულებრივ უშედეგოა და ესტროგენების დონე განუხრელად მცირდება. ეს სტადია დგება საშუალოდ 4-50 წლის პერიოდისთვის და ხასიათდება მენოპაუზის კლასიკური სიმპტომებით – ალები, ოფლიანობა, გაღიზიანებულობა, თავის ტკივილი და ა.შ.

ზემოთ ხსენებული ესტროგენების უკმარისობა უკავშრდებოდა ასაკობრივ ცვლილბებს, მაგრამ ესტროგენების უკმარისობის მიზეზი შეიძლება იყოს ესტროგენების სინთეზის პრობლემები – პრობლემები საკვერცხეებში. საკვერცხეების ფუნქციაზე მოქმედი ნებისმეირი ფაქტორი განაპირობებს ესტროგენების დონის ცვლილებებს. ამას გარდა ჰორმონების სინთეზის ცენტრალური მექნიზმების პრობლემები – ანუ პრობლემები ჰიპოთალამო-ჰიპოფიზის სისტემაში. აქტიური სპორტული ცხოვრებით მცხოვრები ქალები (სპორტსმენი ქალები, განსაკუთრებით მძლეოსნები) განიცდიან ესტროგენების უკმარისობას ტესტოსტერონის მოჭარბებული სინთეზის გამო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ესტროგენების დონის რეგულირებაში არის ცხიმოვანი ქსოვილი. როცა ქალს აქვს წონის დეფიციტი და განლეულია მთელი მისი ცხიმოვანი ქსოვილი, მის ორგანიზმში ჰორმონალური ფონი განადგურების პირასაა.