ჰიპოსპადია

Hypospadias-lg

სურათზე ნაჩვენებია ჰიპოსპადიის სამი სხვადასხვა ხარისხი, განხილულია ტექსტში.

ჰიპოსპადია წარმოადგენს დაბადების დეფექტს, რომელიც ვითარდება ბიჭებში გამოიხატება შარდსადენის  გარეთა ნაპრალის გადანაცვლებით და ადგილის შეცვლით.  ნორმაში შარდსადენი იხსნება პენისის თავზე ჰიპოსპადიის შემთხვევაში კი  იხსნება უფრო ქვევით თითქმის ნებისმიერ ადგილზე.  შეიძლება შარდსადენი გამოდიოდეს სკროტუმს და პენის შორის, ჩუჩის ლაგამთან, ან სხვა ადგილზე.  არსებობს ჰიპოსპადიის სხვადასხვა ფორმები. პირველი ხარისხის დროს, შარდსადენი იხსნება პენისის თავთან, ოღონდ არა იქ სადაც ნორმაში უნდა იხსნებოდეს.  მეორე ხარისხის დროს შარდსადენი იხსნება ასოს სხეულზე, ხოლო მესამე ხარისხისას – შორისის მიდამოში.  უმეტეს შემთხვევაში გვხვდება პირველი ხარისხის ჰიპოსპადია. 

მძიმე ჰიპოსპადიაზის შემთხვევები შეიძლება ასოცირებული იყოს სხვა პათოლოგიებთანაც. მაგ რომელიმე სათესლის მუცლის ღრუში მდებარეობა(კრიპტორქიზმი), საზარდულის თიაქარი და სხვა პათლოგიები.

ჰიპოსპადიის განვითარების ზუსტი მიზეზები უცნობია. ზოგ შემთხვევაში ასოცირებულია დედის ორსულობაში პროგესტერონის მიღებასთან.

ჰიპოსპადიის მსგავსი ოღონდ უფრო იშვიათი შემთხვევაა ეპისპადია, რომლის დროსაც შარდსადენის გასავალი მდებარეობს პენისის დორსალურ ზედაპირზე, ანუ პენისზე არა ქვევით, არამდე ზევით.

მკურნალობას უმეტესად წარმოადგენს ქირურგიული ჩარევა.  მკურნალობის გარეშე მისი დატოვება ქმნის კოსმეტიკურ დეფექტს, ხოლო მეორე, მესამე ხარისხის შემთხვევაში სხვა პრობლემებსაც მაგ. უნაყოფობა.

ქირურგიული მკურნალობა ძირითადად წარმატებულია და სრულდება ადრეულ ასაკშივე ბავშვებში.