მრუშობა

women_forgive_infidelity_easily

ღალატი, მრუშობა,  წარმოადგენს სექსუალურ ურთიერთობას ან ახლო ემოციურ ურთიერთბას პარტნიორის მიღმა/გარეშე.   ღალატს ხშირად ახლავს თან ტყუილი, ორგულობა, რწმენა ან რწმენის რღვევა.  ღალატის განმარტება და საზოგადოების მიერ მისი აღქმა სხვადასხვაა განსხვავებულ  კულტურაში.

ღალატი შეიძლება მოხდეს ნებისმიერ წყვილს შორის, ნებისმიერი სახის ურთიერთბაში. მაგ. ღია ურთერთბების დროს, სადაც პარტნიორის გარდა სხვა ადამიანთან სექსი შეიძლება დაშვებული იყოს, მაგრამ ღალატად შეიძლება აღიქვას ადამიანმა ფარული ურთერთბა რომელიც შეიძლება რომელიმე პარტნიორმა დაამყაროს სხვასთან მეორის ინფორმირების და თანხმობის გარეშე.  ანუ გააჩნია შეთანხმებას, რომელსაც ეყრდნობა წყვილის ურთიერთობა.

როგორც წესი ემოციურ ღალატს მეტი სიმძიმე შემოაქვს წყვილის ურთიერთობაში, ვიდრე მხოლოდ ფიზიკურ ღალატს. მაგ. ერთი ფიზიკური ღალატის შემდეგ შეიძლება  იგივე აღარასდროს გაიმეოროს პარტნიორმა და მთელი ცხოვრება ერთგული დარჩეს. ემოციური ღალატის დროს კი ადამიანი ძლიერ ურთიერთობას ამყარებს სხვასთან, რისი დარღვევა და შეჩერებაც უფრო ძნელია.

ღალატის სტატისტიკა სხვადასხვაგვარია,  საშუალოდ 30-40 % ადამიანების ღალატობს. დაქორწინებულებს შორის შედარებით ნაკლები. თუმცა ამის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღება ძნელია.  ზოგადად კაცები უფრო ხშირად ღალატობენ პარტნიორს, ვიდრე ქალები.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ადამიანები არ არიან სრულად არც მონოგამურები და არც პოლიგამურები.   ანთროპოლოგი ბობი ლოუ აღნიშნევს, რომ ადამიანები არიან „მსუბუქად პოლიგამურები“.  ანუ ევოლუციურად  არიან პოლიგამურები, თუმცა ნელ-ნელა გადადიან მონოგამურ ურთიერთბებზე.

სხვადასხვა კულტურებს შორის არსებობს სხვაობა ღალატის და ეჭვიანობის აღქმასთან დაკავშირებით. მაგ ამერიკაში სექსუალური ღალატი უფრო მძაფრად აღიქმება, ვიდრე ჩინეთში.

ფროიდი ღალატსაც განიხილავდა სტრუქტურული მოდელის მიხედვით. მას ჰყოფდა სამ ნაწილად. 1) ნაღალატევი  – სუპერეგო, 2 ) მოღალატე – ეგო 3) საყვარელი – იდი.