ერთი ნახვით სიყვარული

LOVE-at-first-sight-disney-couples-8528778-800-600

დისნეის ერთი ნახვით შეყვარებული წყვილები

ერთი ნახვით შეყვარება, თვითონ ტერმინი დამკვიდრდა დასავლურ ლიტერატურაში და წარმოადგენს   მოვლენას, რომლის დროსაც ადამიანს უჩნდება რომანტიული  გრძნობები უცნობის მიმართ პირველი ნახვისთანავე.  ერთი ნახვით სიყვარულში ძირითადად იგულისხმება ძლიერი ვნება , ეროტიული და/ან რომანტიული  განცდები, რომელიც შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს მეორის მიმართ დროის მოკლე მონაკვეთში.  ბერძნულ მითლოგიაში ეს მოვლენა წარმოდგენილია როგორც სიყვარულის ღმერთის (კუპიდონი ან ეროსი)  მიერ სიყვარულის ისრების სროლით გამოწვეული მოვლენა ადამიანის დანახვისას. ბერძნული მითლოგიის თანახმად ერთი ნახვით შეყვარება შეიძლება მოხდეს, როგორც საპირისპირო სქესებს შორის, ასევე მსგავს სქესს შორის.  მაგ. ნარცისმა , როდესაც საკუთარი გამოსოსახულება დაინახა, უმალ შეუყვარდა საკუთარი თავი.

ერთი ნახვით შეყვარებას ცოტა სხვაგვარი განმარტება აქვს პლატონის სიმპოზიუმში, სადაც ერთი ნახვით სიყვარული აღწერილია, როგორც მოვლენა, რომლის დროსაც ქალი და კაცი, ერთმანეთის შესაბამისები, ერთმანეთის ნახევრები, ბედის გავლენით თუ შეხვდებიან ერთმანეთს. ისინი იგრძნობენ, რომ  სიყვარულით „მოიწამლნენ“, ერთმანეთის მიმართ უჩნდებათ ახლობლური, მეგობრული,  სასიყვარულო განცდა.

ფსიქოლოგიური ხედვით  ერთ ნახვით სიყვარული წარმოადგენს ადამიანის პირველ რომანტიული მოწონების და მოხიბლულობის  რეაქციას, რომელიც ყალიბდება დაახლოებით შეხედვიდან 0,13 წამის განმავლობაში.   მეორე ახსნით, ერთი ნახვით სიყვარულია როდესაც წყვილი, პირველი რამოდენიმე წუთის განმავლობაში ინტუიციით, გაცნობიერებულად ან გუცნობიერებლად ხვდებიან, რომ მათ ურთიერთობას წარმატებული მომავალი  შეიძლება ჰქონდეს, ამიტომ ერთმანეთის მიმართ უჩნდებათ მოწონების და სიახლოვის გრძნობა. ანუ დაახლოებით ის რაც პლატონის  ჰიპოთეზაშია წარმოდგენილი.

ერთ ნახვით სიყვარული ხელოვნებაში, რელიგიაში ნათლად არის წარმოჩენილი. დაწყებული ბიიბლიიდან, სადაც  ისააკს რებეკა, იაკობს კი  რახილი (რეიჩელი) ერთ ნახვით შეუყვარდათ, დამთავრებული სინემატოგრაფიით, სადაც არა ერთ  სურათშია წარმოჩენილი ერთი ნახვით სიყვარული მაგ.   კონკიას თავგადასავალი,  აპრილის წვიმები,  დიდი თევზი,  ახლადდაქორწინებულები,   უბის წიგნაკი,  ნაიარევი სახე,   ვოლი, ბინდი, დისნეის თითქმის ყველა კლასიკური ანიმახია და კიდევ მრავალი სხვა ფილმი.