დუგლასის ფოსო

pouch-of-douglas

დუგლასის ფოსო, რექტოუტერინული ფოსო, რექტოვაგინალური ექსკავაცია, რექტოუტერინული ექსკავაცია  წარმოადგენს ფოსოს, ჩაღრმავებას,  რომელიც მდებარეობს სწორ ნაწლავსა და საშვილოსნოს უკანა კედელს შორის ქალის სხეულში.

დუგლასის ფოსო წარმოადგენს პერიტონეუმის ღრუს ყველაზე დაბალ წერტილს შესაბამისად მასში სითხის დაგროვება, პირველ რიგში ვლინდება  დუგლასის ფოსოში სითხის დაგროვებით.

კაცებში დულგლასის ფოსო  შეესაბამება რექტოვეზიკალურ ექსკავაციას. ანუ ფოსო სწორ ნაწლავს და შარდის ბუშტს შორის.

დუგლასის ფოსოში შეიძლება დაგროვდეს სხვადასხვა სახის სითხე, რაც პათლოგიის ნიშანია მაგ. ჩირქი, სისხლი, სხვადასხვა ქსოვილები და უჯრედები. დუგლასის ფოსოში შეიძლება გავრცელდეს  სიმსივნეები და ენდომეტრიოზი.

მიიჩნევენ, რომ სექსუალური აგზნების დროს  დუგლასის ფოსო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მისი სტიმულაცია ძლიერ სასიამოვნოა.  დუგლასის ფოსოს სტიმულაცია შესაძლებელია საშოს უკანა ზედა კედლის მიღმა, ასევე სწორი ნაწლავის წინა კედლის სტიმულაციით.  დუგლასის ფოსო მიეკუთვნება ღრმა ეროგენულ ზონას.

დუგლასის ფოსოში მცირე ოდენობით სითხე შეიძლება იყოს ოვულაციის პერიოდში, ასევე  საკვერცხეების და სხვა მიმდებარე ქსოვილების ანთების დროს.   სითხის არსებობა დგინდება ექოსკოპიური გამოკვლევით, ხოლო სითხის ბუნების დადგენა შესაძლებელია ნემსით სითხის გამოღებით. ჩხვლეტა ხდება საშოს უკანა კედლის ინციიით, ამ პროცედურას კულდოტომია ჰქვია.