სიყვარულზე დამოკიდებულება

in love with jerk

 

სიყვარულზე დამოკიდებულება წარმოადგენს მდგომარეობას, როდესაც ადამიანს აქვს  მუდმივი მოთხოვნილება, იყოს შეყვარებული.  სიყვარულზე დამოკიდებულება შეიძლება მოიცავდეს მრავალ განსხვავებულ ქცევას. სიყვარულზე დამოკიდებულ ადამიანს მუდმივად სჭირდება მეტი სიყვარული, მეტი ზრნუვა, მეტი სიახლოვე და ა.შ.

ზოგადად შეყვარების „პროცესი“ შემდეგნაირია, ჯერ ადამიანს მოწონს ვინმე, შემდეგ აიდეალიზებს მას და მისი ყველაფერი მოსწონს და უყვარდება, შემდეგ ხდება მასზე დამოკიდებული სულ მასთან უნდა, სურვილი აქვს იზრუნოს მოეფეროს და ა.შ.  პროცესი შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში, შეიძლება იყოს ძალზედ სწრაფიც.  ადამიანები ყველა სიკეთეს უკავშირებენ ამ ერთ ადამიანს, ფიქრობენ, რომ მხოლოდ მას შეუძლია სიკეთის  და  ბედნიერების მოტანა მისთვის.  მაგრამ არიან სიყვარულზე დამოკიდებული ადამიანები, რომელთაც ეს სიყვარულის „ სიბრმავე“ გამუდმებულად აქვთ, მუდმივად ისწრაფიან პარტნიორთან სიახლოვისთვის და  მუდმივად ცდილობენ სიყვარული „ გამოწოვონ“ პარტნიორს, ანუ მათ ქცევა ემსგავსება პარაზიტობას და ნაკლებ სიყვარულს.  სიყვარულზე დამოკიდებულ ადამიანებს ახასიათებთ აკვიატებული იდეები და დამოკიდებულება სიყვარულის მიმართ.

სიყვარულზე დამოკიდებულება წააგავს ნებიმიერ სხვა რამეზე დამოკიდებულებას, მაგ. ალკოჰოლიზმი, სექსზე დამოკიდებულება, ნარკომანია და ა.შ.  სიყვარულზე დამოკიდებულების დროს ვითარდება გამუდმებულად პარტნიორის მოთხოვნა, ადამიანს საკუთარი თვითშეფასებისთვის, სამყაროს სრულუფლებიანი წევრობისთვის და კმაყოფილებისთვის გამუდმებით სჭირდება პარტნიორის  მასთან ყოფნა.

არიან  სიყვარულზე დამოკიდებული ადამიანები, რომელთაც უბრალოდ არ შეუძლიათ, რომ შეყვარებულები არ იყვნენ, მუდმივად ეძებენ სიყვარულს, ზოგჯერ შეიძლება საყვარელი ადამიანთან დაშორებამ დააკარგვინოთ თავი, გააკეთონ ნებისმიერი რამ,  თუნდაც დაუპირისპირდნენ მთელს მათ გარშემო საზოგადოებას. სიყვარულზე დამოკიდებულმა ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს თვით დესტრუქციული ქცევებიც.

სიყვარულზე დამოკიდებული ადამიანები პარტნიორთან შედიან იმდენად ახლო ურთიერთბაში და იმდენად ღრმად, რომ შემდგომში არ  აძლევენ არაფრის გაკეთების  საშუალებას,  ეს როგორც წესი ადამიანზე მძიმედ მოქმედებს და იკარგება ინტიმურობა,  ურთიერთობა მრავალ შემთხვევაში სრულდება ცუდად.