სურვილის ფორმები

hypoactive-sexual-desire-disorder-women

ადამიანის სექსუალური სურვილის განხილვა ორი კუთხით შეიძლება, ერთი, როგორც ბიოლოგიური მოვლენა, ანუ ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, ადამიანი მუდმივად  ან ცდილობს ტკივილი შეიმსუბუქოს, ან მიიღოს სიამოვნება, სექსუალური სურვილი და სექსი, სწორედ სიამოვნების მიღების გზაა.  ბიოლოგიურ სურვილს, ხშირად სექსუალურ ლტოლვას, ნდომას, ლიბიდოს უწოდებენ.     მეორე მხრივ სექსუალური სურვილი შეიძლება იქნეს განხილული, როგორც  სოციო-კულტურული მოვლენა, მაგ. ადამიანთან დაახლოების გზა.

როგორც წესი, ადამიანი მიზანმიმართული არსებაა, ანუ იმისთვის, რომ ჰქონდეს სექსუალური აქტივობა, ან სექსუალური სურვილი, ზოგჯერ საკმარისი არ არის მხოლოდ ბიოლოგიური მდგომარეობა, უნდა არსებობდეს სტიმული, რომელიც მის სურვილს გააძლიერებს იქამდე, რომ ჰქონდეს აქტივობა.  სტიმული შეიძლება იყოს სხვადასხვა რამ, ისე როგორც პორნო ფილმების ყურება, ასევე საყვარელი ადამიანი, ან უბრალოდ ქუჩაში მიმავალი პერსონა, რომელიც ადამიანს ძალიან მოეწონა.

სექსუალური სურვილი ასევე მჭიდრო კავშირშია ადამიანის ბიოლოგიურ მდგომარეობასთან, ქრომოსომულ და ჰორმონულ სტატუსთან, კვებასთან ასაკთან, ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობასთან.   დღეისთვის ითვლება, რომ სექსუალური სურვილი, სექსუალური რეაქციის ციკლში, პირველი და საწყისი რგოლია (სურვილი, აგზნება, პლატო, ორგაზმი, რეზოლუცია)  შესაბამისად ადამიანის სექსუალური ცხოვრებისთვის  სექსუალურ სურვილს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.  

სექსუალური სურვილის სოციო-კულტურულ ფორმას მიეკუთვნება სხვა ყველა დანარჩენი, რაც არ არის მიმართული მხოლოდ თვით სიამოვნების და სექსუალური განტვირთვის მიზნისკენ.   სექსუალური სურვილი და აქტივობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც  მიზნის მიღწევის საშუალება, რომელიც არ არის სექსუალური ბუნების. მაგ. პარტნიორთან მეტი ემოციური სიახლოვის დამყარება,  სამსახურეობრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, მატერიალური შემოსავალი და ა.შ.   როდესაც სექსუალურ სურვილს არ აქვს  ბიოლოგიური წარმოშობა, არამედ არის მეტად სოციო-კულტურული, მისი კონტროლი უფრო ადვილია.

ლევინის მიხედვით  სექსუალური სურვილი წარმოდგენილია სამი კომპონენტით.

  • ლტოლვა – ბიოლოგიური კომპონენტი.  მოიცავს ანატომიას და ნეიროენდოკრინულ ფიზიოლოგიას.
  • მოტივაცია –  ფსიქოლოგიური კომპონენტი –  მოიცავს ადამიანის მენტალურ სტატუსს (გუნება-განწყობას), ინტერპერსონალურ სტატუსს (ურთიერთ  მოწონება, სიტყვარული, უსიყვარულობა და ა.შ.) სოციალური კონტექსტი (ურთიერთობის სტატუსი, მაგ. ქალიშვილობის ინსტიტუტის პირობებში გოგონას შეიძლება ჰქონდეს დაბალი მოტივაცია, სოციალური კონტექსტის გამო )
  • სურვილი – კულტურული კომპონენტი – მოიცავს  კულტურულ იდეალებს, ფასეულობებს, წესებს, მორალს სექსის შესახებ და სექსუალობის გამოხატულების მხრივ. ზოგჯერ უახლოვდება სოციალურ სტატუსს.