კურტუაზიული სიყვარული

image

კურტუაზიული სიყვარული წარმოადგენს  ფაქიზ, ნაზ სიყვარულის, რომელსაც შუა საუკუნეებში რაინდები გამოხატავდნენ მაღალი წოდების ქალების მიმართ.   კურტიაზიული სიყვარული, როგორც წესი ფარული იყო და  მოიცავდა სიყვარულის და ზრუნვის გამოხატულებას, სიყვარულის დამტკიცების  ფორმებს, მაგ. რაინდი მიდიოდა ომში და გამარჯვებული ბრუნდებოდა, რათა თავისი საყვარელი ქალისთვის სიყვარული დაემტკიცებინა.  კურტუაზიული სიყვარულის ობიექტები ძირითადად იყვნენ გათხოვილი დიდგვაროვანი, ლამაზი და/ან ჭკვიანი ქალები.  კურტუაზიული სიყვარული მოიცავდა, როგორც ეროტიულ სურვილებს და ვნებას, ასევე ზრუნვას, ნაზ სიყვარულს, სულიერ ურთიერთობას.   ასეთი სიყვარული „სიშორით“ წააგავს პლატონურ სიყვარულს, მაგრამ მასში მნიშვნელოვანია ეროტიული კომპონენტებიც, ამიტომ პლატონური სიყვარული არ არის კურტუაზიული სიყვარული.

შუა საუკუნეების მწერლებს და პოეტებს შორის კურტუაზიული სიყვარული მნიშვნელოვანი ელემენტი იყო მათ შემოქმედებაში.

რაინდები ქალებს არჩევდნენ უმეტესად სილამაზის და მაღალი წოდების მიხედვით, შემდგომ ცდილობდნენ მათ გულის მოგებით საგმირო საქმეებით.

კურტუაზიული სიყვარული ძირითადად შემდეგი სცენარით ვითარდებოდა:

  • დიდგვაროვანი ქალბატონით მოხიბვლა, ძირითადად  გარეგნობით.
  • ქალბატონთან თვითწარდგენა და მის წინაშე ქედის მოხრა
  • მგზნებარე ერთგულების და თავდადების გამოცხადება
  • „უმანკოების,  უმწიკლოების, უბიწოების და სათნოების“ გამოსახატავად ქალი უარს ეუბენება რაინდს. : )
  • რაინდი განაგრძობს ერთგულების ფიცის გამოცხადებას ქალისთვის.
  • რაინდის სიყვარულისგან ავადმყოფობა.
  • საგმირო საქმეები, რომელიც ბოლოსდაბოლოს იგებს ქალბატონის გულს.
  • საიდუმლო სიყვარულის „განხორციელება“.
  •  სასიყვარულო ურთიერთბების მუდმივად ფარულად გაგრძელება, მარტივად  რომ ვთქვათ ბოლოსდაბოლოს  რაინდი და ლედი საყვარლები ხდებოდნენ.

სიყვარულის  განვითარების მსგავსი ეტაპები მრავალ ურთიერთობაშია გამოკვეთილი, თუმცა  კურტუაზიული სიყვარულის განსაკუთრებულ ხიბლს და მნიშვნელობას საიდუმლო სიყვრული წარმოადგენდა.