პლატონური სიყვარული

HL_JustFriends_DT5944213-600x399

პლატონური სიყვარული წარმოადგენს სიყვარულის  ფორმას, რომელიც გამორიცხავს უთიერთბაში სექსუალურ ინტერესს.  პლატონური სიყვარულის ძირითადი მახასიათებელია ახლო სულიერი ურთიერთბა ადამიანებს შორის, მათ შორის არ უნდა იყოს გამოკვეთილი სექსუალური ინტერესი რეკრეაციული მიზნებისთვის.

პლატონის სიმპოზიუმის მიხედვით სიყვარული ორ ფორმად იყოფა, პირველი ეროსი – რომელიც წარმოადგენს   სექსუალურ სურვილს ლამაზი სხეულის მიმართ, ამ შემთხვევაში  წინა პლანზეა წამოწეული ფიზიკური ურთიერთბა.  მეორე სახის სიყვარული უფრო ღვთაებრივია, ისიც უმეტესად იწყება ფიზიკური ფორმების მოწონებით, თუმცა  გადადის და ძლიერდება სულიერი სიყვარულით, ცდება ფიზიკურობის საზღვრებს და გადადის ტრანსცენდენტალურ განზომილებაში. შემდგომში ასეთი სიყვარული  ტრანსფორმირდა პლატონურ სიყვარულად.

პლატონური სიყვარული ყოველდღიური  ურბანული გამოყენებისას ნიშნავს მეგობრობის და არასექსუალური ახლო ურთიერთობების  გამოხატვას.

მაგ.  „ ჩვენს საუკეთესო მეგობრები ვართ მსოფლიოში,  მაგრამ ჩვენს შორის მხოლოდ პლატონური სიყვარულია“.

პლატონური სიყვარული  იშვიათად გამოიყენება მსგავსი სქესის(ჰეტეროსექსუალ) ადამიანებს შორის ურთიერთობის აღსანიშნავად. ანუ თუ კაცს  ჰყავს „ძმაკაცი“, ხოლო ქალს „დაქალი“ ამ დროს არ ამბობენ, რომ მათ პლატონური სიყვარული აკავშირებთ.  ამ ტერმინს იყენებენ სხვადასხვა სქესის ჰეტეროსექსუალი ადამიანების არასექსუალური ახლო ურთიერთობების დროს. შესაბამისად იქნება ჰომოსექსუალებს შორისაც.

პლატონური სიყვარული თავისი  ძირი წარმოდგენით არ გამორიცხავდა სექსუალურ ურთიერთბას,  არამედ აქცენტს აკეთებდა სულიერი სიყვარულის და ურთიერთობის უპირატესობაზე და აღმატებულ მდგომარეობაზე. დღეისთვის კი პლატონური სიყვარული უმეტესად  გამოიყენება არასექსუალური ურთიერთბების აღნიშვნისთვის.